Tuesday, March 31, 2015

Toresa Mossy-ს წიგნის "მე/შენ ქრისტე ხარ" პრეზენტაციაზე

ერთი კვირის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი თუ ვახოს წიგნის პრეზენტაციაზე აღმოვჩნდებოდი. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვიფიქრე არ მოხერხდებოდა პრეზენტაციას თბილისში დავსწრებოდი. თუმცა სრულიად შემთხვევით ორ დღეში ქუთაისსა და თელავში გამართულ პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი.  ტორესას დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ყველაზე მჭიდროდ კი ჟურნალმა "თელავურმა სერიებმა" დაგვაკავშირა, რომელსაც ერთად თითქმის...

Wednesday, March 25, 2015

პოსტი, რომელიც შენ გეხება!

ნათია დანელიშვილის ფოტო გამარჯობა ;) პოსტი, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ აუცილებლად გეხებათ თუ ოდესმე გისარგებლიათ ან მომავალში მაინც აპირებთ ისარგებლოთ ჩემი თუ სხვისი ფოტოსერვისით (ფოტომომსახურებით). ამ პოსტით მინდა ერთგვარად მივმართო ჩემს კოლეგებს და ყოფილ თუ მომავალ კლიენტებს და რამდენიმე წინადადებაში გავშალო მსჯელობა იმ მცირე დეტალებზე, რომელიც წესით თან უნდა ახლდეს ფოტოსერვისს, მაგრამ ხშირად არ ახლავს ხოლმე. საუბარია იმ დეტალებზე, რომლებშიც...

Tuesday, March 24, 2015

ახალი აქცია "უცხოგრაფისაგან" - 10 SHARE=1 PHOTO.

გააზიარე უცხოგრაფის გვერდიდან ფოტოები და დააგროვე ფოტოკრედიტები შენს ფეისბუქ პროფილზე.  წესები მარტივია.  ყოველი 10 ფოტოს გაზიარებაზე, მიიღებთ 1 ფოტოს გადაღების უფლებას. 20 ფოტოს გაზიარების შემთხვევაში 2 ფოტოს და ასე შემდეგ.  აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვინც ცხოვრობს თელავში, ან შეუძლია ფოტომომსახურების მისაღებად თელავში ჩამოსვლა. მას შემდეგ რაც დააგროვებთ რამდენიმე ათეულ გაზიარებას (30, 50, 100) გააგზავნით...

Tuesday, March 17, 2015

კომერციული საქმიანობა - ინდივიდუალური პორტფოლიო

ინდივიდუალური ფოტოსესია და პორტფოლიოს შექმნა, ერთ-ერთი სერვისია, რომელსაც ჩვენს კომერციულ კლიენტებს ვთავაზობ, იქნება ეს ბიზნეს, სამოდელო თუ უბრალოდ სამოყვარულო მიზნით შექმნილი პორტფოლიო. ამ სესიისთვის გამოყოფილი იყო დრო - 2 საათი. გადაღებები შედგა თელავის ცენტრში. გადაღებებისას გამოყენებული იყო ამრეკლი და დამატებითი მაშუქი. ყველა ფოტო გადაღებულია RAW ფორმატში და დამუშავებულია RAW Editor -ში. ფოტოგრაფი: გიო ბეჟანიშვილი განათება: კატერინა ჯანდიერი მოდელი: Levani Leo Papadopoulos ქვემოთ...

Sunday, March 8, 2015

სა8მარტო აქცია

გამარჯობა! დიდი ხანია ფართო მაშტაბიან აქციას ვგეგმავდით უცხოგრაფის გუნდი, მე და ჩემი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჩემი კოლეგები არიან და ერთ გუნდათ გავერთიანდით. ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ღია ფოტოსესიის იდეა ამოვირჩიეთ, რომელიც სად გაიმართებოდა თუ არა ნადიკვრის პარკში. ჯერ 1 მარტს ვგეგმავდით. ბოლოს 7 მარტს გადმოვწიეთ. ვინც იგებდა გვეკითხებოდა 7 მარტი რა დღესასწაულია 8-ში რატომ არ გეგმავთო. დღეს ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ არამხოლოდ ფოტოგრაფიაში,...

Thursday, March 5, 2015

საგაზაფხულო აქცია და დიიიდი სეილები

SALE! რა გახსენდებათ ამ სიტყვის პირველ გაგონებაზე? ფასდაკლება ტანსაცმელზე? ელექტრო ტექნიკაზე? როდის არის ხოლმე სეილები? ძირითადად დიდი კომპანიები სეილებს საახალწლოდ აანონსებენ. დიდი სეილები ყოველთვის იზიდავს დიდი რაოდენობით მომხმარებლებს. რა რეაქცია გენებათ რომ გაიგოთ სეილები მარტში? სამი და რვა მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ბევრი კომპანია აკეთებს აქციებს, სეილებს და გათამაშებებს. მაგრამ გსმენიათ რამე ფოტო სერვისის ფასდაკლებისა და აქციების...

Tuesday, March 3, 2015

ხსოვნის საღამო თელავის თეატრში

28 თებერვალს თელავის თეატრში  "გულიანი ბიჭების" ხსოვნის საღამო გაიმართა. "გულიანი ბიჭების" (ავთო გულიაშვილი, ლევან ტალაშვილი, შოთა ბეჟანიშვილი) საღამოზე არა როგორც ფოტოგრაფი არამედ როგორც მსახიობის, შოთა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრი ვიყავი მიწვეული. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო მამაჩემის ხსოვნის საღამოზე დასწრება და მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული იყო საღამო მძიმე არ იქნებოდა, (და ის ხუმრობებით გაჯერდებოდა) მაინც ნაღვლიანი და სევდიანი გამოვიდა....

TOP.GE