Friday, October 31, 2014

რატომ ავირჩიე მასწავლებლობა?!

ცხოვრებაში ბევრი რამე ვცადე. ლექსებს ვწერდი, ვრეპავდი . . . ხან წამყვანი ვიყავი, ხან ჟურნალისტი.  დიზაინერობაც მიცდია.  სანტა კლაუსადაც გამოვცხადებივარ პატარებს და საბერძნეთის ქალაქების ქუჩებიც შემომივლია მოხეტიალე მუსიკოსად. თუმცა უნდა ვაღიარო იმაზე დიდი სიამოვნება, ვისწავლო და ვასწავლო სხვებს, მართლა არაფერში განმიცდია.   ჩემთვის ძალიან დიდი ადრენალინი მოაქვს მომენტს როდესაც საკლასო ოთახში (ტრენინგრუმში)...

Saturday, October 25, 2014

ერთი ფოტოს ანალიზი: "Himalayan Railway"

Himalayan Railway, 1995 by Raghu Rai იქ სადაც უმეცრება არის განდიდებული, სისულელე სიბრძნედ გვეჩვენება. ეს თომას გრეიმ წიგნში "Ode on a Distant Prospect of Eton College" ჯერ კიდევ 1742 წელს დაწერა. ყველაფერი იფილტრება ჩვენსავე უმეცრებაში ან ცოდნაში. თუ თქვენ ოდესმე გიმგზავრიათ დარჯელინის "სათამაშო მატარებლით" თქვენი მიდგომა ამ ფოტოს მიმართ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მათგან, ვისაც არ უმგზავრია. ასევე ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული - ...

Monday, October 20, 2014

მეოცე საუკუნის ფოტოგრაფიის ენციკლოპედია - აგიტპროპი

ტერმინი "აგიტპროპი" მიღებულია ორი სიტყვის: "აგიტაცია" და "პროპაგანდის" შეერთების შედეგად. 1920-1930-იან წლებში  ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალური ევროპის მემარცხენეთა კულტურულ პრაქიკაში (თეატრი, ლიტერატურა, მხატვრობა, ფოტოგრაფია) და მიზანდ ისახავდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის პოპულარიზაცია-პროპაგანდას. ამასთან "აგიტპროპი" იყო ხელოვნების ფორმა, სოციალურად ორიენტირებული მასებისკენ, მათი თავიდან განათლებისა და პოლიტიკურად...

Friday, October 17, 2014

მეოცე საუკუნის ფოტო ენციკლოპედია - ბერენის ებოტი

ბერენის ებოტის ღვაწლი ფოტოგრაფიაში დიდი და უნიკალურია. ებოტმა, როგორც ფოტოგრაფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტის ხელოვნებაში, ვიზუალურ დოკუმენტალისტიკაში და სამეცნიერო ფოტოგრაფიაში. ის იყო განმანათლებელი, გამომგონებელი და ფოტოგრაფიის თეორეტიკოსი. ებოტი ამტკიცებდა რომ: "მეოცე საუკუნის ხედვა შექმნა ფოტოგრაფიამ." მას სჯეროდა რომ ფოტოგრაფიას შუძლია: "აღბეჭდოს თანამედროვე სამყაროს ყოფა და მოამარაგოს ნოველები ხედვის  გზით და ახალი რწმენით." ებოტმა ბავშვობა...

TOP.GE