Friday, April 3, 2015

ფოტოგრაფიის მოყვარულთა კლუბი

გამარჯობა, დიდი ხანია ვემზადებოდი ამ პოსტის დასაწერად, სულ მინდოდა მომეყოლა პატარა კლუბის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ყალიბდება, მაგრამ თავს ვიკავებდი. ვთვლიდი, რომ ამ პროექტზე საუბარი ნაადრევი იყო, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის შედგა.

ისტორია:

კლუბის შექმნის იდეა დაიბადა ფოტოგრაფიის შემსწავლელ ჯგუფში, რომელსაც მე ვუძღვები. ერთ-ერთი ლექციის დროს მოვიფიქრეთ, რომ მოგვეწვია თელავში მოღვაწე ფოტოგრაფები და გვესაუბრა სხვადასხვა თემებზე. შემდეგ მომივიდა იდეა ჩამეტარებინა ერთგვარი მასტერკლასი და თბილისიდან ჩვენ სასწავლო ცენტრ "პოლიგლოტში" დავპატიჟე დინა ოგანოვა. დინა თელავში 1 თებერვალს ჩამოვიდა, ძალიან საინტერესო სალექციო შეხვედრა იყო, შემდეგ კი დარჩა საღამომდე და ბევრი ვისაუბრეთ. სწორედ მაშინ დაიხვეწა ჩვენი კლუბის იდეა, ერთ-ერთი ინიციატორი თუ მრჩეველი დინაც გახლდათ. შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა და ფილმის ჩვენება. მალე ყველას ვინც თელავში პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფია და სურვილი ქონდა გაერთიანებისა ერთად მოვუყარეთ თავი. კლუბმა ორგანიზებული ფორმა მიიღო. გავაკეთეთ ფბ გვერდი Helio. დავამტკიცეთ წესდება და დავწესეთ საწევრო გადასახადი. გასული ორი თვის მანძილზე კლუბმა საკმაოდ ნაყოფიერი ფორმირების პროცესი გაიარა, თუმცა ეს პროცესი კვლავ გრძელდება.










წევრები:

კლუბი აერთიანებს მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს. ზოგადად კრიტერიუმები ვინ მოყვარულია და ვინ პროფესიონალი რთულად დასადგენია. ევროპულად განმარტება ასეთია, ის ვინც სრულ სამუშაო განაკვეთზე როგორც ფოტოგრაფი ისე მუშაობს ითვლება პროფესიონალად, ხოლო დნარჩენები შეიძლება მოყვარულებად მივიჩნიოთ. თუმცა შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ამას არ დაეთანხმოს. რაც შეეხება წევრებს, ისინი არიან: ლევან დვალი, გიორგი ჩეკურიშვილი( ჩეკი), გიორგი ჩეკურიშვილი(ჩჩხ), დათო ჩეკურიშვილი, მერიკო პაპუნაშვილი, ნათია მექვაბაური, მაიკო ფურცელაძე, რემი კობიაშვილი, დავით კობიაშვილი, ირაკლი ხაძიძე, გიორგი გურგენიშვილი, თორნიკე ხაჩიძე, კახა მათურელი, ქეთი იოსებაშვილი, მე და გიორგი ხოსმაზარაშვილი, ერთადერთი არაფოტოგრაფი წევრი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებში გვეხმარება და არის კლუბის ერთ-ერთი ძალიან აქტიური წევრი.







კლუბის წესდების თანახმად მასში გაწევრიანება მოხდება ყოველ სამ თვეში ერთხელ. ანუ მათ ვისაც ჩვენთან შემოერთება აქვს გადაწყვეტილი, მაისში უნდა შემოგვეხმიანონ. თუმცა კლუბი აერთიანებს მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც ლოკალურად თელავში ან კახეთშია განლაგებული.

ბორდი:

კლუბს ყავს თავისი მმართველი გუნდი იგივე ბორდი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებზეა პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ბორდში სამი წევრია: ლევან დვალი, ნათია მექვაბაური და გიორგი ჩეკურიშვილი(ჩჩხ) და ისინი თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობენ.

კონკურსი:

კონკურსის იდეა ერთი თვის წინ წამოიჭრა, ის გიორგი ხოსმაზარაშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ დაიხვეწა და მიიღო საკმაოდ სტრუქტურირებული და ორგანიზებული ფორმა. კონკურსი არის დახურული და მასში მონაწილეობას მხოლოდ კლუბის წევრები იღებენ. ყოველთვიურად ირჩევა ახალი საკონკურსო თემა (ამჟამად შერჩეულია სამი თვის საკონკურსო თემები: პორტრეტი, სარეკლამო ფოტო, ნატურმორტი). კონკურსი სამ თვეს გრძელდება. კონკურსის გამარჯვებული სამი თვის (ანუ სამი ტურის) შედეგად დაგროვილი ქულების შემდეგ ირკვევა. გამარჯვებული ჯილდოვდება ფულადი რემიით, რომელსაც კლუბის ბიუჯეტიდან (საწევროდან) გამოვყოფთ. ამ თვის თემა როგორც ზემოთ ავღნიშნე იყო პორტრეტი.  მონაწილეობა 11-მა წევრმა მიიღო. შეფასების საშუალებაც მხოლოდ მათ მიეცათ. თითოუელ მათგანს გადაეგზავნა დანარჩენი ათი კონკურსანტის ფოტო, სადაც არ იყო მითითებული ავტორის ვინაობა.

ესენი საკონკურსო ფოტოებია, განლაგება სპონტანური და არავითარი კავშირი არ აქვს კონკურსის ქულების სისტემასთან, გადაათვალიერეთ:

ნათია მექვაბაურის ფოტო

ლევან დვალის ფოტო
გიო ბეჟანიშვილის ფოტო
მაია ფურცელაძის ფოტო

ირაკლი ხაჩიძის ფოტო

თორნიკე ხაჩიძის ფოტო
გიორგი ჩეკურიშვილის ფოტო (ჩეკი)

გიორგი გურგენიშვილის ფოტო
 საუკეთესო სამეული უმაღლესი ქულათა შეფასებით:


მერიკო პაპუნაშვილის ფოტო (67 ქულა)

რემი კობიაშვილის ფოტო (70 ქულა)

კახა მათურელის ფოტო (77 ქულა)
მომავალ თვეში თემა სარეკლამო ფოტოგრაფიაა, წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ მალე კიდევ ბევრი წევრი შემოემატება კლუბს. სიახლეების შესახებ ცოტახანში კლუბის ბლოგიდან შეიტყობთ, რომლის გაკეთების იდეა ლევან დვალს ეკუთვნის და იმედია მალე ამოქმედდება. თვალი მიადევნეთ ჩვენს გვერდს ფეისბუქში,ჩვენ ბევრ სიახლეებს გპირდებით.


ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...