Friday, May 1, 2015

რევიუს დროა!!!

რევიუ, იგივე დახასიათება, მიმოხილვა, ანალიზი.

რევიუს დაწერა ბევრ რამეზე შეგვიძლია, ძირითადად მე წიგნის რევიუ შემხვედრია უფრო ბოლო დროს კი რევიუ ფოტოკამერების ან ამათუიმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც მე ვიყენებ.
რევიუ იგივე მიმოხილვა სოც ქსელებშიც პოპულარულია. ფეისბუქის გვერდი ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიმოხილვა გაუკეთოს გვერდს და მის ავტორს მისსავე გვერდზე დაუწეროს ვარსკვლავები და სიტყვიერი შეფასებები.


რატომ არის რევიუ აუცილებელი?

რევიუების, იგივე მიმოხილვების წერა აუცილებელია, იმიტომ რომ ყველას უნდა იცოდეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალო ლაიქია. მეც მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე, როგორც ფოტოგრაფზე ჩემი გვერდის დამლაიქებლები. ამის საშუალებას კი სწორედ მიმოხილვა იძლევა. ცალკეულ ფოტოზე კომენტარის გაკეთებაც აუცილებელია, მაგრამ ზოგადი მიმოხილვა და შეფასებები უფრო საინტერესოა.


ვისთვისაა აუცილებელი კარგი დახასიათებების ქონა?

საინტერესო და მაღალი შეფასებების გვერდზე არსებობა მეტ დამაჯერებლობას და სერიოზულობას მატებს ბრენდებს. ის განსაკუთრებით მცირე ბიზნესს სჭირდება. მაგალითად, მაღაზიებს, სერვის ცენტრებს, რესტორნებს, კაფე-ბარებს, ფოტო სტუდიებს, მცირე თეატრებს და ა.შ.



რატომ მჭირდება რევიუ მე?
ჩემ გვერდზე მაღალი შეფასებების და დადებითი კომენტარების არსებობა უფრო მეტ თავდაჯერებულობას და ენერგიას მმატებს, როგორც ფოტოგრაფს, როგორც ხელოვანს. ხშირად მწერენ კომენტარებში, რომ ბევრს მოწონს ჩემი ფოტოგრაფია, თუმცა დრო მიდის და პირადი მიმოწერები იკარგება. ყველაზე საუკეთესო ფორმა თქვენი დადებითი (ან თუნდაც უარყოფითი) შეფასებების გასაკეთებლად გვერდზე რევიუს დაწერაა. შემდეგ ეს მიმოხილვები ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი როცა ჩემი მომავალი კლიენტი იღებს გადაწყვეტილებას დამიქირავოს თუ არა მე (ან შემოვიდეს თუ არა თქვენ კაფეში ყავის დასალევად).

ამგვარად რევიუების წერა, როგორც ბიზნესისთვის, ისე კლიენტისათვისაც სასარგებლოა.













ქართული რეალობა

უცხოგრაფის ფეისბუქის გვერდზე:

9 500 ლაიქერი
350-მდე ლაიქი - თელავის ფოტოზე
და მხოლოდ 106 - გვერდის რევიუ.


ეს ქართული რეალობაა. როგორც მიხვდით ამ პოსტის წერაც სწორედ ამ ე.წ. კულტურის უქონლობამ მაიძულა. გირჩევთ ინტერნეტში უფრო გახსნილი და თავისუფალი იყოთ. შემოდით ჩემ გვერდზე, დაათვალიერეთ ალბომები და დატოვეთ არამარტო კომენტარები ფოტოებზე, არამედ სრულიად გვერდის მიმოხილვა, ამით დიდ დახმარებას გაუწევთ ადამიანს რომელიც ყოველდღიუარად ცდილობს თქვენთვის საინტერესო ვიზუალური ფოტოების შექმნას.

პ.ს. გირჩევთ რევიუ არამხოლოდ ჩემს გვერდს, არამედ სხვა თქვენთვის საინტერესო გვერდებსაც დაუწეროთ ;)

https://www.facebook.com/Utskhography





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...