Monday, February 20, 2017

21 პოპულარული გამონათქვამი ფოტოგრაფიაზე







ფოტოგრაფია არის ისტორია, რომლის მოყოლაც მე სიტყვებით ვერ შევძელი.

 - Destin Sparks


ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც ფოტო უნდა შეიცავდეს, მომენტის ჰუმანურობაა.

— Robert Frank


რობერტ ფრანკის ფოტო


 
ჩვენ ვქმნით ფოტოებს იმისთვის, რომ გავიაზროთ რას ნიშნავს ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება.

— Ralph Hattersley

ჩემთვის ფოტოგრაფია არა დანახვა, არამედ შეგრძნებაა. თუ არ იგრძენი ის რასაც უყურებ, მაშინ ვერასოდეს შეძლებ აგრძნობინო სხვებს რამე, როცა შენ ფოტოს უყურებენ.

— Don McCullin


დონ მაკულინის ფოტო




პორტრეტი არა მხოლოდ კამერაში, არამედ  ორივე მხარეს იქმნება.

— Edward Steichen


ერთია გადაიღო თუ როგორ გამოიყურება ადამიანი და მეორეა გადაიღო თუ ვინ არის ის სინამდვილეში.

— Paul Caponigro

საუკეთესო თვისება რაც ფოტოს ახასიათებს იმაშია, რომ ის არასოდეს იცვლება, რასაც ვერ ვიტყოდით იმ ადამიანებზე ვინც ფოტოშია.

— Andy Warhol






ფოტო, რომელსაც იღებთ კამერით არის ფანტაზია, რომელსაც რეალობის დახმარებით ქმნი .

— Scott Lorenzo

თუ ფოტოგრაფი დაინტერესებულია ადამიანებით, რომლებიც მისი ლინზის წინ არიან და მათ მიმართ თანაგრძნობა გააჩნია, ეს ნიშნავს რომ ინსტრუმენტი არა კამერა, არამედ ფოტოგრაფია.

— Eve Arnold

ფოტოგრაფიას არაფერი ესაქმება კამერასთან.

—  Lukas Gentry


დოროთეა ლანჟის ფოტო




კამერა ინსტრუმენტია, რომელიც გვასწავლის როგორ დავინახოთ სამყარო კამერის გარეშე.

— Dorothea Lange

არ მჯერა სიტყვების. მე ფოტოებს ვენდობი.

— Gilles Peress

ფოტოს გადაღება ცხოვრების ყოველი მეასედი წამის დაგემოვნებაა. 

— Marc Riboud


მარკ რიბოს ფოტო




ფოტო ეს არის სურათი, რომელიც იხატება მზისგან ყოველგვარი ინსტრუქციების გარეშე.

— Ambrose Bierce

ფოტოგრაფია არის ჭეშმარიტება.

— Jean-Luc Godard

ნებისმიერ ფოტოში ორი ადამიანია: ფოტოგრაფი და დამთვალიერებელი.

— Ansel Adams


ანსელ ადამსი ფოტო გადაღებისას





ფოტოსურათი არის საიდუმლო საიდუმლოს შესახებ. რაც უფრო მეტს მოგითხრობს, მით უფრო ნაკლები იცი.

— Diane Arbus

ფოტოგრაფიის მთელი მუღამი იმაშია, რომ არ გჭირდება სიტუაციის სიტყვებით აღწერა.

— Elliott Erwitt


ელიოტ ირვითის ფოტო


 
სილამაზე ნებისმიერ რამეში შეგვიძლია დავინახოთ. თუმცა დანახვა და კომპოზიციურად დალაგება არის ის სხვაობა რაც ნამდვილ ფოტოს უბრალო კადრისგან გამოარჩევს.

— Matt Hardy

როცა მეკითხებიან რა ეკვიპმენტს ვიყენებ ფოტოგრაფიაში, ჩემი პასუხია - ჩემი თვალები.

— Anonymous


დააკვირდი და დაფიქრდი სანამ ჩამკეტს გახსნიდე. კამერისთვის ნამდვილი ობიექტივი ფოტოგრაფის გული და გონებაა.
  
— Yousuf Karsh

მოამზადა გიო ბეჟანიშვილმა



3 comments:

  1. Photography is a love affair with life
    Burk Uzzle

    ReplyDelete
  2. ერთი შენიც მიგემატებინა :)

    ReplyDelete
  3. vika ჩემი გამონათქვამი ხომ იცი - მთავარი არა ტექნიკა, არამედ იდეაა! ;)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...