გამარჯობა,
ამ პოსტში გაეცნობით იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც ქუჩის და განსაკუთრებით არქიტექტურის გადასაღებად გამოგადგებათ.
ყველაფერი რაც მე ვისწავლე და პრაქტიკაში გამოვცადე შეუძლებელია ერთ სტატიად მოყვე, მაგრამ შევეცდები აქცენტები ძირითად რჩევებზე გავაკეთო.
არქიტექტურის გადასაღებად გჭირდებათ ის რომ ამა თუ იმ შენობას, ძეგლს ან ადგილს ხშირად შეუაროთ და შემოუაროთ.
ეს ფრაზა ერთ-ერთი ლექციის დროს დაიბადა, როცა დამსწრე საზოგადოებას ქუჩის ფოტოგრაფიაზე ვესაუბრებოდი. შემდეგ მომეწონა და მივხვდი რომ მეც როგორც ფოტოგრაფი უკვე რა ხანია სწორედ ამ პრინციპით ვმოქმედებ.
მაშ ასე წესი პირველი: ხშირად შეუარე/ესტუმრე შენი გადაღების ობიექტს.
თელავის ცენტრალური გამზირი ზაფხულში |
იგივე ქუჩა ზამთარში |
სეზონურ სხვაობასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ განათების სხვაობაც. აქაც ხშირად დაუფიქრებლად და ინსტიქტურად ხდება გადაღება. ფოტოგრაფები უბრალოდ იღებენ რასაც ხედავენ და კმაყოფილდებიან ერთი ფოტოთი. ხშირად არ ფიქრობენ, რომ შენობას რომელსაც დილით გადაუღეს სულ სხვა სახის ჩვენება შეუძლია საღამოს, რადგან მზე თუ დილით მის გულმკერდს ანათებდა საღამოს ზურგს გაუნათებს, ამან შეიძება ძალიან საინტერესო სილუეტის საუალება მოგვცეს. ასევე სულ სხვადსხვა ხასიათი და მესიჯი შეიძლება ქონდეს ქუჩას დღისით და ღამით, მშრალზე და ნაწვიმარზე, ბურუსსა თუ ახლად მოთოვილზე ან სულაც წვიმისას. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ დაკმაყოფილდებით ერთი ფოტოთი, იფიქრეთ უკეთესი მხატვრული თუ არქიტექტურულად საინტერესო ფოტოს მიღებაზე და თქვენს გადასაღებ ობიექტზე. ნუ დაგეზარებათ და ხშირად მოინახულეთ ხოლმე ერთი და იგივე ადგილი სხვადასხვა საათებში, დღის მონაკვეთებსა და სეზონებზე.
ერთ-ერთი ცენტრალური შენობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში |
რჩევა მეორე: თქვენს გადასაღებ ობიქტებს ხშირად შემოუარეთ.
ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა როცა ადამიანს უღებთ და ის გიმტკიცებთ რომ მარჯვენა პროფილი აქვს უკეთესი ვიდრე მარცხენა (ან პირიქით). ზოგჯერ პროფილის გადაღებას, პირდაპირი სახის პორტრეტი ჯობია და ზოგერ პირიქით. ისევე როგორც ადამიანის პორტრეტის გადაღებისასაა მნიშვნელოვანი ხედვის წერტილების ცვლილება, ასევე აუცილებელია ის არქიტექტურის და ძეგლების გადაღებისას. ასეთ დროს ამ ადგილს თუ შენობას რასაც იღებთ ისევე მიუდექით როგორც ცოცხალ არსებას. თავისთავად ის ვერ იმოძრავებს, ამიტომ თქვენ შემოუარეთ გარშემო. შეხედეთ და შეარჩიეთ რომელი კუთხიდანაა გამორჩეული და საინტერესო მისი გადაღება.
გარდა ამისა თქვენ შეძლებთ ჩვეულებრივი ქუჩა, რომლითაც ადამიანები ყოველ დღე სარგებლობენ წარმოაჩინოთ უჩვეულო, სხვა რაკურსი უფრო მეტად გაამძაფრებს თქვენი დამთვლიერებლების ინტერესს და სიმპათიებს როგორც ამ ქუჩის თუ შენობის, ასევე თქვენი ფოტოგრაფიული ხედვის მიმართ.
ცენტრალური ქუჩა გადაღებული სხვადასხვა ობიქტივით |
გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით,
გიორგი ბეჟანიშვილი / უცხოგრაფი
sintereso statiaa. didi madloba. samcuxarod, roca ucxo qalaqs estumrebi ramodenime saatit, ar gaqvs amindis, ganatebis da sxvadasxva perspeqtivis archevanis sashualeba. tqveni suratebit ki chemi sayvareli telavi uamravi saxit da kutxit davinaxe, rac arasdros ar shemichneia. didi madloba. 2 mtvarian telavis surats "mogparavt" chemi mtvaris albomistvis :)
ReplyDeleteმიხარია რომ მოგეწონათ. გეთანხმებით, როცა დროში ხარ შეზღუდული, ძნელია ამ რჩევების მიხედვით გადაღება ;)
ReplyDelete