Sunday, November 8, 2015

"უცხოგრაფის" ფოტოები თელავის 2016 წლის კალენდარში მოხვდა

თელავის 2016 წლის კალენდრის პრეზენტაცია ერეკლეობაზე, 7 ნოემბერს მოხდა. კალენდარში შესულია თელავის ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა ფოტოგრაფებმა გადაიღეს.

კალენდარს წინ უძღვოდა მერიის მიერ გამოცხადებული ფოტო კონკურსი “ეს თელავია”, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. კონკურსში სამი საპრიზო ადგილი იყო, თუმცა მე პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდი, სამაგიეროდ გადმომეცა სპონსორის სიმპათია და პრიზი - აუდიო დინამიკები მაღაზია “გიკასგან”.

კალენდარში ჩემი სამი ფოტო მოხვდა, მათ შორის ერთი გარეკანზე. მიხარია რომ თავი მოება ამ ინიციატივას და მოყვარულ თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებს მიეცათ თავის წარმოჩენის საშუალება, თუმცა კალენდრში ვერ ვიხილე ბევრი ჩემი მეგობრის ფოტოები, რომლებსაც მე ვთვლი, რომ ნამდვილად უნდა ქონოდათ ადგილი დათმობილი. კონკურსი როგორ წარიმართა ნამდვილად არ ვიცი, მაგ დროს თელავში არ ვიმყოფებოდი. იმედს ვიტოვებ მომავალი წლის კალენდარში, უფრო მეტი ავტორი და უფრო ხარისხიანი ფოტოები დაიბეჭდება.

მთლიანობაში ეს ყველაფერი დასაფასებელია. მადლობა და წარმატებები ყველას!!!






0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...