Wednesday, March 16, 2016

10 დაწკაპუნება - რა უნდა გადაიღოთ კამერით ახლავე



1. 


გაანათეთ თქვენი ფოტოები.

,,წყნარი სიცოცხლის“ კადრების ხატოვნებისათვის ჩამავალი მზე გამოიყენეთ.


ჩვენ ხშირად ვნახულობთ ფოტოებს, რომლებზეც ადამიანებმა თითქოს მზემდე მიაღწიეს და იგი ხელისგულზე  უჭირავთ.  ოპტიკურ ილუზიაში ობიექტი უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ნიკოლას კოსმასმა გადაწყვიტა ეს ხერხი ჩვენს ყოველდღიურობაში დაენერგა.

,,მზის ჩასვლა ფოტოგრაფიაში ზოგადი თემაა. მსურდა რაღაც განსხვავებული მომენტი დამეჭირა. ჩემი იდეა იყო გადამეღო ნათურა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მზე ჩადის, რათა წარმომედგინა საყოფაცხოვრებო განათების ჩართვა საღამოს. ნათურის სინათლე ყოფილიყო თვითონ მზე.

უახლოეს სანაპიროზე გავემართე და ნათურა ქვებზე განვათავსე, შემდეგ დავწექი და კამერა კენჭებზე დავდე, დარწმუნებული ვიყავი, რომ მზის ჩასვლა ჩარჩოს შიგნით გამოჩნდებოდა. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ მზე  ზუსტად იქ დადგა, სადაც მინდოდა ყოფილიყო - ნათურის შიგნით, მავთულებთან. კამერა AP რეჟიმზე დავაყენე და ყველაზე ფართო დიაფრაგმა f/5.6 ავირჩიე, რათა ფოტოში ზედაპირული ფოკუსური სიღრმისათვის და სასიამოვნო ბლარისთვის მიმეღწია. ISO 100_მა მომცა ჩამკეტის სიჩქარე 1/500.

 Adobe Lightroom _ში ფოტო დავამუშავე და კენჭები გავანათე  Shadows setting-ის კორექტირებით და აგრეთვე ნათურის გარეთ ტემპერატურას ფერი შევუცვალე,  ზამთრის ნაპირის ცივი შემოგარენის წინააღმდეგ ცხელი ნათურის განცდა მივეცი.“

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : მზის ჩასვლა და ნათურა.

როგორ გადაიღოთ:  არსებობს რამოდენიმე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ მზის ჩასვლის და ამოსვლის დრო, Suncalc.net  არის უფასო ვერსია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თვალი ადევნოთ მზის მოძრაობას.

ნიკოლას კოსმასი არის კარდიოლოგი საბერძნეთიდან. თავისუფალ დროს უყვარს პეიზაჟების, აბსტრაქციის და ილუზიის გადაღება.


2.

 დაამატეთ პორტრეტებს ჯადოსნური შეხება
წარმოგიდგენთ საპნის ბუშტებს ფოტოში, რათა ყოველდღიური სცენა შეცვალოთ.


ხანდახან იმისათვის, რომ ფოტო ნამდვილ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ, საჭიროა რაღაც პატარა, დამატებითი და ეს შესაძლოა, ასეთი მარტივი რაღაც იყოს. მარტა ბევაცკას ჭკვიანური იდეა მოუვიდა - დაემატებინა პორტრეტებისათვის  ინტერესის დამატებითი ელემენტი და მათთვის ახალი მოზღვავებული ენერგია მიეცა.

,,ეს ფოტო არის ნაწილი სერიის -,,დიდი ამბავი“, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ვცდილობ ყოველდღიური საგნების გამოყენებით ხელში ჩავიგდო ირეალური და ატმოსფერული სიტუაციები ყოველდღიურ ადგილებში და ყოველ ფოტოში იგრძნობოდეს, რომ მის უკან რაღაც ამბავი იმალება.

ეს კონკრეტული გადაღება პარიზის მეტროში მოხდა. მე ვთხოვე მოდელს, გამოეფრქვია იმდენი ბუშტი რამდენიც შეეძლო, შემდეგ თავი დაეწია და შეეხედა კამერისთვის, მაშინ როდესაც ბუშტები ირგვლივ დაფრინავდნენ.

 მეტროს სწრაფი მოძრაობა გამოწვევა აღმოჩნდა, ორივე ჩვენთაგანისთვის ადგილზე დგომა და ცენტრალური კომპოზიციის შენარჩუნება ძნელი იყო. სხვა მგზავრებისთვის ეს სახალისო აღმოჩნდა, გვიყურებდნენ და იცინოდნენ.

ფოტო გადაღებულია ჩემი ქენონით 5D MkII 50 მმ , დიაფრაგმა f/1.4 . მხოლოდ განათება გამოვიყენეთ მატარებლის კონტრასტულობისათვის. დამუშავების შემდეგ მოვარგე კონტრასტი,  უფრო მეტი მეწამული და ლურჯი ტონები დავამატე და გამოვიყენე cross-processing ხერხი, რათა მიმეცა დახვეწილი ვინტაჟური ელფერი“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : მოდელი, საპნის ბუშტები და სტანდარტული ლინზები.

როგორ გადაიღოთ:  როდესაც იღებთ ფართო დიაფრაგმით, როგორიცაა f/1.4, ფოკუსური სიღრმე ძალიან ზედაპირული იქნება, მიაღწიეთ ზუსტ ფოკუსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ბუშტი დაფრინავს ირგვლივ. სწორი ფოკუსირებისთვის გაასწორეთ ფოკუსი ცენტრალური AF წერტილის გამოყენებით სანამ ბუშტებს უშვებთ, შემდეგ ფოკუსის გასწორების ხელით მართვის რეჟიმზე გადართეთ და გადაიღეთ.

მარტა იტალიელი ფოტოგრაფია და ახლა პარიზში ცხოვრობს, მას 8 წლის გამოცდილება აქვს ფოტოგრაფიაში და უყვარს ვიზუალური ხელოვნების, პორტრეტების და მოდის გადაღება.


3.

მოძებნეთ გაყინული დეტალები
მიუახლოვდით, რათა ხელში ჩაიგდოთ ზამთრის აბსტრაქტები



არ დაუშვათ, რომ ზამთარში ყინვამ თქვენი ფოტოების გადაღებას ხელი შეუშალოს. ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უამრავი სახეობის დიდებული საგნები, როგორიცაა ადამ ბარტონის გაყინული გუბეები...

რა შთაგვაგონებს ფოტოს?

,,მე ვხელმძღვანელობდი დარტმორის ერთ-ერთი მაღალი მწვერვალის პეიზაჟის გადაღებას, როდესაც მივადექი ამ გაყინულ გუბეებს. თავდაპირველად გავჩერდი და ვიფიქრე გადამეღო ისინი, მაგრამ გადავწყვიტე გამეგრძლებინა გზა მწვერვალამდე. მალე მე მივხვდი, რომ განათება არ იყო კარგი პეიზაჟისათვის, ასე რო დავბრუნდი გუბეებთან.
ახლო ხედი ფოტოგრაფიაში ნამდვილად არ არის ჩემი საქმე და მას შემდეგ რაც ქენონი ნიკონით შევცვალე, არასოდეს ჩამინაცვლებია მაკრო ლინზები. ასე რომ რათა საკმაოდ ახლოს ვყოფილიყავი მივამაგრე 70-200მმ  ჩემს ნიკონ D800_ს  და დავამაგრე კამერა შტატივზე.

დავაყენე ISO 100, დიაფრაგმა F/14 და ჩამკეტის სიჩქარე 2 წამზე. გადავიღე დღის განათების თეთრი ბალანსით, რათა მეჩვენებინა გაუსაძლისი სიცივე და სიმშრალე.

დამუშავების პროცესი მინიმუმამდე დავიყვანე და ფოტო მხოლოდ Adobe Lightroom_ის  გამოყენებით გავწმინდე, რათა დეტალები ყინულზე ცხადი ყოფილიყო“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ტელე-ფოტო ლინზები, შტატივი და გაყინული გუბე.

როგორ გადაიღოთ:  ტელეფოტო ლინზები საშუალებას მოგცემთ სწორად დააზუმოთ და შეავსოთ ჩარჩო. დაამაგრეთ კამერა შტატივზე და განათავსეთ გუბის მაღლა, კამერა მიმართეთ დაბლა. დარწმუნებული იყავით, რომ შტატივი არ გაცურდება ყინულზე.

 ადამ ბარტონი არის პროფესიონალი ლანდშაფტის ფოტოგრაფი დარტმურიდან. მას აქვს 13 წლიანი ფოტოგრაფიული გამოცდილება.

4.

გადაიღეთ მხატვრული ფოტოები სანაპიროზე
შეხედეთ ნიმუშებს და ფერს პეიზაჟზე , რათა შექმნათ შთამაგონებელი ფოტოები.




შესაძლოა თქვენ ამ გაზაფხულზე არ გეგმავთ სანაპიროზე წასვლას, მაგრამ რატომაც არა? იქ ჯერ კიდევ უამრავი რამაა გადასაღები და მიუხედავად ცივი ტემპერატურისა აღმოაჩენთ, რომ რამოდენიმე ადამიანი იქ მაინც იქნება. კრის შეფერდს უყვარს ფართო პეიზაჟების გადაღება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ პატარა დეტალები შესაძლოა უფრო დამაინტრიგებელი იყოს.

,, ხშირად ვხვდები სხვადასხვანაირ ქვებს, რომლებიც ზამთრის შტორმის ძალით ხის ნაჭრებს შორის არის მოქცეული. მე აღმოვაჩინე მათი აბსოლუტური მომხიბვლელობა! თითქმის შეუძლებელია მათი ამოღება, ასე რომ ის ზღვის ძალის მშვენიერი დემონსტრაციაა.

როგორც წესი, რაც შეიძლება ყველზე გრძელი ფოკუსური მანძილით ვმუშაობ და ჩემს ქენონ 5D MkII_ს AP რეჟიმზე ვაყენებ, f/8.  მიყვარს რაიმე უკანა ფონის შექმნა, რათა სანაპიროს დახვეწილის შთაბეჭდილება მიეცეს და თან ისე იყოს, რომ თვალი მთავარი საგნიდან შორს არ გაიქცეს.

თითოეული ფოტო სხვადსხვა სანაპიროზეა გადაღებული. დამუშავების პროცესი ძალიან რთული და ექსტრემალური არ არის, მაგრამ საჭიროა ინტენსივობის და კონტრასტის მორგება მასალაზე და ფერზე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : საინტერესო დეტალები ქვებით და ცოცხალი ხედვა.

როგორ გადაიღოთ:  დაბალი კუთხით გადაღება ხანდახან სახიფათოა. გამოიყენეთ ცოცხალი ხედვა, ან flip-out screen. ეძებეთ ბუნებრივი ნამუშევრები, რომლებიც სავსეა ფერებით და სასიამოვნოა თვალისთვის. თუ ვერ შეძლებთ ასეთი რამის პოვნას, შეაგროვეთ ქვები და თავდ შექმენით!

კრის შეფერდს უყვარს ლანდშაფტების, ქუჩის ფოტოგრაფიის და არქიტექტურის გადაღება. იგი კომპიუტერის პროგრამისტია.


5.

 სიმარტოვე ზამთრის სერიებში -  გადაიღეთ გამორჩეული საგნები





თუ მოხვდით თოვლიან ადგილას, რატომ არ უნდა  ჩაიგდოთ ხელში კლასიკური შავ-თეთრი ფოტოები? მეტ ანდერსონი ამოსავალ წერტილად მარტოხელა ხეებს ირჩევს.

,,მე ყოვლდღე დაახლოებით 80-100 მილს გავდივარ მანქანით და ჩემს გარშემო რელიეფს ყურადღებას ვაქცევ. დროდადრო მე მხვდება ისეთი დამაინტრიგებელი საგნები, როგორიცაა ხეები, მე ვამოწმებ ხოლმე ტელეფონით ამინდს იმ ადგილას და როდესაც იგი საინტერესო პირობებს მთავაზობს ვბრუნდები კამერით და ფართო კუთხის ლინზებით.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დრო გადაღებისათვის, ზამთარია. მიყვარს სილამაზე, რომელიც თეთრ თოვლს მოაქვს, მას შეუძლია დაფაროს ლანდშაფტი საბნით, შექმნას მარტივი და ნათელი კომპოზიცია. ხეები თავიანთი ჩახლართული ნიშნებით და მუქი ტონებით სუფთა თეთრის წინააღმდეგ ბუნებრივ კონტრასტულ ელემენტებს ქმნიან.

ჩემთვის უმეტესი თოვლიანი სცენებისათვის დაბალი ფერის მიცემით ფოტო გარდაიქმნება და  გამოჩნდება, როგორც ბუნებრივად მორგებული. მიყვარს დახვეწილი ტონები“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ფართოკუთხიანი ლინზები და ფოტოშოპი.

როგორ გადაიღოთ:  გახსენით თქვენს მიერ შერჩეული გამოსახულება ფოტოშოპში. მთავრ პანელზე შედით Image>Adjustments>Black & White. დიალოგის ფანჯარა გაიხსნება და გიჩვენებთ სხვადასხვა ფერებს. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ეფექტი და კონტრასტი, დააწკაპეთ ოკ, როდესაც კმაყოფილი იქნებით გარდაქმნით.


მეტ ანდერსონი არის პროფესიონალი ფოტოგრაფი ამერიკიდან, ვისკონსინიდან. მას თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს და ძირითადად იღებს მოდას და კომერციას.



6.

 სრულად გარდაქმენით გამოსახულება

თქვენი ფოტოების გადამწყვეტი ცვლილებებისათვის გამოიყენეთ რედაქტირების პროგრამა



რედაქტირება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ რაღაც სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. ეილინ კინაჯიოღლუმ გადაწყვიტა სრულად შეეცვალა ჩვეულებრივი ფოთლის ფერები რათა შეექმნა ასეთი საყვარელი ფოტო.

,,მე ვსეირნობდი პარკში, ჩემს 5 წლის ბიჭ სიენთან ერთად. ის ძალიან დაინტერესდა ჩამოცვენილი ფოთლებით, მაგრამ უმეტესი მათგანი დამპალი და ძალიან ჭუჭყიანი იყო. რამოდენიმე ხნის შემდეგ სიენმა აიღო ეს კონკრეტული ფოთოლი და გამომიწოდა. ის სხვა ფოთლებთან შედარებით მეტად სუფთა იყო და მასში რაღაც განსაკუთრებული და დახვეწილი იგრძნობოდა.

გადავწყვიტე ამ ფოთოლისთვის ფოტო გადამეღო და ვთხოვე ჰაერში დაეჭირა. ფოტო ჩემი ნიკონ დ800-ით და 60მმ მაკრო ლინზებით გადავიღე. გამოვიყენე ISO 125, დიაფრაგმა f/3,5 და ჩამკეტის სიჩქარე 1/200.

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომით ფოთლები ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელია, მსურდა ამ ფოთოლის ფერი შემეცვალა, რათა ფოტოსთვის დადებითი ენერგია მიმეცა. მე ყოველთვის ჩემი აიპედით ვარედაქტირებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გამოვიყენე უამრავი აპლიკაცია: Snapseed, Repix, Shift, Photoshop Express and Superimpose, ყველა - განსხვავებული რედაქტირებისათვის. ფერის ცვლილება გავაკეთე რეფიქსის გამოყენებით და რამოდენიმე სასიამოვნო საათი რედაქტირებაში გავატარე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : პორტატული მოწყობილობა და რედაქტირების პროგრამა.

როგორ გადაიღოთ:  უმეტესი ჩვენგანი პერსონალურ კომპიუტერში, ან ლეპტოპში არედაქტირებს, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. უამრავი სახეობის რედაქტირების პროგრამებია ხელმისაწვდომი ისეთი პორტატული მოწყობილობებისათვის, როგორებიცაა აიპედები და პლანშეტები. ფოტოს რედაქტირება რამოდენიმე წამშია შესაძლებელი. ფოტოშოპის ექსპრეს აპლიკაცია უფასოა გადმოსაწერად და უამრავი სახეობის სენსორულ კორექტირებას გვთავაზობს, როგორიცაა მოჭრა, კონტრასტი, ექსპოზიცია და ჩრდილების კორექტირება და 20 განსხვავებული ფილტრიც აქვს დამატებით. დამატებითი პარამეტრების შეძენა შეგიძლიათ აპლიკაციაში.


ეილინ კინაჯიოღლუ არის გადამდგარი სტიუარდესა სტამბულიდან. ის 25 წელია იღებს ფოტოებს და ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი.


7.

 მიიღეთ პროფესიონალის შედეგი ახლავე
პროფესიონალის აღჭურვილობის შესაძენად ბანკის გაძარცვის გარეშე



თუ ფიქრობთ, რომ ეს ფოტო ტონობით ძვირი ტექნიკით არის გადაღებული, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. გადაღებულია ტიმ ბერის მიერ. კამერის და შტატივის გარდა დამატებითი აღჭურვილობა მხოლოდ ლამპა და სოფთბოქსი იყო.

,,მინდა გიჩვენოთ ფერწერა სინათლის პროექტით, რომელიც სიბნელეში იქნა მიღწეული მინიმალური კომპლექტით და ბიუჯეტით - ჩემი აღჭურვილობა 20 ფუნტ სტერლინგზე ნაკლები ღირდა.

ჩემი  Canon 5D MkIII დამაგრებული იყო შტატივზე დაბალი კუთხის პოზიციაზე, რათა მანქანა გამოკვეთილი ყოფილიყო. ISO 100, დიაფრაგმა f/8 და ჩამკეტის სიჩქარე 30წმ. ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მე დავდიოდი მანქანის გარშემო, ვანათებდი ლამპას სოფთბოქსის მეშვეობით და დარწმუნებული ვიყავი, რომ კამერის წინ არ გავივლიდი. მხოლოდ რამოდენიმე ცდა დამჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად. დამუშავების დროს ოდნავ შევცვალე ფერი და გამოვიყენე BurnTool ფოტოს ქვედა ნაწილის გასამუქებლად“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ლამპა და სოფთბოქსი და შტატივი.

როგორ გადაიღოთ:  თუ სოფთბოქსი არ გაქვთ, მოაჭერით ყველაზე გრძელი მხარე ფეხსაცმელების ყუთს და გადააკარით რაიმე ბრჭყვიალა მასალა. 


8.

 დაიჭირეთ მხიარული მომენტები - 
გადაიღეთ შინაური ცხოველები, თამაშის დროს



შესაძლოა ყოველთვის ადამიანი მოდელები არ გყავდეთ, ასე რომ შეხედეთ თქვენს ცხოველებს, თუ არიან მზად გამოწვევისათვის. ლარა ზანარინის მხიარული კატა დამალვის და პოვნის პოზაში სრულყოფილია...

,,ერთ ზამთრის შუადღეს გადავწყვიტე გავსულიყავი ბაღში. ჩემი კატა - მიკეტა, ყოველთვის ყველგან დამყვება და გადავწყვიტე მეცადა მისი ჩართვა ჩემს ფოტო პროექტში, რაც გამოიხატა ძველ ჩემოდანში სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნით. ძნელი იყო წოლა იატაკზე და კამერის დონის შენარჩუნება. რადგან ნაშუადღევს სინათლე ცოტა დაბალია, გამოვიყენე ISO 6400. გადავიღე 50-500 მმ ლინზებით, რათა გადაღება ყოფილიყო შორიდან და არ შემეშალა ხელი მისთვის“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ტელე-ფოტო ლინზები და ცხოველი.

როგორ გადაიღოთ:  უყურეთ და დააკვირდით, როგორ ურთიერთქმედებს ცხოველი სხვადასხვა საგნებთან. გამოიყენეთ ტელეფოტო ლინზები, რათა გადაიღოთ ისე, რომ არ გამოიწვიოთ განგაში თქვენი იქ ყოფნით და არ გადაიტანონ ყურადღება მთავარი საგნიდან.


9.

 ამოიღეთ ქალაქის პეიზაჟიდან ყურადღების გადამტანი საგნები
გადაიღეთ burst mode და შეუერთეთ ფოტოები ნაკლებად ურბანულ ალიაქოთს



მაშინ, როდესაც ყოველთვის საუკეთესოა მიაღწიოთ იმდენს, რამდენიც თქვენს კამერას შეუძლია, ხშირად საჭიროა ცოტა დამუშავება , რათა ფოტო გამოვიდეს ისეთი, როგორსაც ითვალისწინებდით. მერლინ კაფკა ფოტოებს უთავსებს ერთმანეთს რათა შექმნას გასაოცარი ურბანული სცენები.

,,მე ეს ყვითელი ტაქსის ფოტო გადავიღე ტაიპეიში, ბოლო მოგზაურობის დროს ტაივანში. იმისათვის, რომ ტაქსი ზუსტად ცენტრში დამეჭირა, გადავიღე რამოდენიმე კადრი ნიკონ დ610ის უწყვეტი გადაღების რეჟიმის საშუალებით. ფოტოშოპში ფრთხილად დავდე ფენებად 4 ფოტო და დავმალე სხვა ყურადღების გადამტანი საგნები, როგორებიცაა სხვა მანქანები და ფეხით მოსიარულეები.

საბოლოო, ფერის კორექტირება ადობი ლაითრუმში გავაკეთე, მეტი აქცენტი ყვითელ ტაქსზე მოვახდინე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : უწყვეტი გადაღების სიჩქარე.

როგორ გადაიღოთ:  დააყენეთ კამერა უწყვეტი გადაღების რეჟიმზე, ეს საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ წამში რამდენიმე კადრი. მერლინის ნიკონ დ610ს აქვს 6 კადრი წამში. ამ რეჟიმის დაყენებით საშუალება გეძლევათ გადაიღოთ მრავალჯერადი გამოსახულებები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.  გადაღების დროს მტკიცედ და ერთ პოზიციაზე იდექით.


10

 გადაიღეთ სცენა - 
დაიჭირეთ უფრო მეტი, ვიდრე მოდელი


როდესაც სტუდიის გარეთ მოდელთან ერთად მუშაობთ ადგილმდებარეობა ხდება ფონი. რუსლან ისინევმა ეს ბუნებრივი ფოტო განსაცვიფრებელი შენობის გამო გადაიღო. ,,ეს იყო თავის გამოჩენის მომენტი. ჩემთვის შემთხვევით გადაღებული ფოტოები ყოველთვის კარგად მუშაობს. გამოვიყენე ნიკონი D7100, 28მმ ლინზებით, f/1,8; ჩამკეტის სიჩქარე 1/640წმ  დიაფრაგმა F/2,2, ISO 200.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : სტანდარტული ლინზები, მოდელი და საინტერესო ადგილმდებარეობა.

როგორ გადაიღოთ:  ყველაფერი რაც ჩარჩოშია ამბის ნაწილი ხდება, ასე რომ გაითვალისწინეთ რა არის თქვენს გარშემო.  შეხედეთ საინტერესოდ არქიტექტურას, ან ფოთლებს, რაც შეიძლება თქვენი სამუშაოს ფონი აღმოჩნდეს.


Practical Photography - February 2016

მთარგმნელი - ნინო კაპანაძე

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...