Wednesday, December 2, 2015

"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა"

29 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო "დიდუბე პლაზაში" ახალგაზრდა სოციალისტების ფორუმი გაიმართა სლოგანით "ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა", ეს ფორუმი უკვე მეორედ გადავიღე. პირველად ამ საინტერესო ახალგაზრდებს გასული წლის ნოემბერში შევხვდი.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება 250-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ასეთი დიდი ივენთის გაშუქება საათობით დაუღალავ შრომას და ყურადღებიან თვალს მოითხოვს. ქვემოთ ნახავთ ფოტოების მხოლოდ ნაწილს, შერჩეულს სრულიად შემთხვევითი შერჩევის წესით. 

იმედია მოგეწონებათ ;) 

ჩემის მხრივ დავამატებ, რომ ვინც მიცნობს, იცის რომ სტერეოტიპებთან ბრძოლაში დიდი ხანია ჩართული ვარ და ყოველთვის მახარებს თანამოაზრეების და ახალი მეგობრების შეძენა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა გონებაგახსნილ ადამიანს ვინც ამ და ამგვარ ღონისძიებებს მართავს და ესწრება ;)

"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა" 
:*























































































0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...