Thursday, December 31, 2015

2015 წლის შეჯამება

2015 წლის დასასრულს რამდენიმე საათი მაშორებს. ასეთ დროს ძირითადად ყველა გასულ წელს იხსენებს, ხოდა მეც გადავწყვიტე ეს 365 დღე შევაჯამო. წელს მგონი ყველაზე მეტი ვიარე და გადავიღე. გრძლად რომ არ გამომივიდეს ციფრებში დავწერ:


ფოტო + ვიდეო + დიზაინი:

50 - მდე კომერციული ფოტო გადაღება;
4 ქორწილის გადაღება;
2 საქორწინო დოკუმენტური ფილმი;
5 ბოლო-ზარი + ბანკეტი;
1 პროექტი + ფოტოგამოფენა
5 ახალი კორპორატიული კლიენტი

სოციალური მედია:

70 ბლოგპოსტი
15 ათასამდე ნახვა ბლოგზე
2000 ახალი მოწონება ფეისბუქის გვერდზე

ტრენინგები:

20-მდე ტრენინგი სოციალურ მედიაზე
30-მდე ტრენინგი ფოტო და ვიდეო გადაღებაზე
50-მდე ლექცია ფოტოგრაფიის შესახებ

ახალი  DSLR კამერა

გასული 2015 წლის დაახლოებით 50 დღე ბანაკებში გავატარე, ალბათ დრო რაც მგზავრობაში წამივიდა დაუთვლელია, ნუ ასე 7 დღე მაინც ანუ 160 საათამდე გზაში ვიქნებოდი. სამწუხაროდ ბევრ სამსახურს გადამკიდემ ყურადღება მოვადუნე და დავივიწყე ჩემი საყვარელი გიტარა, რომელსაც 2016 აქტიურად უნდა დავუბრუნდე.

დღეს ერთ-ერთი სამსახურის, სადაც ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ბოლო დღე მაქვს. 2016 წელს თვითდასაქმებული ვხვდები და მყარად მაქვს გადაწყვეტილი მთელი წელი ფოტოგრაფიას და პირად პროექტებს დავუთმო, ანუ გავყიდო ჩემი ნიჭი და არა დრო. ნუ შეიძლება შემედაოთ, რომ როცა მე მიკვეთავთ გადაღებას, ერთგვარად ჩემ დროსაც ყიდულობთ, სადღაც ასეც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ყიდულობთ ჩემს უნარებს და გამოცდილებას. ანუ 2016 წელს არ ვგეგმავ არანაირ სამსახურში მუშობას, სადაც გაწერილი გრაფიკი ან დღის გეგმა იქნება.

2016 მხოლოდ კრეატიული და ახალი პროექტებისთვის მემეტება. ამიტომ ვისაც გსურთ რომ მე როგორც ფოტოგრაფი არ დავიკარგო, მქონდეს შემოსავალი და უფრო მეტს მივაღწიო უფრო ხშირად დამიძახეთ და დამაკავეთ საინტერესო გადაღებებზე, დამპატიჟეთ და შემახვედრეთ საინტერესო ჯგუფებს, რათა მათ საოცარი სოციალური მედია და უფრო მაგიური ფოტოგრაფია გავაცნო. შეიძინეთ ჩემი ფოტოები, დამიკვეთეთ სხვადსხვა დიზაინის დამზადება.

2016 წელს მყარად გადავწყვიტე, რომ ვიქენდი იყოს ნამდვილად დასვენებისა; ოჯახისა და ბვშვებისთვის გამოყოფილი დრო. დრო მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისა.

ვიმედოვნებ რომ როგორც შემოქმედი და არტისტი კიდევ უფრო გავიზრდები და შევძლებ უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე 2015-ში. თუმცა არ მინდა უმადურად ჩამთვალოთ, მინდა ამ მართლაც ნაყოფიერ წელს დიდი მადლობა ვუთხრა და თავაზიანი გზა მშვიდობისა ვუსურვო.

აქვე ყველას გილოცავთ ახალ 2016 წელს, სულ ბედნიერება და წარმატებები გქონოდეთ! მიყვარხართ :*

მომავალ პოსტამდე!
2016-ში შევხვდებით <3 :*





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...