თუ ზაფხულში დასასვენებლად მიდიხართ, რატომ არ უნდა
სცადოთ წყალქვეშა ფოტოგრაფია? დრონების მსგავსად, კამერის ტექნოლოგიებზე ფასების დაცემამ პრაქტიკულად
ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ეს ჟანრი. ასე რომ თუ გსურთ გადაიღოთ ბავშვების ჭყუმპალაობა
აუზში, ან შეისწავლოთ ფერადი თევზებით სავსე
ტროპიკული მარჯნის რიფები, აუცილებელია არაა ბანკი გაძარცვოთ. რა თქმა უნდა ამისათვის
მინიმუმ ზოგიერთი სპეციალური ნაკრებია საჭირო, მაგრამ გაოცდებით, რამდენად იაფად შეგიძლიათ
შეიძინოთ ისინი.
ყველაზე იაფი ვარიანტია თქვენი სმარტფონისათვის შეიძინოთ
წყალგაუმტარი ქეისი. ის მოქნილი, გამჭვირვალე პლასტმასისგან კეთდება და მისი ფასები
დაახლოებით £20დან იწყება. ჩვენ Aquapac_ს გირჩევთ, რომელიც თქვენს ტელეფონს მშრალად
30წუთის მანძილზე ინახავს, ასევე ღირს პოლისტიროლის, ან კორპის ტივტივას ყიდვა, რომელიც ქეისზე მაგრდება იმ შემთხვევისათვის, თუ ტელეფონი წყალში ჩაგივარდებათ. მიუხედავად
იმისა, რომ წყალში სენსორები არ იმუშავებს, შეგიძლიათ გააქტიუროთ კამერის ფუნქცია ჩასვლამდე
და ფოტოს გადასაღებად ტელეფონის გვერდითი ღილაკი
გამოიყენოთ.
ასეთი რბილი ქეისები ხელმისაწვდომია ვიდეოკამერებისთვის,
კომპაქტური აპარატებისთვის, CSC_ებისთვის და DSLR_ებისთვის, თითქმის ყველას ღირებულება
£100_ზე ნაკლებია და ფოტოს ოპტიმალური ხარისხისათვის მაგარი აკრილის ლინზები აქვს.
მყვინთავებისათვის მყარი ქეისები უკეთესი არჩევანია, რადგან მათი ჩატანა უფრო ღრმადაა
შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მყარი ქეისები მნიშვნელოვნად ძვირია ვიდრე რბილები,
მყარი ქეისები გვთავაზობს სპეციალურ ღილაკებს კამერის თითქმის ყველა გარე კონტროლზე,
ასე რომ მათი გამოყენება უფრო ადვილია და კამერას უკეთესი დაცვა აქვს.
იყიდეთ წყალგაუმტარი
კამერა
წყალგაუმტარი ქეისის მარტივი ალტერნატივაა წყალგაუმტარი
კამერა. კიდევ შეგახსენებთ, რომ ისინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე წარმოიდგენთ.
ყველაზე იაფი ვარიანტია სამოქმედო კამერა, როგორიცაა Ricoh WG-M2. ეს ხელით კონტროლის
ბევრ საშუალებას არ გვთავაზობს და ხშირად ეკრანიც არ აქვს, მაგრამ მისი ძლიერი მხარეა
ძალიან ფართო მახედი და საოცრად მისაღები ფოტოს ხარისხი. იგი იდეალურია სერიოზული ყვინთვისთვის.
გარდა ამისა, სცადეთ გამძლე კომპაქტური კამერა – ეს
მეტ კონტროლს მოგცემთ პარამეტრებზე და შეგეძლებათ შეცვალოთ ISO, დიაფრაგმა და ჩამკეტის
სიჩქარე, აგრეთვე მიიღებთ მსუბუქი განათების პერფორმანსს, ოპტიკურ ზუმს, და ხშირად
RAW ფუნქციასაც. ასევე მიიღებთ მაშუქს, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ გადასაღები ობიექტის
დამატებითი განათებისათვის.
აირჩიეთ ადგილი
თუ ცდუნებამ გძლიათ და წყალქვეშა ფოტოგრაფიაში აპირებთ
სცადოთ ბედი, ამის დრო ზაფხულია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად წყლის ზედაპირთან ახლოს
იმუშავეთ, სადაც კარგი განათებაა. თუ იღბლიანი ხართ, შესაძლოა წყალში დაცემული მზის
სხივებიც გადაიღოთ. სადაც არ უნდა იყოთ, ატარეთ ნიღაბი, რომ ყველაფრის ნათლად დანახვა
შეგეძლოთ. მნიშვნელოვანია ვინმე იყოს თქვენთან ერთად და თუ ხელსაყრელი პირობები არაა, არ გარისკოთ წყალში შესვლა. თუ ვერ ბედავთ ზღვაში ჩასვლას გადასაღებად, სცადეთ ჩაძიროთ
კამერა ნაკადში.
წყალგაუმტარი კამერები უდიდესი რამაა საზღვაო ცხოვრების
გადასაღებად და არამარტო. თუ არდადეგებს ბავშვებთან ერთად ატარებთ ჩაიტანეთ კამერა
აუზში უცნაური წყალქვეშა პორტრეტების გადასაღებად. ეს გადასაღებად უსაფრთხო ადგილია,
იქ დინებები და კლდები არაა.
გამოიყენეთ კამერის
საუკეთესო პარამეტრები
1. შეარჩიეთ ფართო
დიაფრაგმა
თუ თქვენს კამერას ხელით მართვის კონტროლი აქვს გამოიყენეთ
ობიექტივის ყველაზე ფართო დიაფრაგმა (ყველაზე პატარა f რიცხვები), რადგან შესაძლოა თქვენს განკარგულებაში
მეტი ხელმისაწვდომი განათება არ იყოს. შეამოწმეთ ჩამკეტის სიჩქარე და თუ 1/125წმ_ზე
დაბლაა, გაზარდეთ ISO. ეს ცოტა მეტ ციფრულ ხმაურს გამოიწვევს ფოტოზე, მაგრამ ეს უკეთესია
ვიდრე გაბლარული ფოტო. ჩართეთ ნებისმიერი იმიჯსტაბილიზატორი რაც კამერას აქვს და გამოიყენეთ
გადაღების დროს.
2. დააშორეთ
რაც უფრო შორს ხართ საგნიდან მით ნაკლები სიცხადე ექნება
ფოტოს, რადგან წყალი ისეთი სუფთა არაა, როგორც ჰაერი. ამ მიზეზის გამო უკეთესი იქნება
თუ არ მიაახლოვებთ ლინზით და ფიზიკურად ახლოს მიხვალთ საგანთან გადასაღებად. ახლოს
ყოფნა ასევე მაშუქის გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ. თუ თქვენ კამერას ოპტიკური
ზუმი არ აქვს, როგორიცაა მაგ, GoPro, არსებობს იმის შანსი, რომ იგი ძალიან ფართო კუთხიანი
იქნება.
3. დააყენეთ სწრაფი
burst
როდესაც სწრაფად მოძრავ საგნებს იღებთ მაგ: თევზს –
ზღვაში, ან ბავშვებს – აუზში, სრულყოფილი კადრის გადაღების შესაძლებლობა უცებ მოდის
და ასევე უცებ მიდის, ასე რომ კამერის ყველაზე სწრაფი ჩამკეტის სიჩქარე გააქტიურეთ.
საუკეთესო ნიმუშებში ეს 3-8fps_ში მერყეობს. კამერას ამ სიჩქარის შენარჩუნება მხოლოდ
მოკლე bursts_ში
შეუძლია, ასე რომ ფრთხილად შეარჩიეთ მომენტი. სწრაფი მეხსიერების ბარათი დაგეხმარებათ სწრაფად გაასუფთაოს buffer მომდევნო burst_ისათვის.
4. წყალქვეშა მექანიზმის პარამეტრები
სხვა ფოტოგრაფიული ჟანრებისაგან განსხვავებით, წყალქვეშა ფოტოგრაფია საჭიროებს სპეციალურ წყალგაუმტარ აღჭურვილობას, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული ინვესტიციის ჩადება სანამ ბედს ცდით. საბედნიეროდ წინა წლებთან შედარებით ეს ახლა გაცილებით ხელმისაწვდომია. განსაკუთრებით მაშინ თუ მოქნილ პლასტიკურ ქეისს შეიძენთ, როგორიც გვერდითაა მოცემული. გარდა ამისა, მიმოიხილეთ სამი წყალგაუმტარი კამერა და Ikelite_ს მძიმე ქეისი.
GoPro HERO £94
წყალგაუმტარ მოდელებს შორის ეს თხელი წყალგაუმტარი ქეისიანი საწყისი დონის კამერა ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე იაფია. ის წყალგაუმტარია 40მეტრის სიღრმეზე, ასე რომ ის განკუთვნილია ყვინთვისთვის და არის დარტყმაგამძლე და ყინვაგამძლე. ამ მოდელს შეუძლია გადაიღოს 1080p Full HD ვიდეო 30 კადრი წამში, ან გადაიღოს ფოტოები – 5კადრი წამში. მას ძალიან ფართო ხედვის კუთხე აქვს და ადვილად ემაგრება სხვადასხვა ზედაპირს. მეტად მოწინავე GoPro მოდელებიც ასევე ხელმისაწვდომია.

Olympus TG-4 £264
ეს 16მეგაპიქსელიანი გამძლე კომპაქტური კამერა წყალგაუმტარია 15 მეტრ სიღრმეზე და აგრეთვე ყინვაგამძლე და დარტყმაგამძლეა. მისი f/2 ლინზა დაბალი განათების პირობებში სწრაფი ჩამკეტის სიჩაქრის საშუალებას იძლევა და მასში 4x ოპტიკური ზუმია ჩამონტაჟებული. TG-4 ხელით მართვის კონტროლის საშუალებას იძლევა გარკვეული ხარისხით და შეუძლია RAW_ში გადაღება დამუშავების დროს მეტი მოქნილობისათვის. GoPro_სგან განსხვავებით მას გააჩნია 3in 460k-dot ეკრანი. ვიდეოს ჩაწერა შეუძლია 1080p Full HD-ზე და სრული რეზოლუცია 5 კადრი წამში.

Nikon 1 AW1 £669
1 AW1 ბაზარზე ერთადერთი უსარკეებო წყალგაუმტარი კამერაა და £669 ღირს ნიკონის 2 წყალგაუმტარ ლინზასთან ერთად (11-27.5mm and 10mm). სხვა 1 სერიის ლინზების გამოყენებაც შეიძლება, თუმცა არა წყალქვეშ. AW1ს გააჩნია 14.2MP სენსორი და 15 მეტრ სიღრმეში გადაღება შეუძლია. შთამბეჭდავია ის, რომ მას შეუძლია 15fpsზე მეტი გადაიღოს AFით, ან 60fps მის გარეშე. ფილმებს აწარმოებს 1080p Full HD-ზე.

Ikelite housing £279-£1400
Ikeliteს გამძლე წყალგაუმტარი ქეისი ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს წყალქვეშ თავიანთი რეგულარული კამერით გადაიღონ. ხელმისაწვდომია ფართო სპექტრის მოდელებზე მათ შორის DSLR_ებზე. ქეისი წყალგაუმტარია 60მ_ზე, და პრაქტიკულად ყველა გარე კონტროლზე ინარჩუნებს წვდომას. ზოგს მოსდევს გვერდითი სახელურები დამატებით დასაჭერად და უმეტეს მათგანს აქვს სამაგრები და გარე განათების დასაფიქსირებელი. კამერებისათვის, რომელთა ლინზებიც ურთიერთშემცვლელია ცალკე პორტია საჭირო.

ექსპერტის რჩევები
წყალქვეშ გადასაღებად.
ბრენტ დურანდი პროფესიონალი მყვინთავი და წყალქვეშა
ფოტოგრაფია კალიფორნიიდან. იგი ასევე წყალქვეშა ფოტოგრაფიის გზამკვლევის რედაქტორია...
მიდით ახლოს
რაც უფრო ახლოს ხართ საგანთან, მით უკეთესია ფერები,
კონტრასტი და სიმკვეთრე. ასე იმიტომაა, რომ ზღვის წყალი სრულყოფილად სუფთა არაა, ასე
რომ ნაკლები გადაიღეთ და უკეთესად. უკეთესი იქნება დააშოროთ და უფრო ახლოს მიხვიდეთ
ვიდრე სამუშაო დისტანციისას ხართ ხოლმე.
მოამზადეთ მაშუქი
როდესაც ახლო იღებთ ჩართეთ ჩამონტაჟებული მაშუქი, რათა
დაგეხმაროთ საგნის დამატებით განათებაში და კარგი ფერის მიღებაში. საგნებისათვის, რომლებიც
დაახლოებით ერთ მეტრზე შორსაა, გამორთეთ მაშუქი.
გამოიყენეთ წყალქვეშა
რეჟიმი
ყველაზე თავდადებულ წყალგაუმტარ კამერებს სულ მცირე
ერთი წყალქვეშა რეჟიმი მაინც აქვთ, რომელიც საუკეთესოა დამწყებთათვის. როდესაც უფრო
თავდაჯერებული გახდებით შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც სცადოთ ხელით მართვის რეჟიმით.
გადაიღეთ RAW
ფორმატში
თუ თქვენს კამერას აქვს RAW ფორმატის შესაძლებლობა
– გამოიყენეთ. ეს დამუშავების პროცესში ბევრად მეტი კონტროლის საშუალებას მოგცემთ,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით კადრი გადაგინათდათ, ან თუ
მაღალი მგრძნობელობით გადაიღეთ.
თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016
ძალიან საინტერესო პოსტია! :)
ReplyDeleteმიხარია რომ მოგეწონა ;)
ReplyDelete