Thursday, November 17, 2016

უშუქობის მანიფესტი








როცა მიქრობ დენს

აფუჭებ ჩემს საქმეს, რომლითაც მე ვსულდგმულობ.

როცა მიქრობ დენს

მანერვიულებ და მაგდებ გრაფიკიდან.

როცა მიქრობ დენს

დედას უტყნავ ჩემს დედლაინს და დღის გეგმებს.

როცა მიქრობ დენს

წყალში მიყრი ჩემს ნამონტაჟებს. ჩემ დასასეივებელ ვიდეო ფაილებს რომლებიც ახლიდან ასაწყობი მიხდება.

როცა მიქრობ დენს

ინსპირაციას უკარგავ გრაფიკოს დიზაინერს, რომელმაც ის ისაა იპოვა ინსპირაცია ინტერნეტში და მიტოვებ გაშავაბულ ეკრანს.

როცა მიქრობ დენს

საფრთხეს უქმნი ჩემ ტექნიკას, რომელიც უპეესზე არაა დაერთებული. საფრთხეს უქმნი ჩემს დიჯითალ ფაილებს, რომლებსაც წაშლით ემუქრები.

როცა მიქრობ დენს

შენ აბნელებ ჩემს სახლს რომელსაც მხოლოდ 2 ფანჯარა აქვს.

როცა მიქრობ დენს

ყოელჯერზე მაფიქრებ რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველა და ისევ ტრაკში ვართ.

როცა მიქრობ დენს

ყოველთვის მაფიქრებ რომ წავიდე იქ სადაც დენი არ ქრება. მაფიქრებ ემიგრაციაზე.

როცა მიქრობ დენს

მაფიქრებ დენთზე ან ტროტილზე, რომელსაც ერთ ადგილზე გაგიკეთებდი ჯოკერის ღიმილის თანხლებით. შესაბამისად მიბიძგებ დანაშაულზე.

როცა მიქრობ დენს

შენ ვინც არ უნდა იყო, სახელმწიფო თუ კერძო კომპანია, სამეთვალყურეო საბჭო თუ რიგითი მუშა. შენ აფერხებ ჩემს წვდომას მთელ მსოფლიოსთან, შენ აფერხებ ჩემს განვითარებას, შენ მამყოფებ უიმედობაში და თავს მაგრძნობინებ უსუსურ ადამიანად, რომელსაც არ შეწევს ძალა მოიყვანოს დენი. არ მაძლევ შანსს რომ დაგირეკო და გკითხო როდის მოვა ის, რადგან ოპერატორი თითქმის არასოდეს მიპასუხებს. და თუ მიპასუხებს ვერ მეტყვის როდის მოვა დენი, შესაბამისად მამყოფებ უიმედო მოლოდინის რეჟიმში და მაგდებ აპათიაში.

როცა მიქრობ დენს

ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის მახსენებ დედაშენს . . .

გიო ბეჟანიშვილი





2 comments:

  1. ძაან მაგარი ბლოგერი ხარ :D

    ReplyDelete
  2. მახარებ შალვა, მახარებს და სტიმულს მაძლევს კომენტარები და მკითხველების აზრი, თან შინაური ხალხის გამხნევება 😉😉

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...