Monday, July 21, 2014

როგორ გადავიღოთ ჭექა–ქუხილი






ელვა ბუნების ერთ–ერთი ყველაზე გამოუცნობი და მოულოდნელი მოვლენაა.  მისი ამ ხასიათის გამო ის ფოტოგრაფებისათვის ნამდვილი თავსატეხია. ალბათ ყველა ჩვენთაგანს უნახავს ჭექა–ქუხილის ფოტოები და გაოცებულა – კი მაგრამ როგორ ახერხებენ ფოტოგრაფები ელვის ფოტოზე ასახვას. ეს თქვენც შეგიძლიათ. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები მოგცემთ საშუალებას შემდეგ ჯერზე, როცა ჭექა–ქუხილში მოხვდებით, ფირზე აღბეჭდოთ ის.

1        გამოიყენეთ მყარი ზედაპირი – გარდა შტატივისა, ასეთ შემთხვევებში ნებისმიერი მყარი ზედაპირი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კამერის მდგრადობა.

2        ხანგრძლივად გახსნილი ჩამკეტი – ვინაიდან ელვა არაპროგნოზირებადია, წარმოუდგენლად რთულია მოასწროთ ჩამკეტზე დაჭერა როცა მას დაინახავთ. ასეთი შემთხვევებისათვის არის რამოდენიმე ძვირადღირებული ხელსაწყო, რომლებიც გაუწყებენ თუ როდის უნდა გაიელვოს, მაგრამ არ მგონია ასეთ ძვირადღირებულ ხელსაწყოებში თანხა დახარჯოთ. ასეთ შემთხვევაში 30 წამიანი ჩამკეტის დაყოვნება იქნება საუკეთესო გამოსავალი, ასევე კარგია ”Bulb” რეჟიმი.

3      დაუმიზნეთ მაღლა – თითქმის ყველა ელვა რასაც თქვენ დაინახავთ იქნება ცაში.
ნათელია, რომ თქვენი ხედვის არეალი განლაგებული იქნება ჩვეულებრივზე უფრო მაღლა. ამიტომ უფრო ხშირად იყურეთ მაღლა და შეეცადეთ კამერაც უფრო მაღლა დაუმიზნოთ.

4      მოაქციეთ კადრში რაიმე საინტერესო – მიუხედავდ იმისა, რომ თქვენი გადასაღები ობიექტები განლაგებული იქნება ცაზე, არ დაივიწყოთ შემოიყვანოთ რაიმე საინტერესო საგანი ფოტოსურათში რაც მოგცემთ რელევანტურობას და პერსპექტივის შეგრძნებას. ამისათვის შენობები საუკეთესო ვარიანტია,თუმცა მოსინჯეთ ნებისმიერი რამ რაც მოგცემთ საშუალებას გვაჩვენოთ რა სიგრძისა და მასშტაბისაა ჭექა–ქუხილი.


5    მენუალ ფოკუსი – უმჯობესია თუ მენუალ ფოკუსით იმუშავებთ. თქვენ მუშაობა მოგიწევთ ღამით (ძირითადად) ძლიერი სიბნელის ფონზე. ნაცვლად იმის, რომ ანდოთ თქვენს კამერას ყოველი გადაღებისას ინადიროს წყვდიადში რაიმეს ფოკუსირებაზე, თავად გაასწორეთ ფოკუსი ცაზე და ასე დატოვეთ.

6
.    მენუალ ჩამკეტი/აპერტურა – როგორც მეორე რჩევისას ავღნიშნეთ, თუ თქვენს კამერას აქვს უნარი თავად აირჩიოთ ჩამკეტის სიჩქარე, აიღეთ ხანგრძლივი ჩამკეტის სიჩქარე და მაქსიმალურად ფართო აპერტურა. მოქმედება მოხდება თქვენგან შორს, ასე რომ ფართო აპერტურა და ზედაპირული ფოკუსური სიღრმე არ იქნება პრობლემა (მითუმეტეს თუ გაქვთ ძალიან ახლო მდგომი ობიექტები, რომლებსაც ითვალისწინებთ ფოტოში).

7       მოაგროვეთ ერთად – თუ გაქვთ საშუალება კამერა არ გაატოკოთ, გადაიღეთ ბევრი ელვის კადრი და შემდეგ ფოტო პროგრამების გამოყენებით თავი მოუყარეთ მათ ერთ ფოტოში. უფრო ხშირად თქვენ ხელთ გექნებათ არაეფექტური ფოტოები სადაც მხოლოდ ერთი ელვაა. ასეთი ფოტოების ერთ ფოტოდ გადაქცევა კი უფრო შთამბეჭდავ ეფექტს შექმნის.
        იყავით მომთმენი – ეს არის წარმატების მისაღწევად უდიდესი და აუცილებელი თვისება. კარგად გაეცანით თქვენს ტექნიკას და მის თვისებებს, რათა ჭექა–ქუხილისას არ გაგიჭირდეთ მისი მომზადება. შემდეგ კი მოემზადეთ შოუს გადასაღებად. შესაძლოა ბევრჯერ გამოტოვოთ ელვის მომენტი, მაგრამ ამის გამო ხელს ნუ ჩაინევთ, იყავით მომთმენი.


ჭექა–ქუხილის გადაღება შეიძლება გამოდგეს ძალიან სახალისო მაგრამ ის მოითხოვს დიდ პრაქტიკას, რათა მიაღწიოთ სიზუსტეს. მიყევით ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და მალე  ელვის საუკეთესო ფოტოებს გადაიღებთ.

პოსტის ავტორი: Peter West Carey

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...