Wednesday, March 7, 2018

"საუბრები ფოტოგრაფიაზე" ახალი პროექტი ქართველი ფოტოგრაფებისათვის




დღეს ფოტოგრაფია პოპულარობის ზენიტშია. სწორედ დღეს,  როგორც არასოდეს ყველა მასზე საუბრობს. საუბრობენ კამერებზე, ფერებზე, სტილზე, პოზებზე, სხეულის ენაზე და ფოტოს შინაარსზე. კიდევ ათას რამეზე. დღეს ფოტოგრაფია ტოტალური და სახალხო გახდა. მან ეს თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე გაიმეორა.

პირველად მაშინ გახდა სახალხო, როცა კოდაკმა 1900 წელს ფოტოკამერა "Brownie" გამოუშვა, რომელიც გაგიკვირდებათ და მხოლოდ 1 დოლარი ღირდა.

ფოტოგრაფიის პოპულარობის კვადაკვალ უამრავი ფოტოჟურნალი და წიგნი გამოიცემა. უფრო იმატა ფოტო კონკურსებმა თუ დაჯილდოვებებმა. გაიზარდა ფოტოგრაფიული წიგნების და ვებ გვერდების რიცხვიც.





მაგრამ საქართველოში ფოტოგრაფიაზე სულ თითზე ჩამოსათვლელი წიგნებია. არც ახალი და პროფესიული მასალაა ხშირად ხელმისაწვდომი, რომელიც ქართულ ენაზე იქნება. ამ მხრივ მართლაც თითზე ჩამოსათვლელი საიტები და წყაროებია.

ჩვენი ბლოგის მიზანი უკვე მეოთხე წელია უცვლელია. ჩვენი მიზანია ფოტოგრაფიის შესახებ ქართულ ენოვანი ინფორმაციის უწყვეტი გავრცელება.

ჩვენი რამდენიმე პროექტი უკვე იქცევს მოყვარული, ჰობისტი, დამწყები თუ  შემდგარი ფოტოგრაფების ყურადღებას.

მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა.

ჩვენი მიზანია უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება არამარტო მსოფლიო ფოტოგრაფიაზე ან ზოგადად ფოტოგრაფიაზე, არამედ ქართულ ფოტოგრაფიაზე. ქართველ თანამედროვე ფოტოგრაფებზე.

ამ მიზნით ამჟამად ორი პროექტი " გასული კვირის ფოტოები საქართველოდან" და ინტერვიუების სერია დავიწყეთ. თუმცა კვირის ბლოგ კალენდარში კიდევ ერთი თავისუფალი დღე გვაქვს, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობთ ყველას ვისაც ფოტოგრაფიაზე  საუბარი სურს.

სტატიის ავტორი ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება იყოს.

თქვენ ამას ბლოგის სტუმრის ამპლუაში გააკეთებთ.




სტატიის შინაარსი ცხადია ფოტოგრაფიას უნდა ეხებოდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რაიმე ჩარჩო დავაწესოთ. ამიტომ ვიფიქრეთ იყოს არჩევანის თავისუფლება. ფორმატი შეუძლია თავად ავტორმა გადაწვიტოს. სტუმარს შეეძლება საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს კონკრეტული ჟანრის გარშემო, ან სულაც რაიმე სასაცილო ისტორია მოყვეს გადაღების შესახებ (რასაც მე პირადად ხშირად მივმართავ ხოლმე ამ ბლოგზე) ან შეიძლება დღიურის სტილში დაწეროს და მოგვიყვეს ფოტოგრაფის ერთი დღის ან ერთი კვირის შესახებ. მოკლედ არჩევანი სტუმრისათვის მიგვინდია.

ის რასაც არ მივესალმებით, როგორც რედაქცია - არის ტექსტები, რომელიც შეიძლება სიძულვილის ენას შეიცავდეს. ახდენდეს რაიმე ფორმით ვინმეს დისკრედიტაციას. ან აკნინებდეს კონკურენტი სტუდიების სახელს, თუ ეს კომერციულ ფოტოგრაფიას შეეხება. ან იყოს მხოლოდ სარეკლამო სახის. მსუბუქი რეკლამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ჩვენი პროექტი სტარტს ამ დღიდან აიღებს და სტუმრებს ჩვენ სივრცეს ყოველ ოთხშაბათს დავუთმობთ.

სტატიის თემატიკა შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ ჩვენ ფეისბუქ გვერდზე. ან სულაც დასრულებული სტატია გადმოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე (utskhography@gmail.com)

სტატიების რაოდენობა და მოცულობა შეზღუდული არ იქნება.



ცხადია რედაქცია უფლებას იტოვებს რომელიმე სტატია არ გამოაქვეყნოს, ან მოახდინოს მსუბუქი რედაქტირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ.

იმედია საინტერესო სტუმრებს და ავტორებს აღმოვაჩენთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ ეს სტატია თქვენს ფოტოგრაფ მეგობრებს გაუზიაროთ.


იდეის ავტორი: თამარ შოშიტაშვილი
სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
© უცხოგრაფი




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...