გამარჯობა,
კარგა ხანია ვაკანსიებზე არ დაგვიწერია. არადა განვითარების პროცესი სულ ახალ-ახალ პოზიციებს აჩენს გუნდსა და სტუდიაში.
ამჯერად საჭიროებამ და დრომ მოიტანა ორი საინტერესო ვაკანსია გამოვაცხადოთ.
ფოტოსეტ მენეჯერი:
სამუშაოს აღწერილობა:
ფოტოსეტ მენეჯერის მოვალეობაში შედის ფოტოსესიისთვის სათანადო ლოკაციის შერჩევა და მომზადება. ფოტოსესიის შინაარსის და მიზნის წინასწარ გაცნობა. ლოკაციის კარგად ცოდნა და კრეატიულად ხედვა. ფოტოსესიის ორგანიზება: ფოტოგრაფისთვის თავისი ხედვის გაცნობა და ფოტოსესიის მთავარ ობიექტთან (ობიექტებთან) მუშაობა. მოყვარული თუ პროფესიონალი მოდელებისათვის რჩევების მიცემა პოზების შესახებ. სამუშაო ადგილზე პოზიტიური მუხტის შექმნა და დაძაბულობისა მოხსნა.
სასურველია ვაკანსიაზე გამოგვეხმაურონ ადამიანები, რომელთაც მსგავსი გამოცდილება გააჩნიათ, თუმცა ვითვალისწინებთ იმას, რომ მსგავსი პოზიციები ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში, გასაუბრებაზე მივიღებთ გამოუცდელ ადამიანებსაც, ყველას ვინც თვლის რომ ეს ვაკანსია საინტერესო და მისთვის შესაფერისია.
სამუშაო ლოკაცია: კახეთი.
ანაზღაურება: პროექტულად, გამომუშავებით.
"უცხოს შოუს" ოპერატორი
"უცხოს შოუ" გიო ბეჟანიშვილის უცხოგრაფის დამფუძვნებელის პერსონალური პროექტია. გადაცემისათვის ვეძებთ ოპერატორს, რომელიც მზად არის კვირაში 2-3 დღის მანძილზე სხვადასხვა გადასაღებ ადგილებსა და სიტუაციებს ესტუმროს გიოსთან ერთად.
ოპერატორს არ მოეთხოვება მაღალი დონის გადაღების ცოდნა, ვინაიდან გადაცემა სრულიად დოკუმენტურ სტილზეა აგებული. მთავარია კამერისა და ვიდეო გადაღების საბაზისო ტექნიკური ცოდნა.
ოპერატორის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას სტუდია იღებს თავის თავზე.
სამუშაო ლოკაცია: კახეთი.
ანაზღაურება: დასაწყისისათვის სამუშაო მოხალისეობრივ საწყისებზე იქნება. თუმცა პერსპექტიული და ზრდაზე ორიენტირებული ოპერატორი მომავალში სტუდია "უცხოგრაფში" გადამღები გუნდის წევრი გახდება, სადაც ანაზღაურებად სამუშაოზე იქნება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, არაუგვიანეს 17 ივნისისა, ფეისბუქ გვერდზე ან ელ. ფოსტაზე - g.bejanishvili@gmail.com
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
0 comments:
Post a Comment