მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ მონოტონურ ცხოვრებაში განმეორება შესაძლოა ცოტა მოსაწყენი იყოს, ფოტოგრაფიაში მისი გამოყენებით მარტივად შეძლებთ საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტო შექმნათ.
სიცოცხლე სავსეა ნიმუშებით. ბევრ მათგანს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღე ვუყურებთ და ვერ ვამჩნევთ, თუმცა ერთხელ მაინც თუ შეამჩნევთ, გაოცდებით ნანახისგან და დაფიქრდებით, რატომ არ გამოგიყენებიათ იგი აქამდე ფოტოგრაფიაში.
ფოტოგრაფიაში როდესაც საქმე გამეორებას ეხება, თავში რამოდენიმე ხერხი მოგდით - თქვენ შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება მათზე, ან უბრალოდ უგულებელყოთ.
მოდით მაგალითებით ავხსნათ:
ნიმუშების გამახვილება
განმეორებითი ნიმუშებით კადრის შევსებამ მას შესაძლოა შთაბეჭდილებების ზომა და რიცხვი დაამატოს. ამის გასაკეთებლად სცადეთ რაც შეიძლება მოაახლოვოთ ნიმუში ისე, რომ შეავსოთ კადრი და განმეორება შექმნათ.
ამ ხერხის ზოგიერთი მაგალითი შესაძლოა იყოს სახეები ბრბოში, აგურები კედელზე, ველოსიპედის ბორბლების ხაზი და ა.შ.
ნიმუშების უგულებელყოფა
ფოტოგრაფიაში გამეორების მსგავსია ნიმუშების ნაკადის შეჩერების გადაღება. მაგ: შეგიძლიათ გადაიღოთ ათასობით წითელი ემენდემსი რომელშიც ერთი ლურჯია.
ხშირად ასეთ ,,გატეხილ" ნიმუშებს ბუნებრივად აღმოაჩენთ თქვენს ირგვლივ და სხვა შემთხვევებში შესაძლოა ცოტა სიტუაციების მანიპულაცია დაგჭირდეთ და თავად შექმნათ მსგავსი რამ.
გატეხილი გამეორება შესაძლოა მოიცავდეს კონტრასტული ობიექტის დამატებას (ფერი, ფორმა, ტექსტურა), ან ერთი განმეორებითი საგნის ამოკლებას.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ კადრში სად ათავსებთ გატეხილ ნიმუშს. შეგიძლიათ მესამედების კანონით იხელმძღვანელოთ.
თქვენს ფოტოებში ასევე დააკვირდით ფოკუსურ წერტილს - გატეხილი ნიმუში შესაძლოა ლოგიკური წერტილი იყოს იმისა, რომ ყველაფერი ნათლად ფოკუსირებულია.
ქვემოთ იხილავთ ფოტოებს, სადაც სხვადასხვა სახის ნიმუშებია წარმოდგენილი. ამათგან ზოგი არქიტექტურაშია ნაპოვნი, ზოგიც - ბუნებაში. ზოგიერთი მათგანი ზუსტი გეომეტრიული ნიმუშია, ზოგი უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც გამორჩეულია. ისიამოვნეთ!
თარგმანი - ნინო კაპანაძე
წყარო - https://digital-photography-school.com/using-repetition-and-patterns-in-photography/
https://digital-photography-school.com/33-inspirational-images-that-feature-patterns-and-repetition/
0 comments:
Post a Comment