Thursday, November 16, 2017

შავ-თეთრი ფოტოგრაფია დამწყებთათვის

photo by Daniel Hammelstein


თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ შავ-თეთრ ფოტოგრაფიაზე, შესაძლოა გაინტერესებდეთ მაინც რა როგორ ხდება.  არის ის შავ-თეთრი ტელევიზიის ან უხმო ფილმის მსგავსი - ძველი დროის გადმონაშთი ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში?


ნამდვილად არა! 

ფოტოგრაფიაში შავ-თეთრი ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ საუკეთესოები მუშაობენ მონოქრომულ რეჟიმში  და ეს მდიდარ ისტორიასა და ნათელ მომავალს შორის შუალედია (სამაგალითოდ შეხედეთ ანსელ ადამსის, ედუარდ ვესტონის და ანრი კარტიე ბრესონის ნამუშევრებს).

იმდენად მნიშვნელოვანია შავი და თეთრი, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოგრაფი გახდეთ.

როგორ?

მთავარი კომპოზიციაა.

ფერი ძალიან ძლიერია და ხშირად იმდენად დომინირებს ფოტოზე, რომ ძნელია შეამჩნიო სხვა ელემენტები, როგორიცაა ფერების კონტრასტი, ტექსტურა, ფორმა და განათების ხარისხი.

გამოცდილი ფოტოგრაფები ასეთ რაღაცეებს ინსტიქტურად ხედავენ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მუშაობენ ძირითადად - ფერზე თუ შავ-თეთრზე. მაგრამ თუ თქვენ ახლა დაიწყეთ, შესაძლოა ცოტა დახმარება დაგჭირდეთ.



     ამ პეიზაჟზე შავი და თეთრი კლდეების და ზღვის ტექსტურას ხაზს უსვამს.

ბუნებრივია არსებობს რაღაცეები, რომელთა გადაღებაც შავ-თეთრში უკეთესია. ასეთი ორი განსაკუთრებული რამაა პეიზაჟი და პორტრეტი. თუ თქვენ პირველად იღებთ შავ-თეთრ ფოტოს, ამ ჟანრებით დაიწყეთ.



                   შავ-თეთრი პორტრეტი ხაზს უსვამს გამომეტყველებას და განათების                                                                                 ხარისხს.

შავ-თეთრი თქვენს კამერაში

ციფრულ ფოტოგრაფიამდე შავ-თეთრში მუშაობის ერთადერთი გზა  შავ-თეთრი ფილმი იყო. საბედნიეროდ ახლა ბევრად მარტივია შავ-თეთრში მუშაობა, თქვენ მხოლოდ კამერაში უნდა გააქტიუროთ მონოქრომული რეჟიმი (შეამოწმეთ კამერის გზამკვლევი, ან თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ გააკეთოთ ეს, შეხედეთ ფოტოს სტილის პარამეტრებს - Picture Styles settings).

კამერებს ელექტრონული სახედით ავტომატურად გამოაქვთ შავ-თეთრი ფოტო ეკრანზე და გეხმარებათ შეხედოთ მას, თუ როგორ გამოიყურება სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით. თუ ციფრული SLR გაქვთ იგივე ეფექტს მიიღებთ ცოცხალი ხედვის რეჟიმით. ეს მოსახერხებელი იქნება თუ შტატივთან ერთად მუშაობთ, მაგ: პეიზაჟის გადაღებისას.

როგორც წესი ამ ეტაპისათვის მე Raw ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ადვილი იქნება JPEG-ს გამოყენება და უკეთეს ხარისხსაც მიიღებთ. თუმცა ვაფასებ, რომ შესაძლოა ახალი ხართ ფოტოგრაფიაში და უკვე JPEG-ში მუშაობთ.




მუშაობა მონოქრომულ რეჟიმში

როდესაც გადართავთ მონოქრომულ რეჟიმზე რამოდენიმე დამატებით ვარიანტს დაინახავთ. ისინი დაგეხმარებიან კამერის მოწყობაში ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. და კვლავ ჩაიხედეთ ინსტრუქციაში თუ არ იცით სად იპოვოთ იგი.

ფერის ფილტრები

ფერის ფილტრების პარამეტრები ფილმის ფოტოგრაფიის დღეებიდან მოდის. ფოტოგრაფები ყიდულობდნენ ფერად ფილტრებს და შავ-თეთრ ფოტოებზე ფერების შესაცვლელად იყენებდნენ. მაგ: თუ კადრში ლურჯი ცაა, ყვითელი ფილტრის გამოყენებით ოდნავ მუქი გახდება, ნარინჯისფერი ფილტრით უფრო მუქი და წითელით კიდევ უფრო მუქი.


     ეს სცენა შავ-თეთრში საკმაოდ კარგია, თუმცა ვერ არის ისეთი დრამატული, როგორიც       შეიძლება ყოფილიყო.



    წითელი ფილტრის პარამეტრის გამოყენებით ლურჯი ცა უფრო მუქი ხდება და იმავე        ვერსიის უფრო დრამატულ სცენას ქმნის.

ასევე არის მწვანე ფილტრები, რომლებსაც მწვანე საგნების დეტალები უფრო ახლოს მოაქვთ, მაგ, ფოთლოვანი ტყეები. ამ ოთხმა ფერადმა ფილტრმა (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე) დაიმკვიდრა ადგილი ციფრულ ფოტოგრაფიაში, როგორც შავ-თეთრის პარამეტრებმა.

კონტრასტი

თუ ფოტოს ოთახის განათების პირობებში იღებთ (მაგ: ვიღაცის პორტრეტი, რომელიც ჩრდილში დგას) შესაძლოა ბრტყლად გამოიყურებოდეს(ორ განზომილებიანად). ამ შემთხვევაში საჭიროა კომპენსაცია კონტრასტის მომატებით. თქვენ ამის გასწორება შეგიძლიათ ფოტოშოპში ან ლაითრუმში მას შემდეგ რაც გადაიღებთ, ან გადაღებამდე კამერაში კონტრასტის პარამეტრებში.


     ამ ფოტოს გადაღებისას მოდელი ჩრდილში იყო. განათება აკლებს კონტრასტს და შავ-       თეთრი ფოტო ბრტყელია. 



         კონტრასტის მომატება ბევრად ძლიერ ფოტოს ქმნის.

მოჭრა და ოთხკუთხედი ფორმატი

ყველაზე თანამედროვე კამერები გაძლევენ საშუალებას ცვალოთ ასპექტის თანაფარდობა. მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ამის გაკეთება მოგინდეთ ცოტა კომპლექსურია, თუმცა მთავარი არის ის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ოთხკუთხედ ფორმატში, რაღაც მსგავსი აპლიკაცია შესაძლოა გამოგიყენებიათ კიდეც ინსტაგრამზე, ან თქვენს  სმარტფონში. თუ თქვენს კამერას ელექტრული სახედი აქვს გიჩვენებთ ოთხკუთხედ სურათს და უფრო ადვილად შეადგენთ კომპოზიციას.


     ოთხკუთხედ ფორმატში მოჭრა ქოთნის ფორმებს ხაზს უსვამს.

გაერთეთ

შავი და თეთრი სამუშაოში ლამაზი შუალედია, რომელსაც პრაქტიკაში მეტად დააფასებთ. გაერთეთ და ისიამოვნეთ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის შესახებ მოგვწერეთ კომენტარის სახით.


წყარო: https://digital-photography-school.com/beginners-guide-black-white-photography/
თარგმანი: ნინო კაპანაძე


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...