
ინდივიდუალურ ფოტოსესიებს იშვიათად ვიღებ, ძირითადად ალბად იმიტომ, რომ ჩვენთან ამის კულტურა ჯერ არ არსებობს. უამრავი თინეიჯერი მწერს ფოტოსესიის შესახებ, თუმცა იდეაში ამ პროცესს ფოტოსესიას ვერც დავარქმევთ. ეს უფრო საფეისბუქო 4-5 ფოტოს გადაღებაა. რაშიც ახალგაზრდები მზად არიან მიზერული თანხა გადაიხადონ. თანხას თავი დავანებოთ, როცა ვეუბნები რომ გადაღებამდე უნდა შევხვდეთ, შევათანხმოთ ტანსაცმელი, აქსესუარები და ლოკაციები, იბნევიან. ისიც უკვირთ რომ გადაღება...