ნეტა სხვაგან ჩავმჯდარიყავი . . .
მშვიდობით მიმიყვანოს გადაღებაზე და ამ სუნს კი აიტანს კაცი . . .
ფოტოში რა სხვანაირი ჩანდა,
ფეისბუქზე, აშკარად დათხელებული ფოტოები აქვს,
უფრო პუტკუნა ყოფილა.
ნეტა ვინ დაალაგა მაგიდები ასე??? საიდან გადავიღო ახლა . . .
კაი ეს ფართო ხედი მაქვს და ნუ ერთს კიდე მერე გადავიღებ,
მოდი პორტრეტები ავკრიფო ჯობია . . .
საერთო ფოტო არ დამავიწყდეს!
ჩაჭედილია მთლიან კადრში . . .
აუ ეს გოგო ნეტა რატო მიყურებს?
ფოტო უნდა თუ ვეცნობი?
ნაცნობი არ ჩანს და ალბათ ფოტო უნდა, მოდი გადავუღებ, მერე რომ მითხრას, მქონდეს მაინც, იქნება მნიშვნელოვანი ტიპიცაა . . .
აუ ამას რა ცუდი პირის აპარატი აქვს,
მეათე ფოტოა ვერ დავიჭირე ნორმალურ მიმიკაზე, სულ დაპრანჭული გამომდის . . .
ნეტა ის რაღას მიყურებს, ამასაც ფოტო უნდა უეჭველი . . .
ოპაა, ასე მალე რამ დასვა ეს ბატარეა . . .
რით ვეღარ გამოიგონეს ისეთი ბატარეები, მთელ თვეს რომ გყოფნიდეს კაცს, ლამის მარსზე დანიშნონ ფრენები და ბატარეები ვერ დაუაბგრეიდებიათ ამჩემისებს. . .
ნეტა ყველა მყავს გადაღებული?
ისე კი ეს ეკრანიც რო მომეყოლებინა კადრში ურიგო არ იქნებოდა . . .
ერთი ამ ეკრანის დედაც ვატირე, არ გამოდის და ნუ გამოდის . . .
უი მართლა, საერთო ფოტო არ დამავიწყდეს! საერთო ფოტო არ დამავიწყდეს!
აუ ეს კიდე მიყურებს, არადა ხო გადავიღე? ვაა . . .
ამას მართლა იმედი აქვს რომ ცალკე ფოტოს ამოვიღებ და გავუგზავნი ფბ-ზე?
ნეტა მიცნობდეს . . .
ნუ დამიმატა ერთია, მომწერს მეორე, მაგრამ ალბათ არ ვუპასუხებ . . .
აუ ეს რა სმოკინგითაა, უეჭველი რაღაცის შეფია.
ამის ფული მომცა, ხო ვიყიდიდი დრონებს და მთელ ბოლო გამოშვება კამერებსა და ლინზებს . . .
აუ "გადამღები" მოგაშლევინათ თქვენ და რაღა მომკლავს . . . კაი რა ახალგზარდა გოგო ხარ, მთელ ამბებში ხარ და რამე და ეს "გადამღები" საიდან მოთხარე ნეტა . . .
აუ რა დაცხა . . . და ეს ფოტოები როდის უნდა ჩავაბარო, რა ვუთხრა იმ გოგოს, აი მოდის . . .
რა ერთ კვირაში, შანსი არაა, იქ რო მივდივარ აბა როგორ, დავითას უნდა ჩავაბარო, თორე მე ვერ მოვასწრებ და გადაგდება მომიწევს . . .
ამათ ვერ გადავაგდებ, სამომავლოდ არ მაწყობს . . .
აუ ნინო ჩხეიძის კონცერტზე ვარ თუ რა უბედურებაა?
ისევ ვერ შევარჩიე სწორად ტაქსი, აშკარად არაა დღეს ჩემი დღე . . .
აუ საერთო ფოტო? . . .
ფუუ, მაინც დამავიწყდა . . .
ჯანდაბა . . .
იმედია არც თვითონ მოიკითხავენ . . .
ჯანდაბა!
ჯანდაბა!
ჯანდაბა!
0 comments:
Post a Comment