Saturday, March 11, 2017

სებასტიაო სალგადო - ფოტოჟურნალისტიკის ცოცხალი ლეგენდა


სებასტიაო სალდაგო სახელგანთქმულია როგორც თანამედროვე მშრომელთა ფოტოგრაფი. ის ყურადღებას ამახვილებს ტალახში ამოსვრილ მშრომელებზე, რომლებიც მიწის სიღრმიდან იღებენ რკინის მადანს, რითაც იტვირთება გემები ნახევარ მსოფლიოში, სადაც ფოლადის მსხმელი ადამიანი მას ფოლადად გარდაქმნის, რაც შემდეგ იგზავნება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, სადაც მისგან გამოჰყავთ ველოსიპედები. 





მისი ხედვა მაკროეკონომიკურია; 

მისი ფოტოებიც მაკროეკონომიკურია. 

ის განასახიერებს თანამედროვე პრინციპს - „იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ადგილობრივად,“ რაც თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის შეიძლება გამოხატული იყოს როგორც,  „ფოკუსირება ფართოდ, გადაღება ახლოს.“

მისი მშობლიური ფესვები, პროფესიული განათლება და არტისტული თვითშეფასება გაერთიანდა მისი უნიკალურობის უზრუნველსაყოფად. ის გაიზარდა ფერმაში, სადაც მამამისი ზრდიდა მსხვილ რქოსან საქონელს, აიმორისის მუნიციპალიტეტში მინას გეარის შტატში, რომელიც დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ხმელეთით გარშემორტყმული შტატია ცენტარლურ ბრაზილიაში. 

მე-18 საუკუნეში მინას გეარისი იყო პორტუგალიის იმპერიის ეკონომიკური ცენტრი. ის ნახევარი მსოფლიოს  ოქროსთან ერთად, დიდი რაოდენობის ალმასით და ძვრიფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით ამარაგებდა. კოლონიის უჩვეულო სიმდიდრემ ის განაკუთრებული კულტურული მოღვაწეობის ცენტრად აქცია. იგი განვითარდა როგორც ჯერ კიდევ ძირითადი  შორეული ბაროკოს არქიტექტურის, მხატვრობის, ძერწვის და მუსიკის ცენტრი ახალ მსოფლიოში. კოლონიური პერიოდის შემდგომ, უარყოფის მიუხედავად, შტატმა დატოვა ბაროკოს ნაწილის კვალის ნაშთები და მისი დიადი წარსულით გაჟღენთილი სიამაყის მტკიცე გრძნობა.



სალგადო დიდი მოდერნისტული აღზევების პერიოდის ბრაზილიაში გაიზარდა. მნიშვნელოვანი მოვლენები ფოტოგრაფიაში გაჩნდა პირველ წამყვან ფოტო ჟურნალებში, „ქრუზეირო" და "მანჩეტე“. სწორედ ისინი იყვნენ ძირითადი მამოძრავაბელი თვლები ფოტოჟურნალისტიკისათვის ბრაზილიაში. ფოტოგრაფია როგორც ხელოვნების ფორმა, აღმოცენდა სალგადოს წინამორბედი სახელგანთქმული ფოტოგრაფებისგან: Jose´ Oiticica Filho (1906–1964) და Mario Cravo Neto (1947–). 

საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ადრეულ 1960-იანებში, პოლიტიკურად ყველაზე დატვირთულ პერიოდში თანამედროვე ბრაზილიის ისტორიაში, სალგადო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა „ვიტორიაში,“ „ესპირიტო სანტოს“ დედაქალაქში. 

1964 წელს ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და დამყარდა რეჟიმი, რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუდენტი მემერაცხენეებისა და დისიდენტების მიმართ. ბევრი მათგანი იქნა დაპატიმრებული და ნაწამები; ნაწილმა გადასახლება ამჯობინა, როგორც სალდაგომ, განსაკუთრებით ტალღა პარიზს მიაწყდა. 

სან პაულოსა და ვანდერბილტის უნივერსიტეტში ეკონომიკის კურსის დასრულების შემდეგ, სალდაგომ პროფესიული კარიერა როგორ ეკონომისტმა ბრაზილიის ფინანსთა სამინოსტროში 1968 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა სამხედრო რეჟიმის მიმართ რეაქციული სიბრაზე უმაღლეს საფეხურს აღწევს




სალგადომ ბრაზილია კიდევ ერთხელ 1969 წელს მიატოვა და ეკონომიკის შესასწავლად პარიზში „სორბონის" უნივერსიტეტს მიაშურა. სწორედ მაშინ დაინტერესდა პირველად ფოტოგარფიით. მისი ცოლს, როგორც არქიტექტურის კურსის სტუდენტს ხშირად ესაჭიროებოდა რეზიდენციიებისა და ინტერიერების გადაღება. ამ ხელოვნებამ ისე მოხიბლა, რომ დაიწყო ინტენსიურად პრაქტკა, როგორც მოყვარული ფოტოგრაფი  მისი ცოლის და მოგვიანებით საკუთარი შვილების პორტრეტებსს იღებდა. 

1973 წელს ის შეურთდა მნიშვნელოვან, წამყვან  სააგენტოს ბრაზილიის ეკონომიკაში, საერთაშორისო ყავის ორგანიზაციას ლონდონში. აფრიკაში განაწილებისას, მან დაიწყო გვალვის მიერ განადგურებული გარემოს კადრების გადაღება ეთიოპიაში. მან უმალ გააცნობიერა, რომ  როგორც ფოტოგრაფს უფრო ეფექტურად  შეეძლო გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ეკონომიკური გარემოპირობებისა და ადამიანების როლის მიმართ განვითარებად ქვეყნებში. მან იგრძნო რომ შეეძლო გადმოეცა არა მარტო ამ ადამიანების გასაჭირის გრძნობა, არამედ მათი კეთილშობილება და მოქნილობა და მათი დამოკიდებულება და ჩართულობა ცხოვრების მიმართ.










მის ესთეტიკურ განვითარებაზე და როგორც ფოტოგრაფზე დიდი გავლენა მოახდინა ანრი კარტიე-ბრესონმა. ბრესონი მიიჩნევდა რომ ფოტოგრაფიულმა სურათმა უნდა დაიჭიროს სცენის ელემენტების ბალანსი. ფოტოგრაფმა აუცილებლად უნდა იცოდეს „გადამწყვეტი მომენტი“ ამ ბალანსის ხელში ჩასაგდებად. ამ მოცემულობასთან ერთად, სალდაგოს ფოტოგრაფიის არსი დაფუძნებული იყო ჰუმანისტურ ვალდებულებაზეც, რასაც ასე ჭარბად ვხვდებით იუჯინ სმიტისა თუ ვოლქერ ევანსის საქმიანობაში. ამ სამუშაოს ფორმა ფოტოჟურნალისტიკიდან იყო ნაკარნახევი. შუა 1970-იანი წლებში, მას ურთიერთობა ჰქონდა სიგმას სააგენტოსთან; ასევე თანამშრომლობდა "გამა" და "მაგნუმ" სააგენტოებთან. 1994 წელს კი პარიზში საკუთარი სააგენტო „ამაზონიის სურათები" დაარსა.







1977 წლიდან 1984 წლამდე ფოტოებს იღებდა მექსიკაში, პერუში, ეკვადორში და ბრაზილიაში. 1984-1985 წლებში ის გახდა გვალვის მოწმე საჰელში, დასავლეთ აფრიკაში. 1986 წელს მან დაიწყო გასაოცარი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გადაეღო ფიზიკურად მომუშავე მშრომელი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, როგორიცაა ბრაზილია, კუბა, საფრანგეთი, ინდოეთი, ბანგლადეში, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. ამ საქმის ნაყოფი შუა 1980-იან წლებიდან ადრეულ 1990-იანებამდე ხშირად ხვდებოდა გამოფენებსა და პუბლიკაციების სერიებში. 










მისი ძირითადი სერიები შედგება: საჰელი: Sahel: L’Homme en De´tresse (1986), Other Americas (1986), An Uncertain Grace (1990), Workers: An Archaeology of the Industrial Age (1993), and The Children: Refugees and Migrants and its companion volume, Migrations
(2000).. „გაურკვეველი მიმზიდველობა“ არის სალდაგოს სურათების ძალის ბრწყინვალე კრებული. აქ თქვენ შეხვდებით მშრომელების მომაჯადოებელ ფოტოებს სერა პელადას, ბრაზილიის უზარმაზარ ოქროს საბადოებიდან, სადაც მათი ტალახიანი გზა აღმა-დაღმა მიდის თავად ისინი კი მიწის ფართო ღრმულში მომუშავე ჰუმანოიდი ჭიანჭველების არმიას გვანან. ამ კრებულშივეა ძლიერი სიღარიბის კადრები საჰელიდან. ეს არის გაბედული, ქუდებით მოვაჭრე ინდოელი ქალებისა და მათი ბავშვების გადასახლება სასაზღვრო მთებით გარშემორტყმულ მდელოებზე. 










პორტრეტებზე აღბეჭდილი დევნილი ბავშვების გაჭირვებული მდგომარეობის ქრონიკები მთელი მსოფლიოდან,  გვაჩვენებს ეთნიკური წმენდით გამოწვეულ ნგრევას, არასტაბილურ პოლიტიკას, ომს, და უკიდურეს სიღარიბეს. ფოტოგამოფენა დასპონსორებული იყო გაეროს მიერ და ფოტოებმა მთელი შეერთებული შტატები შემოაიარა.


















სალდაგო გახდა მრავალი ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამტკიცებენ რომ ის ახდენს უბედური ცხოვრების დრამატიზებას. სალგადოს პასუხი კრიტიკზე ასეთია: „ზოგჯერ ჩვენ სამხრეთ ნახევარსფეროდან გვაოცებს, რომ თქვენ ჩრდილოეთში ფიქრობთ რომ გაქვთ სილამაზის, კეთილშობილებისა და სიმდიდრის მონოპოლია. ეთიოპია არის ქვეყანა კრიზისში, სადაც ადამიანები ძლიერ იტანჯებიან, და მაინც ეთიოპიელები ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი ადამიანები არიან მსოფლიოში. აზრი არ აქვს იქ ჩასვას ამ აზრის გასაბათილებლად . . . მე მჯერა რომ მსოფლიოს ადამიანები არ იქნებიან ისეთები, ვისაც ძირითადი მატერიალური სიკეთეები აკლიათ. ნებისმიერი მოცემული მომენტში, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ამჟამინდელი მდიდარი ერები სიღარიბეში ყოფილან და პირიქით ღარიბ ერებს ქონიათ დიდი ფუფუნება. დავიმახოსვროთ, რომ არ არსებობს არც სილამაზის და არც სიმდიდრის მონოპოლია. მე მჯერა, რომ  ჩვენ არ უნდა ვანადგურებდეთ ადამიანის კეთილშობილებისა და სილამაზის ცნებას... ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ (სამხრეთიდან) ჩვენ თავებს როგორც ჩვენი საკუთარი სიცოცოხლის აგენტებს ისე ვუყურებთ, და არა უბრალოდ უცხოური სააგენტოების "მსხვერპლებს.“"

აპარატურის თვალსაზრისით, სალდაგო შედარებით მწირი რესურსებით მუშაობს. ის ფოტოებს ძირითადად შავ-თეთრში იღებს. არ იყენებს არანაირ განათებას და „სამფეხას“ (შტატივი). ის ატარებს სამ კამერას 28, 25 და 60 მილიმეტრიანი ლინზებით. იშვიათად იყენებს ლინზას ცვლადი ფოკუსური მანძილით. ის მეტ დროს უთმობს თავისი ფოტოისტორიების სუბიექტები გაცნობას და რათა არ გადაიღოს ისინი იმ გზით, რომელიც მათ დაამცირებს. 

Sebastião Salgado. GENESIS from TASCHEN on Vimeo.

სალგადოს როგორც ფოტოგრაფს და ბუნების მოყვარულ და მასზე მზრუნველ ადამიანს ხშირად იწვევენ გადაცემებსა თუ ფორუმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალგადოს საჯარო გამოსვლა TED-ზე.



2014 წელს სალგადოს 40 წლიანი შემოქმედების შესახებ ფილმი გადაიღეს. "The Salt of the Earth" ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელიც ფოტომოყვარულებსა თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებს აუცილებლად უნდა ქონდეთ ნანახი.





Edward A. Riedinger

თარგმნა თამარ შოშიტაშვილმა







0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...