Tuesday, March 31, 2015

Toresa Mossy-ს წიგნის "მე/შენ ქრისტე ხარ" პრეზენტაციაზე



ერთი კვირის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი თუ ვახოს წიგნის პრეზენტაციაზე აღმოვჩნდებოდი. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვიფიქრე არ მოხერხდებოდა პრეზენტაციას თბილისში დავსწრებოდი. თუმცა სრულიად შემთხვევით ორ დღეში ქუთაისსა და თელავში გამართულ პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი. 

ტორესას დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ყველაზე მჭიდროდ კი ჟურნალმა "თელავურმა სერიებმა" დაგვაკავშირა, რომელსაც ერთად თითქმის ორი წლის მანძილზე გამოვცემდით. შემდეგ ვახო ნელ-ნელა თბილისში გადაბარგდა, თუმცა სოც. ქსელების მეშვეობით ვკონტაქტობთ მუდამ. 

ეს ამ ბლოგის მეორე სტატიაა ჩემს თბილისში გადაბარგებულ მეგობარზე, რომლის წარმატებაც ძალიან მახარებს. ადრე ბექაზეც დავწერე. მახარებს ის ფაქტი, რომ ტორესამ მოახერხა და შეძლო საყვარელი საქმე აკეთოს და თანაც წარმატებით. გამიხარდა ასევე ის ფაქტი, რომ თელავში კაფე "მარლეტა" სრულიად გადაჭედილი იყო. ვახოს ადრეც ბერჯერ შეუვსია დარბაზი ლიტ. თუ მუსიკალურ საღამოებზე, მაგრამ ახლა მაინც სხვა ინტერესი  ტრიალებდა. იყო სელფები და ავტოგრაფები. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე, როცა დიდ ქალაქში დაფასდება ადამიანი და შემდეგ თავის კუთხეს უკვე როგორც სელებრითი ისე უბრუნდება.

ფოტოები ძალიან სპონტანურადაა გადაღებული: ქუთაისში სულ შიგნიდან, რადგან ფანჯრებიდან არაფერი ჩანდა და თელავში კი გარედან, რადგან როგორც ვთქვი შიგნით ტევა აღარ იყო.

წარმატებები მინდა ვუსურვო ტორესას, ვთვლი რომ მისი სახით საინტერესო ავტორი შეემატა თანამედროვე ქართულ მწერლობას.






  















ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი






0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...