Wednesday, March 2, 2016

როგორ ვიშოვოთ ფული ფოტოგრაფიით?

ბევრ ფოტოგრაფს აქვს ოცნება, თავისი მშვენიერი ფოტოგრაფიული ნამუშევრები გაყიდოს და მათი ასლები კოლექციონერების სახლში დაკიდებული ნახოს. ვწუხვარ, რომ ოცნებები უნდა დაგიმსხვრიოთ და გითხრათ, ფულის გამომუშავებისათვის ეს ყველაზე რთული გზაა. ყველაზე გამოჩენილი ფოტოგრაფებიც კი მხოლოდ ასლების გაყიდვით არ ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, თქვენი ფოტოებით ცოტა ზედმეტი ფულის შოვნა შესაძლებელია და ამისათვის რეალური და მარტივი გზა ამ სტატიაშია მოცემული.


      ვალერი ჯარდინის ფოტო: ყველას მოსწონს ბართი ძველი, ჟანგიანი ველოსიპედით!

იფიქრეთ თემატურად!

ასიათასობით სხვა ნიჭიერი ფოტოგრაფი ცდილობს გაყიდოს თავისი ნამუშევარი ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს სხვებს კონკურენცია გაუწიოს და მსოფლიოში რაღაცას მიაღწიოს.

თქვენ შესაძლოა, ყოველი წლის რამოდენიმე კვირას ხელოვნების ბაზრის კაბინაში ატარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდოთ საკმარისი, რათა შესვენება გააკეთოთ და იქ შესვლის საფასური გადაიხადოთ. ხელოვნების ბაზრები კარგია გამოფენისათვის, მაგრამ ფოტოგრაფია არ არის ყველაზე დიდად გაყიდვადი და ჩვეულებრივ რამოდენიმე ფოტოგრაფი ცდილობს თავისი ნამუშევრები ერთსა და იმავე ღონისძიებაზე გაყიდოს. აგრეთვე, შაბათ-კვირა ფოტოგრაფებისათვის ძალიან ღირებული დღეებია, არ გირჩევნიათ იღებდეთ გარეთ ფოტოებს, ვიდრე ყიდიდეთ მათ?

მეორე ვარიანტია, თქვენი ნამუშევრები რესტორანში, ან ყავის მაღაზიაში გამოფინოთ. თუ ასე მოიქცევით მოაწყეთ წვეულება და დაპატიჟეთ ყველა, ვინც გსურთ. ამ სახით თქვენი სამუშაოს გარშემო ხმაურს შექმნით.  ფოტოები ერთ თვეზე დიდხანს გამოფენილი არ დატოვოთ, რამოდენიმე კვირის შემდეგ მათ ვერავინ შეამჩნევს.

გაგანდობთ პატარა საიდუმლოს...

წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, ორ ან სამ განსხვავებულ ხელოვანს ხშირად შევუამხანაგდებოდი ხოლმე და კერძო არტ ღონისძიებებს ვაწყობდით. ჩვენი კონტაქტების სიას ვაერთიანებდით და ,,ხელოვნების სახლის გახსნაზე" დასასწრებად მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვეპატიჟებოდით. ამას წელიწადში რამოდენიმეჯერ ვაკეთებდით, რიგ-რიგობით ვმასპინძლობდით ღონისძიებას და საჭმელის და სასმელის ღირებულებას შუაზე ვიყოფდით. ჩვენ ასევე მოვუწოდებდით ხალხს, მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ. ამ სახით ჩვენთან ბევრი ხალხი ხვდებოდა და ღონისძიება ყოველთვის მინიმუმ 30_დან 50 კაცამდე მთავრდებოდა .

რატომაა 50 ადამიანის დასწრება შენს სახლში უკეთესი, ვიდრე ათასობით მოსიარულე შენს კაბინასთან არტ გამოფენაზე? თქვენს კერძო ხელოვნების სახლის გახსნაზე მოსული ადამიანების ერთადერთი მიზანია  თქვენი ნამუშევრები შეამოწმონ, აზრები მათ შესახებ ერთმანეთს გაუზიარონ და დახარჯონ ფული! მხოლოდ ერთ ასეთ საღამოზე მე ასობით დოლარის ღირებულების მქონე პატარა ნამუშევრებს და მისალოც ბარათებს ვყიდიდი ხოლმე. ამასთან ერთად საუკეთესო დროს ვატარებდი მეგობრებთან ერთად და ვუზიარებდი აზრებს სხვა ხელოვანებს.


      ვალერი ჯარდინის ფოტო: ბარათი დედის დღისთვის...

რა იყიდება?

პატარა საგნები! თქვენ ყოველთვის გექნებათ რამოდენიმე დიდი ჩარჩოიანი ასლები, ან ეკრანი wow ფაქტორისთვის და შესაძლოა ერთი, ან ორი მათგანი გაყიდოთ, მაგრამ პატარა საგნები, როგორიცაა მისალოცი ბარათები, ნამდვილად გაიყიდება! ხალხს მისალოცი ბარათები ჯერ კიდევ ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში. მე მივხვდი, რომ განსხვავებულ ქვეყანას განსხვავებული მყიდველი ჰყავს. თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ ელექტრონული ფოსტის საუკუნეში ხელშესახები ბარათები გაქრება. პირიქით, ვირტუალური ბარათები და სოციალური მედიის მილოცვები იმდენად გავრცელებული და არაპიროვნულია, რომ ფოსტით რეალური ბარათის მიღება სიახლე გახდა.

ბარათების გაყიდვის უპირატესობა ისაა, რომ მათი შეძენა და გამოყენება ყველას შეგვიძლია. დარწმუნდით, რომ თქვენი საუკეთესო ფოტოებისგან შემდგარი ფართო სახეობის ბარათები გაქვთ. თუ ადამიანები ვერ წყვეტენ რომელი მათგანი აარჩიონ, უმეტეს შემთხვევაში ყველას ყიდულობენ. კიდევ ერთი რჩევა: აჩვენეთ მათ ზოგიერთი მათგანი, ლენტით შეფუთული შეკვრის სახით და მათ მხიარული საჩუქრის იდეა მოუვათ მეგობრებისათვის, თანამშრომლებისათვის, მასწავლებლებისათვის და ა.შ. და კიდევ ერთი: შესთავაზეთ ,,კალათა" შეზღუდული რაოდენობის ფასდაკლების ბარათებით. ზოგი ადამიანი მხოლოდ იმიტომ იყიდის, თუ იფიქრებს, რომ კარგი შეთავაზება მიიღო. აგრეთვე სტიმულის მისაცემად გამოიყენეთ ფრაზა: ,,ათის ყიდვის შემთხვევაში, უფასოდ მიიღებთ კიდევ ერთს", ეს ნამდვილად მუშაობს!


      ვალერი ჯარდინის ფოტო: ყველა იცნობს მუსიკოსს, რომელსაც ასეთი ბარათი გაახარებს!

როგორ გავაკეთო მისალოცი ბარათები?

ასეთი ბარათების გაკეთების რამოდენიმე გზა არსებობს და იგი ცოტა დროს და ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ ბარათები შუამავალს შეუკვეთოთ. ეს ყველაზე ადვილი გზაა, თუმცა - ყველაზე ძვირადღირებულიც.

შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ! თუ გაქვთ კარგი ხარისხის ფოტოპრინტერი, შეგიძლიათ მისალოცი ბარათის თარგი გადმოწეროთ და დაბეჭდოთ ისინი ლამაზ ქაღალდზე. ფრთხილად იყავით ძვირიან მელანთან და გაარკვიეთ, რა ეღირება თითოეული ბარათი მელნის, ქაღალდის და კონვერტის გათვალისწინებით. მიზანი რაც შეიძლება პატარა, ლამაზი ბარათების გაკეთებაა.

ბარათების გაკეთების იაფი გზაა, დააფიქსიროთ ფოტოები ქაღალდზე, თუმცა ეს ცოტა მეტ დროს მოითხოვს. დიდი რაოდენობით Pre-scored ბარათის ქაღალდი შესაბამის კონვერტთან ერთად, შესაძლოა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში მისაღებ ფასად შეიძინონ. შემდეგი ნაბიჯია ბარათის უკანა მხარეს თქვენი ლოგო და საკონტაქტო ინფორმაცია დაატანოთ. ფოტოს განთავსება ბარათის წინა მხარეს, with double sided permanent tape ამ ყველაფრის რუტინული ნაწილია.

უფრო მეტი პროფესიული შესახედაობის მისაცემად, შეგიძლიათ თითოეული მათგანი სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში ჩადოთ, ან ,,go green" და საერთოდ არ შეფუთოთ ისინი. ბარათების მოსამარაგებლად 4x6_ზე ასლების ონლაინ შეკვეთა იაფია, ერთი ასლი მხოლოდ ერთი პენი ღირს (ჩვეულებრივ, უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თქვენ დაბეჭდოთ).

დაიმახსოვრეთ! ბარათები, რომლებსაც მაღაზიაში ყიდულობთ, ძვირია! თქვენი ბარათები იქნება უნიკალური და ადვილად შეგიძლიათ გაყიდოთ თითო 5 ლარად. როდესაც ადამიანები მათ ათეულობით, ან როგორც შეკვრას ისე იყიდიან, მიეცით მათ კიდევ დამატებით საჩუქრად...თუ სწორად მოიქცევით, შეძლებთ თითოეულ ბარათზე ადვილად გამოიმუშაოთ 300-400% მოგება. ასევე ადვილად შეგიძლიათ თითო წვეულების განმავლობაში რამდენიმე ასეული ლარი გამოიმუშაოთ და საკმაოდ კარგად იგრძნოთ თავი!


      ვალერი ჯარდინის ფოტო: ეს ბარათი ყველა სეზონისთვისაა!

გასართობი მხარე და ბონუსი თქვენთვის, ფოტოგრაფებო!

მისალოცი ბარათებისათვის გადაღება დიდი ფოტოგრაფიული პროექტი ხდება. შეგიძლიათ გადაიღოთ განსხვავებულ თემებზე: შობისთვის, დედის დღისთვის, დაბადების დღეებისთვის, სიყვარულის დღისთვის და ა.შ. ამ ყველაფრით თქვენ უეცრად შემგროვებელი ფოტოგრაფი გახდებით, რაც თქვენს პატარა ბიზნესს სჭირდება. მე კვირაში რამოდენიმე საათს მხოლოდ მისალოცი ბარათების კოლექციის გადაღებას ვუთმობდი. მაგალითად, თუ ვიღებდი ფოტოებს ,,მამების დღისთვის", ვფიქრობდი გოლფზე, თევზაობაზე, ანტიკურ მანქანებზე და ა. შ. ყოველი ახალი დავალება საგანძურის ძიება ხდება. ეს იმის მსგავსია, თითქოს სააგენტოსათვის იღებ. განსხვავება იყო ის, რომ ამ ბარათებით უფრო მეტი ფული გამოვიმუშავე და უფრო მეტი სიამოვნება მივიღე, ვიდრე - ნადირობისას.

ამ პატარა ექსპერიმენტმა ორმაგი დანიშნულება მომცა, ამ პროექტზე მუშაობისას გავერთე და ბევრი ვისწავლე და ასევე მომიტანა დამატებითი ფული მოგზაურობებისათვის, ან photo gear!

კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ირგვლივ შენი სახელი ცნობილი ხდება. ხშირად ადამიანები, მას შემდეგ, რაც მიიღეს ერთ-ერთი ჩემი ბარათი, მწერენ, ან მირეკავენ შესაკვეთად განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკონტაქტო ინფორმაციის დატანა თითოეული ბარათის უკან! დღეს მე ბარათებს აღარ ვაკეთებ, მაგრამ ირონიულია, რომ მისალოცი ბარათების კომპანიებისაგან ხშირად ვიღებ თხოვნებს, ჩემი ფოტოების გამოყენების ლიცენზია მივცე.

თუ გიყვართ ფოტოგრაფია და გაქვთ ცოტაოდენი თავისუფალი დრო, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რატომ არ უნდა გამოიმუშაოთ დამატებითი ფული თქვენი ფოტოების გაყიდვით? გისურვებთ წარმატებებს!


      ვალერი ჯარდინის ფოტო: ბარათი ,,წიგნის ჭიისათვის"? როდესაც იწყებთ გადაღებას მისალოცი ბარათის კოლექციისათვის შესაძლებლობები წარმოგვაჩენს ყველგან და გადასაღებად სიარული თქვენთვის საგანძურზე ნადირობის ტოლფასი გახდება.

გაქვთ რაიმე დამატებითი რჩევები, როგორ გამოვიმუშაოთ ფოტოგრაფიით ფული? თუ ასეა, გთხოვთ კომენტარების სახით გაგვიზიაროთ :)




მთარგმნელი - ნინო კაპანაძე



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...