Sunday, February 28, 2016

10 საუკეთესო ციფრული აპარატი დამწყებთათვის

ჩვენ დაგეხმარებით, აარჩიოთ კარგი კამერა ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე. თუ თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ ჩვეულებრივი პატარა აპარატი და გრძნობთ, მზად ხართ ფოტოგრაფიის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, საწყისი დონის სარკული ციფრული აპარატი (DSLR) მშვენიერი არჩევანია. თქვენ შესაძლოა ალტერნატივად განიხილოთ კამერა სარკეების გარეშე, მაგრამ იმ ფასად, რასაც თქვენ გადაიხდით DSLR კამერაში, რომელსაც აქვს ხედმძებნი, ვერ იშოვით ხედმძებნიან კამერას სარკეების გარეშე....

Sunday, February 21, 2016

შეუარე და შემოუარე - რჩევები არქიტექტურის გადაღების მოყვარულებს

გამარჯობა, ამ პოსტში გაეცნობით იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც ქუჩის და განსაკუთრებით არქიტექტურის გადასაღებად გამოგადგებათ. ყველაფერი რაც მე ვისწავლე და პრაქტიკაში გამოვცადე შეუძლებელია ერთ სტატიად მოყვე, მაგრამ შევეცდები აქცენტები ძირითად რჩევებზე გავაკეთო. არქიტექტურის გადასაღებად გჭირდებათ ის რომ ამა თუ იმ შენობას, ძეგლს ან ადგილს ხშირად შეუაროთ და შემოუაროთ. ეს ფრაზა ერთ-ერთი ლექციის დროს დაიბადა, როცა დამსწრე საზოგადოებას ქუჩის ფოტოგრაფიაზე...

Wednesday, February 17, 2016

პრომო კლიპი "მომავალი შენია"

მომავალი შენია 2016 from on Vime...

"ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი" ილიაუნიში

ილიაუნის ფოტომოყვარულთა საზოგადოებაში ლექციის წასაკითხად თამმო აფციაურმა მიმიწვია. ეს თემა უკვე წაკითხული მქონდა ქუთაისში და წნორში, თუმცა უნდა ითქვას რომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ვიწყებ და ვამთავრებ. ალბათ ყველაფერი აუდიტორიას და იმჟამინდელ განწყობას უკავშირდება. კლუბში ფოტოგრაფები და ზოგადად ხელოვანი ადამიანები დამხვდნენ, მიუხედავად ჩემი ნახევარ საათიანი დაგვიანებისა, მაინც თბილად მიმიღეს.  ქუჩის ფოტოგრაფების გაცნობასთან ერთად, მიმოვიხილავდით...

Monday, February 15, 2016

10 მითი მესამედების კანონის შესახებ

ჩემი სახელია ტევის ლიფ გლოვერი და თქვენსავით ხელოვანი ვარ. ვცდილობ შევქმნა ხელოვნება, რომლითაც ვიამაყებ და მთელს მსოფლიოს გავუზიარებ. თუმცა დასაწყისში რაღაც მაფერხებს... ეს მესამედების კანონია. მე მინდა დავამსხვრიო მითები მესამედების კანონის შესახებ, რომელსაც იძულებით გვტენიდნენ ჩვენი შემოქმედების ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაში, ვითომ ის ჩვენი კომპოზიციის სისრულეში მოსაყვანადაა საჭირო. შესაძლოა ჩვენ ერთად შევძლოთ ხელოვნების მომავლის...

TOP.GE