Sunday, September 7, 2014

როგორ გავწმინდოთ ჩვენი კამერის სენსორი

A Post By: Alex Morrison

ფოტოგრაფისთვის იმაზე საშინელი არაფერია, როცა ხედავს რომ მისი კამერის სენსორი სავსეა მტვრის ნაწილაკებით და ჭუჭყით. ფოტოკამერის სენსორი ხშირად იმტვერება, ეს  თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუ თქვენ ხშირად იღებთ ფოტოებს გარეთ და გაქვთ ზუმ ლინზა ან ხშირად ცვლით ლინზებს ქუჩაში გადაღებისას, მტვრის ნაწილაკები აუცილებლად იპოვიან გზას თქვენი სენსორისაკენ.
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მთაში, ფოტო გადაღებაზე და გამუდმებით ვცვლიდი ლინზებს ქარიან და მტვრიან ამინდში.





















ასე გამოიყურებოდა ჩემი სენსორი გადაღების შემდეგ. ეს ყველა შავი ლაქები არის ნაწილაკები იმ მფრინავი ნივთების, რაც ჰაერში ტრიალებდა როცა მე ლინზას ვცვლიდი. ამ პრობლემის თავიდან აცილება არც ისე ადვილია, სენსორის დახმარება მხოლოდ რამოდენიმე გზით შეიძლება.  თუ სენსორს არ გაწმენდთ, დაკარგავთ ძალიან დიდ დროს, რომელიც დაგჭირდებათ უკვე გადაღებული ფოტოებიდან ამ ნაწილაკების მოშორებაში. 

არის თუ არა თქვენი სენსორი ჭუჭყიანი?

შეამოწმე, რომ დარწმუნდე არის თუ არა სენსორი მართლაც ჭუჭყიანი და ჭირდება თუ არა მას დახმარება. თუ თქვენ იღებთ გახსნილი დიაფრაგმით ( დაბალი f სტოპებით, როგორიცაა f/2.8), მანამ ვერ შეამჩნევთ მტვერს ფოტოზე, სანამ არ ნახავ ფოტოებს 100 %-ით კომპიუტერის მონიტორზე. მაგრამ ერთ დღესაც დაგჭირდებათ დიაფრაგმის ხვრელის f/8, f/16-ზე დაპატარავება და სწორედ ამ დროს სენსორის მტვერი შესამჩნევი გახდება.
იმისთვის, რომ გაიგოთ დამტვერილია თუ არა სენსორი, გადით გარეთ, დააპატარავეთ დიაფრაგმა (შესაბამისად გაზარდეთ f- სტოპები, მაგალითად f/32-მდე) და გადაიღეთ ფოტო ღია ფერის ან თეთრი კედლის. შემდეგ, კომპიუტერში გახსენით ფოტოშოპში და დააჭირეთ - Auto Tone-ს (Image მენიუს დაბლა). საშინელებაა?  ხედავთ შავ ლაქებს? მაშ გააგრძლე კითხვა J

 ნაბიჯი პირველი: გამოიყენე ა"უტოქლინერ" ფუნქცია

ბევრ ახლადგამოშვებულ ციფრულ კამერას გააჩნია სენსორის სპეციალური ავტომატურად გასაწმენდი პროგრამა.  მოძებნეთ ის Tools Menu-ში. როდესაც ამ პროგრამას იყენებთ, კამერა სენსორს მცირე ელექტრო ბიძგებს აძლევს, რაც იწვევს  „რხევას“ და ფანტავს მტვერს, იდეაში ასეა. შედეგის მისაღწევად შეიძლება ეს პროცესი რამდენიმეჯერ გაიმეოროთ და დიდი მოთმინების შემდეგ მართლაც გაწმინდოთ თქვენი სენსორი.
























თუ თქვენს კამერას ეს თვისება არ გააჩნია, არ ინაღვლოთ, არის რამდენიმე ხერხი სენსორის ხელით გაწმენდისათვის. ხშირად ადრე თუ გვიან ის ფოტოგრაფებიც, ვინც აუტოქლინერ ფუნქციას იყენებენ ამ ხერხს მიმართავენ ხოლმე.

ნაბიჯი მეორე: გამოიყენეთ სენსორის საწმენდი ფუნჯი და სითხე

პროცედურა მარტივია. დაასხით ორი წვეთი "ეკლიპსის" საწმენდი სითხე სენსორის ზედაპირს და ფრთხილად გადაუსვით ფუნჯი ერთხელ, ერთი მიმართულებით. თქვენ დაგჭირდებათ თითო ფუნჯი თითო მიმართულებისთვის. ერთი მიმართულებით რომ მორჩებით, ახლა მეორე მიმართულებით გაუსვით საწმენდი. თუ პროცესის გამეორებას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ ახალი ფუნჯები.


 
ნაბიჯი მესამე: სარკე მაღლა

იმისათვის რომ გაწმინდოთ ფუნჯით, უნდა აწიოთ კამერის სარკე, რათა მიწვდეთ სენსორს.  ეს კი საკმაოდ რთულია  - თქვენ არ გინდათ, რომ სარკე დაიხუროს, მაშინ, როცა წმენდავთ სენსორს ტამპონებით.

თუ არ გაქვთ ფუნქცია რომ ჩაკეტოთ სარკე მაღლა აწეულ მდგომარეობაში, სანამ სენსორს წმენდთ, დარწმუნდით რომ თქვენი ბატარეა ბოლომდეა დატენილი, და დააყენეთ კამერის ექსპოზიცია  “Bulb” რეჟიმზე. “Bulb” ფუნქცია გვაძლევს საშუალებას დავტოვოთ სარკე აწეულ მდგომარეობაში მანამ, სანამ არ დავაჭერთ გადასაღებ ღილაკს თითს. ამ გზით შეგიძლიათ შეაღწიოთ თქვენს სენსორში და გაწმინდოთ ის მშვიდად.


 

გადაამოწმეთ შედეგები: გადაიღეთ ახალი ფოტო იგივე დიაფრაგმით და შეადეთ ის წინა ფოტოს.


როგორც ხედავთ სენსორზე მაინც დარჩენილა სამი წერტილი, თუმცა ჭუჭყის დიდი ნაწილაკები გამქრალია. შეიძლება თქვენ  ამ შედეგზე შეჩერდეთ და ფოტოშოპის დახმარებით მოაცილოთ დარჩენილი წერტილები ფოტოდან, ან გააგრძელოთ წმენდა, მანამ სანამ სენსორი იდეალურად არ გასუფთავდება.

სენსორის გაწმენდა არაა რთული, თუმცა ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ არაფერი დააზიანოთ. რაც მთავარია დაიმახსოვრეთ არასოდეს, არასოდეს შეეხოთ ხელით თქვენს სენსორს. თქვენი თითებიდან გადასული ნივთიერებები უფრო რთული მოსაცილებელი იქნება, ვიდრე მტვრის ნაწილაკები.

თარგმნა: გიო ბეჟანიშვილმა
 

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...