თუმცა სანამ დასასვენებლად წავიდოდეთ გვინდა რიგით ბოლოს წინა საბანკეტო ფოტოამბავი შემოგთავაზოთ სოფელ ზემო მაჩხაანიდან, უფრო სწორად სიღნაღიდან, სადაც ზემო მაჩხაანის სკოლის დამამთავრებელმა კლასმა ფოტოსესია დაგეგმა.
იმდღეს ისეთი წვიმა იყო, უკვე ვფიქრობდით, რომ გადაღება ჩაიშალა. ერთ საათზე მეტი ველოდეთ მანქანებში შებუდულები, როდის მორჩებოდა წვიმა და გამოანათებდა ცისარტყელა. ის იყო, უკვე გამოვაცხადე პირდაპირ საბანკეტო დარბაზში წავსულიყავით, რომ წვიმამ უეცრად გადაიღო და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჰოლივუდის ფილმებშია ხოლმე. მგონი დანარჩენს ფოტოებითაც ადვილად ამოიკითხავთ, ამიტომ მე აქ შევჩერდები და ასპარეზს ფოტოთხრობას დავუთმობ ;)
იმედია მოგეწონებათ პოსტი და არც კომენტარებსა და ლაიქებს დაიშურებთ! ;)
ფოტოგრაფი: გიო ბეჟანიშვილი
ფოტოედიტირება: დავით კობიაშვილი
@ უცხოგრაფი 2017
0 comments:
Post a Comment