Sunday, January 11, 2015

დევიდ ლევინთალი - მეოცე საუკუნის ფოტოგრაფიის ენციკლოპედია

1972 წლიდან მოყოლებული დევიდ ლევინთალმა მისი სათამაშოების, მოდელების და ისტორიული ფიგურების კოლექცია ხშირად გადაიღო. სწორედ ამ უნიკალური ნამუშევრებით გაიცნო იგი მსოფლიომ ამერიკელ პოსტმოდერნისტ არტისტად. ლევინთალი მისი ფოტოებისთვის იყენებს პოლაროიდის  instant SX-70 და მამოთის 20 X 24 იანჩიან კამერას. დევიდი მის ფოტოებში აშუქებს და მკაცრად აკრიტიკებს კულტურულ მითებს და სტერეოტიპებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია რასიზმთან და სექსთან. ასევე იმ ისტორიულ მოვლენებთან, რომლის გარშემოც უამრავი მითი თუ სტერეოტიპული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, როგორებიცაა ნაციზმი და ჰოლოკასტი. მისი თანამედროვეების მსგავსად ლევინთალიც შთაგონებას და წარმოდგენას ფილმებსა თუ ნოველებიდან იღებს, აგრეთვე რომანტიკულ წიგნებსა და ტელევიზიებში გავრცელებული მითებიდან და გადაცემებიდან.

ლევინთალი სწორად იყენებს ფოტოგრაფიის სიზუსტეს და ქმნის ფოტოებს, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ სინამდვილის ხასიათს და ბუნებას. მისი სათამაშოების ფოტოები არის ინოვაციური და ამას 70-80-იანი წლებში ბევრი ხელოვანი აკეთებდა. კრიტიკოსი A.D. Coleman-ი ამ მეთოდს მოიხსენიებდა როგორც "სარეჟისორო რეჟიმს", რაც გულისხმობდა იმას, რომ ფოტოგრაფი აკონტროლებს ყველა დეტალს მის გადასაღებ სცენაში. ზემოთ აღნიშნული ათწლედის განმავლობაში ბევრი ხელოვანი მოგვევლინა ამ მიმდინარეობაში, მათ შორის შერი ლივაინი, სინდი შერმანი, სენდი სკოგლანდი და ჯოელ-პიტერ ვიტკინი. ისინი ცდილობდნენ სცენების ისე დადგმას, რომ მათ გამოეწვიათ რეალობის შეგრძნება.

დევიდ ლევინთალი 1949 წლის 8 მარტს სან-ფრანცისკოში დაიბადა. ის წარმოშობით ებრაელია. 1966 წელს მან დაიწყო ფოტოგრაფიის შესწავლა. ის პრაქტიკულად სწალობდა დასავლეთის მხარის ფოტოხელოვანების ესთეტიკას, როგორებიც იყვნენ ედვარდ ვესტონი და ანსელ ადამსი. სწავლობდა ნუდს ადამის თანატოლის, რუთ ბერნჰარდისგან. ლევინტალის ადრეული ნამუშევრები: პინბოლის მოთამაშეები, სანტა კრუზის მაღაზიის ვიტრინები, რკინიგზის მანქანები პალო ალტოში ასახავდნენ ქუჩის ფოტოგრაფიის სტილს, რომელიც პოპულარული იყო 1960-იან წლებში. 1970 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა იელის უნივერსიტეტში განაგრძო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მისი გატაცება და სურვილი გადაეღო ამერიკული პოპკულტურა. თავდაპირველად მან გადაიღო M&M's-ის და სხვადასხვა ტკბილეულის ახლო კადრები, რამაც მისი ინსტრუქტორის ვოლკერ ევანსის ყურადღება მიიპყრო. 1972 წლიდან ლევინტალმა დაიწყო სათამაშო ჯარისკაცების საბრძოლო სცენების გადაღება მისი ოთახის ლინენიუმის იატაკზე.

ის რაც დაიწყო ლევინთალმა როგორც მისი სამაგისტრო თემა, შემდგომი სამი-ოთხი წლის მანძილზე თავის მეგობარ და თანაკურსელ გარი ტრადოსთან ერთად განავითარა. ამ თანამშრომლობის შედეგი იყო ლევინთალის პირველი ფოტოგრაფიული სერიები  და პუბლიკაცია "Hitler Moves East: A Graphic Chronicle, 1941-1943" (1977 წელი) რომელსაც თან  ტრედოს ტექსტი ერთვოდა. ლევინთალი ფოტოსერიის შექმნის დროს შთაგონებული იყო რობერტ კაპას ფოტოებით და გადაღებისას რეალობასთან მიახლოვების მიზნით იყენებდა ქვიშას, ფქვილს თოვლის ეფექტისათვის, და ზოგჯერ ცეცხლასც კი რათა აღედგინა აღმოსავლეთის ფრონტი და ჰიტლერის შეტევა რუსეთზე. ის სერიაზე Rollei SL-66 კამერით და მოყავისფრო ტონალობით შეფერადებული შავ-თეთრი KodaliTh-ის ფურცლით მუშაობდა რათა უკეთ გადმოეცა ომის მკაცრი ხასიათი. მისი სიმულაციური ფოტოების ხელოვნურობისათვის ხაზგასმის მიზნით ლევინთალი იყენებდა მის საფირმო ბუნდოვანი სივრცის ტექნიკას, დრამატულ განათებებს, გადაჭარბებულ გადღაბნას და სელექციურ (შერჩევით) ფოკუსს რათა გაურკვეველი დაეტოვა საზღვრები რეალობასა და ხელოვნურობას შორის. წიგნი "Hitler Moves East" მიჩნეულია  კლასიკურ და პირველ პოსტმოდერნისტული ფოტოგრაფიის სამაგალითო წიგნად, რომელმაც გავლენა მოახდინა სხვა ცნობილ ფოტოგრაფებზე, მათ შორის  შერი ლივაინზე და სინდი შერმანზე.












იელის დამთავრების შემდეგ ლევინთალი წარმატებით განაგრძობდა სწავლას სხვადასხვა სასწავლებლებში. მიუხედავად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებისა წიგნისადმი "Hitler Moves East", ის მაიც გრძნობდა უკმაყოფილებას მისი არტისტული კარიერის მიმართ და გადაწყვიტა 1981 წელს სწავლას დაუბრუნებოდა, რათა მოეპოვებინა მენეჯმენტის სამეცნიერო ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. 1982 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფირმა "New Venture"-ის დაარსებაში, რომელიც პიარის მიმართულებით მუშაობდა. 1983 წელს გაყიდა მისი ბიზნესი და გადავიდა ნიუ იორკში. ის გადასვლისთანავე მიიწვიეს გამოფენაზე "In Platho's Cave" რომელიც მელბურნის გალერეაში იყო წარმოდგენილი.

1984-1986 წლებში შთაგონებული იყო ედვარდ ჰოპერის ნამუშევრებით და შექმნა სერია "Modern Romance". ის იყენებდა ლუკას სამარას  ტრადიციებს. გადაღებისას მუშაობდა SX-70 Polaroid კამერით და იღებდა მოთვალთვალის თვალით დანახულ ფიგურებს საძინებლებში, სასადილოში და ქუჩებში. ის ხშირად უყურებდა ტელევიზორს და უღებდა ფოტოებს იმ სცენების რაც მოსწონდა ეკრანზე ვიდეოს მეშვეობით და შემდეგ ამ სცენების მიხედვით ქმნიდა მის ახალ ნამუშევრებს.












1987-1989 წლებში ლევინთალი იყენებდა mammoth 20 -24-inch-იან პოლაროიდის კამერას, რომლითაც პირველად იღებდა "ველურ დასავლეთს". ამჯერად იგი შთაგონებული იყო ვესტერნული ფილმებითა და სატელევიზიო შოუებით, რომლებზეც ის იზრდებოდა. სერიაში წარმოდგენილნი იყვნენ პლასტიკური კოვბოები და ინდიელები,  სალონებში თუ ცხენებზე ამხედრებულნი. ნამუშევრებმა, რომლებიც ძალიან წააგავდა სცენებს, რომლებსაც ფილმებში ვხედავთ ხოლმე, მოახდინა პატარა სათამაშოების მონუმენტალიზაცია. მარჩხი ფოკუსური სიღრმე კიდევ უფრო ამდიდრებდა ორაზროვანი მაშტაბების ილუზიას.














ქალური სილამაზე ლევინთალის სამუშაო სხეულებში 1989-1990 -იან წებში შემოდის სერიის "American Beauty"-ს სახით. ამ სერიაში ვხვდებით თამამ პლასტიკურ გოგონებს ბიკინებში, რომლებიც პლაჟის თეთრ ქვიშაზე პოზირებენ და რომლებიც სესხულობდნენ საშიშ ირონიას 50-იანი წლების გლამურული გოგონებისგან.








ლევინთალი მიდის სექსუალურ ექსტრიმიზმზე სერიაში "Desire" (1990-1991) და აკრიტიკებს ქალების, როგორც სუბმასიური სექსის ობიექტების სტერეოტიპიზაციას. ის აბუნდოვნებს გამოკვეთილ დეტალებს, თუმცაღა იყენებს პლასტიკურ სექს თოჯინებს გამოწერილს იაპონური მეილ კატალოგებიდან. სათაური მისი "XXX" სერიებიდან მიგვანიშნებს მისი ფოტოების ზრდასრულობაზე. ეს 12 ინჩიანი პლასტიკური თოჯინები რომლებიც 20 X 24 ინჩიან პოლაროიდის კამერითაა გადაღებული ძალიან რეალურად გამოიყურებიან თავიანთ პორნოგრაფიულ წარმოდგენებში, თუმცა ისინი არიან მამაკაცების ფანტაზიების ნაყოფი და გვესაუბრებიან სექსუალურ სტერეოტიპებზე.











1990-იანი წლების განმავლობაში ლევინთალმა შექმნა მისი ყველაზე სადაო და საკამათო ნამუშევრები ჰოლოკასტისა და რასიზმის შესახებ. "Mein Kampf"-ში (1993-1994) ის ქმნის კომპოზიციებს SS-ის ოფიცრებით, ჰიტლერით და მათ პირისპირ დარჩენილი შიშველი ტყვეებით, რომლებიც განიცდიან ძალადობას და ათას საშინელებას ჰოლოკასტში.













უფრო მეტად სადაო გახლდათ მისი სერია " Blackface" (1995-1996), სადაც თავი მოუყარა თავის "შავ" მოგონებებს. ამ სერიისთვის მან თავიდან აირიდა გადღაბნის ტექნიკა და გამოიყენა ის წმინდა გადაღების ტექნიკა რასაც 20X24 ინჩიანი პოლაროიდის კამერა იძლევა. ამ სერიის გამოფენა ფილადელფიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1996 წელს იგეგმებოდა, თუმცა მუზეუმმა ეს გამოფენა გააუქმა. კრიტიკოსები სვამდნენ კითხვებს: ამ სერიით ლევინთალი ხელს ხომ არ უწყობდა სტერეოტიპების არა ნგრევას, არამედ გამყარებას.














მალე ლევინთალმა შექმნა მისი სხვა ცნობილი სერიები: Die Nibelungen (1993), Barbie (1998–1999, 20 24-inch Polaroid), Netsuke (2002, SX-70 camera) და Baseball (2003, 20-by-24-inch Polaroid).












ლევინთალის ნამუშევრები გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და გალერეებში. ის ეწევა კომერციულ საქმიანობას ნიუ-იორკში და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა: Absolut Vodka, IBM, The New York Times Magazine, Men’s Journal, GQ, Entertainment Weekly, Playboy, Wired magazines და სხვა.

Elizabeth K. Whiting
გიო ბეჟანიშვილის თარგმანი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...