ალბერტ აიზენბერგი დაიბადა ჩერნოვცში, უკრაინაში და
ამერიკაში ადრეულ ბავშვობაში ჩავიდა.
როგორც პორტრეტის, დოკუმენტალისტიკის და ცეკვის ფოტოგრაფი,
საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, რამოდენიმე მსოფლიოში
ყველაზე ნიჭიერ და საინტერესო კლიენტთან ემუშავა. მისთვის არაფერია იმაზე უკეთესი,
ვიდრე ისეთი ფოტოს გადაღება, რომელიც ერთ სრულ ამბავს გვიყვება.
,,როგორც პორტრეტის და ცეკვის ფოტოგრაფი, ბედნიერი ვიყავი
მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეებთან ერთად მემუშავა, დირექტორების, სოლისტების და კორდებალეტის
ჩათვლით. ამ პროცესში, ასეთი წარმოუდგენლად ნიჭიერი ხელოვანების გადაღების შესახებ
მე ორი რამ ვისწავლე.
მოცეკვავეები თავიანთი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულები
არიან, ასე რომ გეგმის კარგად შემუშავებაა საჭირო. თქვენ დროის გაფლანგვა არ უნდა გსურდეთ.
უნდა იცოდეთ, რა გსურთ გადაღებისათვის და ამის შემდეგ დაიწყოთ.
მე პირველად ადგილმდებარეობას ვირჩევ და შემდეგ წარმოვიდგენ
იმას, რისი გადაღებაც მსურს. მრავალ ადგილას, შესაძლოა მხოლოდ 10 წამი გქონდეთ ფოტოს
გადასაღებად, სანამ გაგაძევებენ. მე მიყვარს მოძრაობის ყურება ადგილზე, თუმცა მირჩევნია
ბუნებრიობა და ვფიქრობ, რომ ადგილი იყოს მეორეხარისხოვანი.
არასდროს იცით, რა შეგემთხვევათ გადაღების დროს, ასე
რომ იყავით მოქნილი. მე მქონდა შემთხვევა, როცა პოლიციამ განათება ძირს დააგდო, სავიზიტო
ბარათი არ წაიკითხა და მთხოვდა ნებართვას.
აქ რამოდენიმე რჩევაა თავმოყრილი, რომლებიც დაგეხმარებათ
შექმნათ ყველაზე კარგი პირველი ფოტოგადაღება მოცეკვავესთან.
1. აირჩიეთ მოცეკვავეები, რომლებიც გსურთ იყვნენ იქ.
საკმარისად იღბლიანი ვიყავი, მემუშავა საოცარი მოცეკვავეების
ფართო არჩევანთან. უმეტეს შემთხვევაში მოცეკვავეები ჩემს ნამუშევრებს ნახავენ და მოუთმენელები
და ენთუზიაზმით სავსეები ფოტოების შესაქმნელად მომმართავენ.
წასვლამდე მოვიფიქრებთ, რისი გადაღება გვსურს და როგორი
ფოტოები გვინდა. ჩემი სამუშაოა შევუქმნა მათ კომფორტული გარემო და კამერის წინ ენერგია
შევუნარჩუნო. ეს ყველაფერი ჩარჩოში აისახება.
2. წინასწარ შეამოწმეთ
შერჩეული ადგილი.
გადაღებამდე რამოდენიმე დღით ადრე ადგილს ვზვერავ და
გონებრივ შენიშვნებს ვაკეთებ. ზოგჯერ ვეძებ ქალაქის სახელგანთქმულ ადგილებს, ზოგჯერ
მინდა ბუნებრივი შეგრძნება მეტი სიმწვანით.
განსხვავებული ადგილების გადაღება სახალისოა. აარჩიეთ
გამორჩეული წერტილები: ეს თქვენს ფოტოებს პოპულარულს გახდის.
3. ესაუბრეთ გადაღების
ობიექტს, რათა თავისუფლად იგრძნოს თავი.
ყოველთვის ვთანამშრომლობ მოცეკვავესთან. ყოველთვის ვსაუბრობთ,
რა იმუშავებს უკეთესად და რა არის კომფორტული მისთვის. ეს გადაღების ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწილია.
ესაუბრეთ მათ ცხოვრების, მუსიკის შესახებ და კიდევ,
რას ფიქრობენ, რას გააკეთებენ მომავალში. რაც უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობენ თავს
თქვენთან, მით მეტად აისახება ეს ფოტოებზე.
4. დარწმუნდით
რომ საჭირო აღჭურვილობა გაქვთ.
ადგილზე გადაღება სტუდიაში გადაღებისაგან ძალიან განსხვავდება;
არ დაგჭირდებათ მთელი სტუდიის წაღება გარეთ. კამერა, ლინზები, განათება და თქვენი თვალი!
ითამაშეთ განათებით. ეს ყველაფერია რაც გჭირდებათ.
5. გაერთეთ!
ზოგიერთისთვის ეს შეიძლება სისულელეა, მაგრამ რეალურად
კრიტიკულია. გქონდეთ სწორი დამოკიდებულება, იყავით მოქნილი და პოზიტიური! მოცეკვავეების გადაღება საოცარია, რადგან ისინი
ყოველთვის სრულყოფილებისაკენ მიისწრაფიან.
თარგმნა ნინო კაპანაძემ
0 comments:
Post a Comment