Saturday, June 21, 2014

კომუნიკაცია - რა არის შენი სათქმელი?


 თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა
 ჩამოაყალიბოთ და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კლიენტებთან, იქნებიან ისინი  უბრალო ფოტოების მსურველები, ბიზნესმენები თუ ჟურნალის რედაქტორები, არის უმთავრესი აქტიური ფოტოგრაფის მომავალი წარმატებისათვის. აქტიური იმიტომ ვახსენე, რომ თუ თქვენ არ იქნებით აქტიური კომუნიკატორი თქვენს კლიენტებთან და არ შექმნით საუკეთესო ატმოსფეროს მათთვის, დღევანდელ ციფრული სამყაროს ორომტრიალში ვერ გაიმარჯვებთ და სავარაუდოდ დარჩებით უმუშევარი.
ეს ეხება ყველას, ვისაც აქვს კამერა და ამოძრავებს სურვილი, გახდეს პროფესიონალი ფოტოგრაფი. იმისათვის, რომ კისერი არ მოიტეხოთ ამ რთულ კონკურენტუნარიან ბაზარზე, საკმარისი არაა მხოლოდ ცოდნა, უნარები და სურვილი.  ქვემოთ, ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე სიტუაციას, თუ როგორ უნდა იურთიერთოთ კლიენტებთან.

მოყევი რას აკეთებ

ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომუნიკაციის ფორმა თქვენი ბიზნესისათვის. როცა შეგიძლიათ აუხსნათ სხვებს თუ რას აკეთებთ თქვენ, თუ როგორია თქვენი უნიკალური ხედვა და რა გამოგარჩევთ როგორც ფოტოგრაფს კონკურენტებისაგან, მეტ სიმაღლეს შემატებს თქვენს იმიჯს. ეს არის თქვენი ბრენდი. თუ თქვენ ამბობბთ - „ვიღებ კარგ ფოტოებს და ამიტომ უნდა ამირჩიოთ მე“, ეს ნიშნავს, რომ დროა დაჯდეთ და დაფიქრდეთ მართლაც და რას ამბობთ თქვენი ფოტოგრაფიით. კითხეთ საკუთარ თავს, რას გადმოსცემთ თქვენი მუშაობით? დროთა განმავლობაში მე ჩამოვიყალიბე ხედვა ყოველდღიური ცხოვრების სტილის ფოტოგრაფირებისათვის. ვაჩვენებ ხალხს, ვინც გულწლფელად არის მხიარული და ბედნიერი. სწორედ ამ ხაზის მეშვეობით ვურთიერთობ ჩემს კლიენტებთან. გადასცე კლიენტებს ის, რაც გაქცევს შენ უნიკალურს როგორც ფოტოგრაფს, არის აუცილებებლი.

ისაუბრე, იმაზე რაც გინდა რომ სხვებმა გააკეთონ

თუ თქვენ მუშაობთ ხალხთან, შეეცადეთ გადასცეთ მათ თქვენი ხედვა,გაუზიაროთ იდეები და ჩაითრიოთ  თქვენს მუშაობაში.  ეს არის წარმატებული ურთიერთობის შემდეგი ფორმა. მნიშვნელობა არ აქვს იღებთ ახლადდაქორწინებულ წყვილს თუ ოჯახს, აჩვენეთ მათ სად და რა პოზა მიიღონ. თუ მოდელთან მუშაობთ, შეეცადეთ გამოიტანოთ მისგან სწორი ემოცია. შეეცადეთ, გამოსცადოთ თქვენი თავი ამ კუთხით მეგობრებთან ან ოჯახს წევრებთან. იყავით ყურადღებით და სერიოზულად მოეკიდეთ ამ თემას. დარწმუნდით, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებულები და ააწყოთ საუბარი გადაღების პროცესში. გაიმეორეთ ეს მანამ, სანამ არ დარწმუნდებით თქვენს შესაძლებლობებში, რომ შეგიძლიათ ასევე ლაღად იურთიერთოთ სრულიად უცხო პიროვნებებთან, რათა მიიღოთ მათგან ის რაც თქვენ საქმიანობას სჭირდება.

მნიშვნელოვანი ელემენტები

ზოგჯერ თქვენს ნაცვლად თქვენი ბრენდი საუბრობს. ის შეიძლება მოიცავდეს ვებ გვერდს, ბლოგს, ფეისბუქის გვერდს, სარეკლამო მასალებს და ა.შ. რა არის შენი სათქმელი? მოდის თუ არა ის შესაბამისობაში შენს ბრენდთან და შენი ფოტოგრაფიის მესიჯთან? იმუშავე იმით, რაც გაგაგჩნია და დარწმუნდი რომ ყველა შენი ქმედება კავშირშია შენი, როგორც ფოტოგრაფის მესიჯებთან.

მე აღმოვაჩინე, რომ ასეთ მარტივ საშუალებებს ხშირად დიდი ჯილდო მოაქვს. თითქმის ყველა ფოტოსესიის შემდეგ მე ვაგზავნი სამადლობელ წერილს ჩემს კლიენტებთან. ესაა მცირე რაღაც, რაც ითხოვს მინიმალურ დროს და სახსრებს, სამაგიეროდ ნამდვილად დიდ ემოციებს აღძრავს. ამით მე მათ ვეუბნები, რომ ვაფასებ მათ და მათ საქმიანობას, რაც სამყაროს და ჩვენს მომავალ ურთიერთობას სულ სხვანაირს ხდის. ამით თქვენ ხალხს თავს დაამახსოვრებთ და სავარაუდოდ მომავალშიც, როცა ფოტოგრაფი დაჭირდებათ, პირველს თქვენ დაგიძახებენ. ასევე ურჩევენ თქვენ სერვისს მეგობრებს და ახლობლებს.

 გაიარე დამატებითი კილომეტრები

საბოლოოდ თქვენი ქმედებები და გამოცდილება რაც თქვენ კლიენტთან ერთად შექმენით,  ხმამაღლა ისაუბრებს თქვენზე. არავითარი გაპრიალება და ბრჭყვიალა ზედაპირები ვერ უშველის თქვენს მიერ გაფუჭებულ საქმეებს. კითხეთ თავს, ჩადეთ თუ არა 100 პროცენტი თქვენს საქმეში, კონკრეტულ ფოტოსესიაში, კონკრეტულ ფოტოში? თქვენი სიბეჯითის წყალობით თქვენ არამხოლოდ მაშინ ჯილდოვდებით, როცა საქმიანობთ. არამედ მაშინაც, როცა ისვენებთ. ის სწორ მესიჯს ავრცელებს თქვენზე, როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფზე. ძალა დაატანეთ საკუთარ თავს, რათა იყოთ უკეთესი კომუნიკატორი და ფოტოგრაფი. გაითვალისწინეთ რჩევები და შეასრულეთ ისინი.
და ბოლოს გახსოვდეთ -  ისტორიული ნაბიჯები მჯდომარე პოზაში არ იქმნება .

ავტორი: Matt Dutile

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...