Monday, August 1, 2016

სიყვარულით თელავიდან - ფლეშმობების სერია კახური არომატით



გამარჯობა ;)

ალბათ ფილმებსა თუ სოციალურ მედიაში ბევრი "With Love from . . ." (სიყვარულით . . .) გინახავთ, ფილმიც კი არსებობს "სიყვარულით პარიზიდან", მაგრამ შეიძლება ამ წლის ერთ-ერთი გამორჩეული სერია ჯერ კიდევ სანახავი გქონდეთ, მას "სიყვარულით თელავიდან" ქვია და ის კახეთში საკმაოდ პოპულარულ სერიებად ყალიბდება. ფლეშმობების იდეა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება მარკეტინგულ სამყაროში კარგად ადაპტირდა თელავის მერიის კულტურის სამსახურის და თავად მერის პლატონ კალმახელიძის ხელში და მიიღო სერიული სახე. კახური ფლეშმობების მთელი მუღამი ხალხის გამხიარულებას და მათთვის განსაკუთრებული დღის თუ სიტუაციის შექმნაშია.

პირველი ფლეშმობი სარვამარტოდ გაიმართა და ის ქალებისა თუ დედებისთვის ამ დღის მილოცვას უკავშირდებოდა. სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ ფლეშმობის გადასაღებად დაგვიძახეს ძალიან ვღელავდი. ეს ჩვენთვისაც პირველი იყო. ერთია გადაიღო რაიმე მარტივი სცენა, რომელსაც თუ დაგჭირდა და ვერ გამოგივიდა, კიდევ გაამეორებინებ მსახიობებს, მაგრამ სულ სხვაა გადაიღო მოვლენა, რომელიც მხოლოდ 2-3 წუთს გრძლედება და თან მას მეორედ ვეღარ იხილავ. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ ამ და სხვა ფლეშმობებსაც ყოველთვის რამდენიმე კამერა აფიქსირებს, მინიმუმ 5 მაინც. პირველი ფლეშმობის გადაღებამდე 2 რეპეტიციას დავესწარით და საბოლოო ჯამში ასეთი ვიდეო გამოვიდა;




იმ რეაქციებს და გაზიარება/ ნახვას ნამდვილად არ მოველოდი რაც მას მოყვა. როგორც ჩანს თელავს და ზოგადად კახეთს მსგავსი გამოცოცხლება ნამდვილად სჭირდებოდა. უამრავი ადამიანი აზიარებდა სიამაყით და კომენტარებით "ნუთუ ეს თელავია?" . . .

მეორე ფლეშმობი დედამიწის საათს უკავშრდებოდა და ის ღამით გაიმართა. ამ შემთხვევას ოთხი ოპერატორი აფიქსირებდა.




მესამე ფლეშმობი სამი კვირის წინ იყო და ის ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.



ბოლოს წინა ფლეშმობმა კი ნამდვილად ყველა რეკორდი მოხსნა. 70 000 ნახვა და 1500-მდე გაზიარება. სიმართლე ვთქვა მე როგორც ამ პროექტებზე პასუხისმგებელი პირი ამ შემთხვევაშიც ძალიან ვღელავდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ დიდი გამოხმაურება მოყვებოდა და სწორედ ამიტომ ამ შემთხევაშიც 5 ოპერატორი ვიღებდით. საქმეს კი ის ართულებდა რომ ლიბერთი ბანკში, სადაც ფლეშმობი გაიმართა, ბანკის სტუმრებს არ უნდა შევენიშნეთ. ანუ გადაღებას წინასწარ ვერ დავიწყებდით, ამიტომ დამალვა და ძალიან ფარულად მოქმედება გვიწევდა ისედაც გადაჭედილ ბანკის მთავარ დარბაზში. თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა  კარგად ჩაიარა.



თუ პარასკევს თქვენ თელავში, დასასვენებელ პარკ "ნადიკვარზე" ცეკვის ანსამბლ გრაციის კონცერტს ესწრებოდით თავისუფლად შეიძლება მოხვდეთ "სიყვარულით თელავიდან" მეხუთე საფლეშმობე ვიდეოში. დიახ, ამ დროისათვის ბოლო ფლეშმობი პარასკევს შუა კონცერტის დროს მოხდა. რათქმაუნდა შინაარს არ მოვყვები, დავტოვებ ინტრიგას და მოლოდინს ვიდეოს გამოსვლამდე. ;) აქვე რჩევის სახით გეტყვით რომ თუ თელავში რაიმე უცნაურობას გადააწყდით, მაგალითად უცებ თქვენს გვერდით რიგში ვინმე ამღერდა, ან მაღაზიის გამყიდველები გადმოხტნენ და ცეკვა დაიწყეს  არ დაიბნეთ, აყევით, აცეკვდით, იმღერეთ, დიდი ალბათობით ჩვენს ობიექტივშიც მოხვდებით ;)

გავამხელ და ვიტყვი რომ, წინ კიდევ რამდენიმე ფლეშმობ სერია გველის ასე რომ თვალი გვადევნეთ და გაიხალისეთ ცხელი ზაფხული კახური არომატით შეკმაზული ფლეშმობებით ;)

სიყვარულით უცხოგრაფისგან . . .
სიყვარულით თელავიდან ;)




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...