Friday, May 6, 2016

სამაისო აქცია - შეაფასე უცხოგრაფი

გამარჯობა აქციები რომ ჩემი სისუსტეა ალბათ ყველას მოეხსენება, მარტის აქციამ #გააზიარეუცხოგრაფი შესანიშნავად ჩაიარა და მაშინვე გადაღების პროცესში გაჩნდა იდეა/მოთხოვნა შემდეგი აქციის შესახებ, რომელიც აპრილის თვეში ვერ შევძელი. თუმცა მინდა დანაპირები აქცია მაისში განვახორციელოთ ერთად, მაშ ასე ახალი აქცია:

#შეაფასეუცხოგრაფი

აქციის ფორმა:

აქციაში ჩართვისათვის საჭიროა, უცხოგრაფის ფეისბუქის გვერდზე დატოვოთ რევიუ ანუ შეფასება. შეფასების დაწერა მარტივია და შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეო გაკვეთილი აქ.

აქციის მიზანი:

აქციის მიზანია მივიღო და მოვისმინო შეფასებები თქვენგან. ზოგადად ადრე სტატიაც მქონდა რევიუს შესახებ. მიუხედავად მოწონებებისა და გაზიარებისა, სამწუხაროდ ნაკლებად ვიცით გვერდზე შეფასებების დატოვება. ეს აქცია ამ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

აქციის მონაწილეები და გამარჯვებულები:

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ფეისბუქის ნებისმიერ მომხმარებელს. შეფასებებში თავისუფლები ხართ. თუმცა გამარჯვებისთვის შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ:

შეფასება უნდა იყოს:

ა) გულწრფელი, თავისუფალი ყოველგვარი პირფერობისაგან.
ბ) ორიგინალური
დ) მოკლე და ლაკონური.

სულ აქციის დასასრულს გამოვლინდება 5 გამარჯვებული.

აქციის თარიღები და პრიზები: 

აქცია მოქმედებაში შედის 6 მაისიდან და შეფასებები გვერდზე მიიღება ერთი კვირის მანძილზე - ანუ 13 მაისამდე. 14 მაისს გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და უფასო ფოტოსესიაზე დავიბარებთ 15 მაისს. ფოტოსესია გაიმართება თელავში ცენტრსა და პარკ ნადიკვარზე. გამარჯვებულებს დაეთმობათ ნახევარი საათი ფოტოსესიისთვის. გადაღებული ფოტოები დამუშავდება და მეილით გადეგზავნებათ გამარჯვებულ პირებს.

აქციის დამატებითი დეტალები:

მათ ვისაც უკვე დაწერილი აქვს რევიუ, შეუძლია ძველი შეფასება წაშალოს და ის ახლიდან დაწეროს გვერდზე. აქციაში მხოლოდ ახალი შეფასებები მიიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ფეისბუქის გვერდზე.

წარმატებები, მომავალ შეხვედრამდე :*



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...