ილიაუნის ფოტომოყვარულთა საზოგადოებაში ლექციის წასაკითხად თამმო აფციაურმა მიმიწვია. ეს თემა უკვე წაკითხული მქონდა ქუთაისში და წნორში, თუმცა უნდა ითქვას რომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ვიწყებ და ვამთავრებ. ალბათ ყველაფერი აუდიტორიას და იმჟამინდელ განწყობას უკავშირდება. კლუბში ფოტოგრაფები და ზოგადად ხელოვანი ადამიანები დამხვდნენ, მიუხედავად ჩემი ნახევარ საათიანი დაგვიანებისა, მაინც თბილად მიმიღეს.
ქუჩის ფოტოგრაფების გაცნობასთან ერთად, მიმოვიხილავდით გდაღების ტექნიკას და კომპიზიციის შესახებ არსებულ მოსაზრებებს. ასევე სხვადასხვა ფოტოგრაფიულ სტერეოტიპებს და ხედვის მრავალფეროვენებებს. ძალიან კმაყოფილი და დადებითი ემოციით დამუხტული დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. შეხვედრაზეც დავფიქსირე და ახლაც იგივეს ვიტყვი რომ "ფოტოგრაფია ეს არის ურთიერთობა, რომ ფოტოგრაფია ამეგობრებს".
იმედია კლუბს კიდევ ვესტუმრები ახალი თემებით, თქვენ კი გირჩევთ ესტუმროთ მათ ფეისბუქის გვერდს, ეწვიოთ კლუბს და მოუსმინოთ სხვადასხვა ტრენინგებს და მასტერკლასებს.
გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment