მსოფლიო რბენაზე უკვე მეექვსედ ვიყავით.
ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი სპორტული ღონისძიებაა და თან რადგან აქვე თელავთან ახლოსაა არასოდეს გამოგვიტოვებია.
წელს არასახარბიელო ამინდი უძღვოდა წინ რბენას და შესაბამისად უცნაური გარემოც დაგვხვდა იქ მისულებს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტეთ გასული წლებისგან განსხვავებით წელს ივენთი მხოლოდ ფართო კუთხიანი ლინზით გადაგვეღო. არ ვიცი რა და როგორ გამოგვივიდა, მაგრამ აქცენტი მაქსიმალურად გავაკეთეთ:...