"ჩემოდანს" მისი მფლობელის დათო ქათიბაშვილის ინიციატივით ვესტუმრე.
ეს პატარა, მაგრამ საკმაოდ ოროგინალური ჰოსტელი თელავის ცენტრშია. დათო დიდი ხნის წინ მეუბნებოდა, ძველ ნივთებს ვაგროვებ და ჰოსტელი უნდა გავხსნაო. მერე კაი ხანს მე ვეღარ მოვიცალე, მის მოსანახულებლად. თუმცა რომ შევედი თავი მუზეუმში მეგონა, პრინციპში ასეცაა.
სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობებისას ყოველთვის ასეთ ადგილებს დავეძებდი, თუმცა საქართველოში უფრო გესთჰაუსებია მოდაში, ვიდრე ჰოსტელები. მიხარია რომ ჩვენთან, თელავში კიდევ ერთი საინტერესო დასარჩენი ადგილი და სივრცე გაჩნდა.
წარმატებები "ჩემოდანს"!
დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.
ძაან მაგარი ადგილია.მიხარია თელავში რომ ასეთი ჰოსტელი არსებობს :)
ReplyDeleteკარგია რომ მოგწონთ
ReplyDelete