Wednesday, June 15, 2016

ურბანის და ქუჩის 5 ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი

ჯოელ მეიეროვიცი


ჯოელ მეიეროვიცი ერთადერთი პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელსაც წვდომა აქვს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ თვეებში მისი ფოტოების გადაღებაზე. მან  ნიუ–იორკის მუზეუმის არქივისათვის გრაუნდ ზეროს ფოტოების გადაღებაში მთელი თვე გაატარა.

შთაგონებულმა ქუჩის ფოტოგრაფების მიერ, როგორებიც იყვნენ ჰენრი კარტიე ბრესონი და რობერტ ფრანკი, ახალგაზრდა ჯოელ მეიეროვიცმა 35მმ კამერა აიღო  და  საკუთარი კულტურული ლანდშაფტის დოკუმენტირება დაიწყო. ეს მისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. მეიეროვიცი ახლა აღიარებულია, როგორც ფერადი ფოტოგრაფიის, როგორც ,,მაღალი კლასის“ ხელოვნების, ადრეული დამცველი. შავ–თეთრსა და ფერად ფოტოგრაფიას შორის არჩევანში მეიეროვიცმა საბოლოოდ ფერადი აარჩია, როგორც მისი ძირითადი ხაზი და პორტატული 35მმ კამერიდან ფართო ფორმატის ხედვის კამერაზე გადაინაცვლა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მისი ფოტო ტექნიკის შექმნაზე ნელი, მედიტაციური პროცესის წარმოდგენით. მეიეროვიცმა განავითარა ამბიციური თვალი განათების ცვლილებით და გარემოს ხარისხით. ბოლო წლებში ნიუ – იორკში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტის საჩქარო დოკუმენტაციამ მას დიდება მოუტანა. თავის ფოტოებში ასახა მან ჰუმანიზაციის აღიარება, განადგურება  და აღდგენა,  „სხვა შემთხვევაში ,,ისტორია არ იქნებოდა“ – აცხადებს ის.

,,მინდა ვთქვა, რომ ობიექტური ვიყავი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. თუ შეეცდები  ყოველთვის ობიექტური იყო ასეთ ადგილას, რაღაც რიგზე ვერ იქნება“.

ჯოელ მეიეროვიცი არის მრავალი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც წარდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა თუ გალერეებში გამართულ 350-ზე მეტ გამოფენაში. დაიბადა ნიუ იორკში 1938 წელს, გადაღება დაიწყო 1962 წელს და  ჰენრი კარტიე ბრესონის და რობერტ ფრანკის მსგავსად ქუჩის ფოტოგრაფი გახდა. თუმცა იგი მუშაობს ექსკლუზიურად ფერად ფოტოზე.

როგორც ფერადი ფოტოგრაფიის ადრეული დამცველი (შუა 60-იანები), მეიეროვიცი აქტიურობდა, რომ ფერადი ფილმისკენ მიმართული ზოგადი წინააღმდეგობა საყოველთაო აღიარებამდე გარდაექმნა. მისი პირველი წიგნი, რომელიც 25 წლის ასაკში გამოსცა – „Cape Light“, ფერადი ფოტოგრაფიის კლასიკად მიიჩნევა და 100000-ზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. მან აგრეთვე 14 სხვა წიგნიც შექმნა, რომელთა შორისაა: „Bystander“: ქუჩის ფოტოგრაფიის ისტორია და „Tuscany“: სინათლის შიგნით.

1998 წელს მისი რეჟისორობით გადაიღეს პირველი ფილმი ,,POP“ – მეიეროვიცის, მისი ვაჟის საშას და მამის ჰუს სამკვირიანი საგზაო მოგზაურობის ინტიმური დღიური. ამ ოდისეის მთავარი გმირი არაპროგნოზირებადი, ქუჩის ბრძენი, მახვილგონიერი 87 წლის კაცია დაკარგული მეხსიერებით. „POP“ არის მკაფიო სახე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მედიტაციას მეხსიერებისათვის და სიბერისათვის.

ნიუ იორკში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტის დღეებში მეიეროვიცმა დაიწყო განადგურების და აღდგენის არქივის შექმნა გრაუნდ ზეროს გარშემო. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არქივი ახლა 8000-ზე მეტ ფოტოს შეიცავს და მალე ხელმისაწვდომი იქნება კვლევებისთვის, გამოფენებისთვის და გამოცემებისათვის ვაშინგტონის და ნიუ იორკის მუზეუმებში. იგი ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელსაც დაუბრკოლებელი წვდომა აქვს გრაუნდ ზეროსთან 13 სექტემბრის შემდეგ. მეიეროვიცს მედიტაციური დამოკიდებულება აქვს სამუშაოს და იქ მომუშავე მუშების მიმართ, სისტემატურად აღწერს მაშველების მტკივნეულ სამაშველო, აღდგენით, ნგრევის და გათხრების სამუშაოების მიმდინარეობას.

აშშს განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურომ ნიუ–იორკის მუზეუმს და მეიეროვიცს სთხოვა შეექმნათ სპეციალური ფოტოების გამოფენა არქივიდან და გაეგზავნათ მსოფლიოს გარშემო.

28 ფოტო სერიიდან „11 სექტემბრის შემდეგ: ფოტოები გრაუნდ ზეროდან“,  წარმოდგენილია 30-40 ინჩიანი ფორმატით,  აკავშირებს ფიზიკური თავდასხმით გამოწვეულ კატასტროფულ განადგურებას ადამიანების ძალისხმევასთან, აღადგინონ ის. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მასშტაბური ნგრევის და დანაკარგის ლაკონური შეხსენებაა, რაც თავდასხმებმა მოიტანა, პასუხისმგებლობის გმირული ბუნებაა. ერთად ისინი ამ საგანგებო და მის მომდევნო დღეებს გვახსენებენ.
2001–2004 წლებში გამოფენამ იმოგზაურა 60 ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში და სამ მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა ნახა.

სამოგზაურო ჩვენებების გარდა მეიეროვიცი მიიწვიეს მერვე ვენეციის ბიენალეზე არქიტექტურის განხრით, არქივის ფოტოებთან ერთად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი. 2002 წლის სექტემბერში მან 73 ფოტო გამოფინა მანჰეტენზე.
 ვენეციის შოუ ახლა ამერიკაში მოგზაურობს. 2006 წლის სექტემბერში Phaidon Press-მა გამოაქვეყნა მეიეროვიცის 450 ფოტო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არქივიდან მონუმენტურ წიგნში „Aftermath“.

მეიეროვიცი არის გუგენჰაიმის მუზეუმის წევრი და NEA-ს (გარემოს ეროვნული სააგენტო) და NEH - ის(ეროვნული წვლილი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) ჯილოების მფლობელი. მისი ნამუშევრები შედის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, მეტრიპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის და სხვა ბევრი მუზეუმის კოლექციებში.









ტომას ლეჰარდი


ტომას ლეჰარდი, როგორც თავად აღნიშნავს, ,,შვეიცარიის შუაგულის ადგილმდებარეობის გამო" მშფოთვარე ქუჩის ფოტოგრაფია.  მოგზაურობს მსოფლიოს დიდ ქალაქებში, რათა ქუჩის ცხოვრება ნახოს და დოკუმენტურად ასახოს . ამჟამად შეუმჩნეველი, უსარკო კამერით მუშაობს, რათა საჯაროდ ჩვეულებრივი ცხოვრების არსი დაიჭიროს. კამერა მისთვის შავი ყუთია, რომელიც მისი თვალით დანახულ მომენტებს იჭერს. ფიქრობს, რომ ქუჩის ფოტოგრაფიაში უფრო მეტი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ვიდრე შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა აღჭურვილობას იყენებს.

თავისუფალ დროს სემინარებს ატარებს, ფოტო გასეირნებებს გეგმავს და ყოველთვის დაინტერესებულია სხვა ფოტოგრაფებთან შეხვედრით და მათი ვნების გაზიარებით. ქუჩის ფოტოგრაფია მისთვის, მხოლოდ უცნობების სულის მიტაცება არაა, ის აგრეთვე მსოფლიოს განსხვავებულ ადგილებში ცხოვრების გამოცდილება და ახალი მეგობრების შეძენაა. ლეჰარდის ერთ–ერთი მიზანია მშფოთვარე ქუჩის ფოტოგრაფების შეკრება ერთად მთელი მსოფლიოდან, განურჩევლად რასისა, კულტურისა, ფერისა თუ სხვა ატრიბუტისა, რადგან თვლის, რომ როდესაც საქმე ქუჩის ფოტოგრაფიას ეხება, ყველა თანასწორია.
















ბუგი


ვლადიმერ მილივოევიჩი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ქუჩის კულტურის ფოტოგრაფად ახალ ათასწლეულში, თუმცა თქვენ მას შესაძლოა ბუგის სახელით იცნობთ. იგი ბელგრადის მკვიდრია, მისი სტარტი იყო სერბიაში, დოკუმენტურად ასახავდა აჯანყებას და არეულობას სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც გაანადგურა მისი ქვეყანა 1990 წელს, ამ ფაქტმა ღრმა გავლენა მოახდინა, როგორც მასზე, ასევე მის მუშაობაზე. ომისგან განადგურებულ ქვეყანაში გაზრდამ განსაზღვრა ბუგის სტილი და მიიზიდა ადამიანის არსებობის ბნელმა მხარეებმა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბუგი ნიუ–იორკში ცხოვრობს (1998 წელს ჩამოვიდა ),  ყველა მისი ნამუშევარი კვლავ ატარებს ომისგან განადგურებული ქვეყნის გადაუდებელ და დამაფიქრებელ სიღრმეებს.

ბრუკლინიდან ბელგრადამდე ბუგი არის ქუჩის კულტურის თავდადებული დოკუმენტალისტი.

ბუგის ფოტოები იმდენად იშვიათია, რომ ის როგორც თვალის ფართოდ გამხსნელი, ისე მოქმედებს. ბუგის უახლესი ფოტომასალა ფოკუსირებს დანგრეულ ცხოვრებაზე.

მას გამოცემული აქვს 6 მონოგრაფია:  IT’S ALL GOOD (powerHouse Books, 2006), BOOGIE (powerHouse Books, 2007), SAO PAULO (Upper Playground, 2008), ISTANBUL (Upper Playground, 2008), BELGRADE BELONGS TO ME (powerHouse Books, 2009) and A WAH DO DEM (DRAGO, 2016). ის იღებდა მაღალი პროფილის მქონე კლიენტებისთვის და აქვეყნებდა მსოფლიოში აღიერებულ გამოცემებში. მისი ბოლო პერსონალური გამოფენა მოიცავს პარიზს, ნიუიორკს, ტოკიოს, მილანს, სტამბულს და ლოს ანჯელესს. ბუგი ცხოვრობს ბრუკლინში და მთელ სამყაროში.

















ერიკ კიმი


ერიკ კიმი ამჟამად კალიფონიაში, ბერკელიში ფოტოგრაფიის მასწავლებელია.

ის ქუჩის ფოტოგრაფია, რასაც ერთ–ერთი ყველაზე ინფორმაციული ბლოგი მოწმობს ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ.

იგი ძალიან წარმატებულია ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორებიცაა:  Facebook, Twitter, Flickr, Google plus და YouTube. გარდა იმისა, რომ იგი წერს თავისი ბლოგისთვის და აწარმოებს ვიდეოებს თავისი ქსელისთვის, აგრეთვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს სემინარებს. იგი ქუჩის ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის საყოველთაოდ აღიარებულია და გამოკითხულია ბიბისის და სხვების მიერ.

ერიკი ყველაზე გავლენიანია ქუჩის ფოტოგრაფიაში მისი წვლილის გამო, მისი არაჩვეულებრივი ბლოგის გამო. ნებისმიერი რამ,რაც შეიძლება მოგინდეთ, იცოდეთ ხელოვნების შესახებ , შეგიძლიათ იპოვოთ ამ ბლოგზე. მნახველებისათვის უფრო მარტივი რომ გაეხადა, ერიკმა შექმნა კატეგორია ,, დაიწყეთ აქედან“ . ამ კატეგორიაში შეძლებთ ნახოთ ორგანიზებული ინფორმაცია ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ, მათ შორის, თუ როგორ გადალახოთ შიში ქუჩის ფოტოგრაფიის მიმართ, როგორ იყოთ უხილავი ქუჩებში, აგრეთვე ინფორმაცია სიურეალიზმის შესახებ, სხვა სასარგებლო ინფორმაცია, როგორიცაა ქუჩის ფოტოგრაფიის ისტორია, ან როგორ დავიწყოთ საკუთარი ქუჩის ფოტოგრაფიის პროექტი და კიდევ ტონობით სასარგებლო ინფორმაცია.










მარტინ პარი


მარტინ პარი დაიბადა ეპსომში, ინგლისში, 1952 წელს. ბავშვობაში ბაბუა უწონებდა ინტერესს ფოტოგრაფიის მიმართ და იგი სასწავლებლად მანჩესტერის პოლიტექნიკუმში გაგზავნა. მას შემდეგ იგი მრავალ ფოტოპროექტზე მუშაობდა, სადაც თავის პროვოკაციულ სტილს ავლენდა.

მარტინს უნიკალური ფოტოგრაფული სტილი აქვს, გადაიღოს მიწიერი ყოფა და გააღრმავოს იგი ნათელი ფერებით მაშუქის გამოყენებით. მან მოახერხა თავისი სტილის შენარჩუნება მას შემდეგაც კი, რაც გადავიდა ციფრულ ტექნოლგიაზე. მარტინ პარი ბრიტანელია და ბრუს გილდენის მსგავსად უაღრესად საპატიო ,,მაგნუმის“ წევრია.
მატინ პარი ჩვენი ასაკის მემატიანეა. მუდმივად მზარდი ზღვის ფოტოების პირისპირ, რასაც მედია ავრცელებს, მისი ფოტოები გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ მსოფლიო, მისი უნიკალური პერსპექტივით.

ერთი შეხედვით, მისი ფოტოები, თითქოს გადაჭარბებული, ან თუნდაც გროტესკულია. მოტვები, რასაც ირჩევს უცნაურია, ფერები კაშკაშაა და პერსპექტივა უჩვეულო. გამოქვეყნებული ფოტოების მიმართ პარის ზღვარი არის ,,პროპაგანდა“. იგი ამ პროპაგანდას საკუთარი არჩეული იარაღით ეწინააღმდეგება: კრიტიკა, შეცდენა და უმორი. შედეგად, მისი ფოტოები არის ორიგინალური და გასართობი, ხელმისაწვდომი და გასაგები. მაგრამ ამავე დროს ისინი გვიჩვენებენ მიღწევის გზას, გვიჩვენებენ, რომ ვცხოვრობთ, როგორ წარმოვიდგენთ საკუთარ თავს სხვებთან მიმართებაში და რა არის ღირებული ჩვენთვის.

დასვენება, მოხმარება და კომუნიკაცია – ეს ის ცნებებია, რომელსაც ბრიტანელი ფოტოგრაფი მსოფლიოში მოგზაურობის დროს უკვე რამოდენიმე ათეული წლებია იკვლევს. ამ პროცესში იგი აკვირდება ეროვნულ მახასიათებლებს და საერთაშორისო მოვლენებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად მოქმედებს ისინი, როგორც სიმბოლო, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებს ჩაწვდნენ ჩვენს კულტურულ თავისებურებებს. პარი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ კარგად ნაცნობი საგნები სრულიად განსხვავებულად. ამ გზით იგი საზოგადოებაში საკუთარ იმიჯს ქმნის, რაც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ გლობალიზაციის ვიზუალური ნიშნების ანალიზი უჩვეულო ვიზუალურ გამოცდილებასთან. თავის ფოტოებში პარი სპეციფიკურ გამოსახულებას და საყოველთაო ფოტოს განასხვავებს ისე, როგორც შავი განსხვავდება თეთრისგან, წინააღმდეგობების გადაჭრის გარეშე. ინდივიდუალური მახასიათებლები მისაღებია და ექსცენტრიულები – ძვირფასი.

თემები, რომლებსაც პარი ირჩევს და მისი უნიკალური მოპყრობა მათ მიმართ მას ქმნის, როგორც ფოტოგრაფს, რომლის სამუშაო  მოიცავს ფართო სერიების შექმნას. მისი უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია წარმოადგინოს და გამოსცეს ერთი და იგივე ფოტოები ხელოვნების ფოტოგრაფიის კონტექსტში გამოფენებზე და სახელოვნებო წიგნებში, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ სფეროებში : რეკლამაში და ჟურნალისტიკაში. ამ გზით იგი სცდება ფოტოგრაფიის სხვადასხვა ტიპების ტრადიციულ გამოყოფას. მადლობა ამ ინტეგრაციული მიდგომისათვის, ასევე სტილისთვის და   მისი შერჩეული თემებისთვის. ის უკვე დიდი ხანია მსახურობს, როგორც ახალი თაობის ფოტოგრაფების მოდელი.

იგი ჩვენს ქვეცნობიერს მგრძნობიარეს ხდის და თუ ერთხელ ვნახავთ მის ფოტოებს, გავაგრძელებთ მათ აღმოჩენას კვლავ და კვლავ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამოვიცნობთ საკუთარ თავებს მათში. ფოტოებში ჩადებული იუმორი კი საკუთარ თავზე გაგვაცინებს და აღიარების და თავისუფლების გრძნობას გაგვიჩენს. 

















თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Lens Magazine Mar 2016




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...