Wednesday, January 25, 2017

ფოტოგრაფიული საიტების 10 შეცდომა, რომლებიც პოტენციურ კლიენტებს დაგაკარგვინებთ

თუ ფოტოგრაფიულ ბიზნესზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ წესით უკვე უნდა გქონდეთ ფოტოგრაფიული ვებგვერდი (თუ არ გაქვთ დაუყოვნებლივ გააკეთეთ). თქვენ ალბათ ამაყობთ მისით და მზისქვეშეთში საუკეთესოდ მიგაჩნიათ, თუმცა თითქმის ყველა ფოტოგრაფის საიტზე უამრავ შეცდომას აღმოვაჩენთ. ეს შეცდომები თქვენი ბიზნესისათვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს, რადგან ადვილად დააფრთხობენ პოტენციურ კლიენტებს. ამ შემთხვევაში პოტენციურ კლიენტებად მოვიაზრებთ დიდ სააგენტოებს, კომპანიებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს და არა რეგულარულ მომხმარებლებს, რომლებთაც მათი ქორწილის გადაღება სურთ.



ამ შეცდომებს ადვილად აღმოაჩენთ მას შემდეგ, საიდანაა ისინი გამოწვეული.

ახლახანს, როდესაც ჩვენი ახალი პროექტისათვის ვეძებდით თავისუფალ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, გამოვიკვლიეთ ათასობით ფოტოგრაფიის საიტები და გაოცებულები დავრჩით იმ შეცდომების რაოდენობით, რომლებსაც მათთან ურთიერთობის დროს შევეჯახეთ. რამოდენიმე კონკრეტული შეცდომა კი მუდმივად მეორდებოდა!

ზოგი მათგანი აშკარაა, ზოგი – არა, მაგრამ თითქმის ყველა ფოტოგრაფი საიტზე სულ მცირე ერთ, ან ორ შეცდომას მაინც უშვებს. მოკლედ, ქვემოთ იხილავთ ფოტოგრაფიული საიტების ყველაზე გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ მოინიშნოთ.

1. თქვენი სახელი დაკარგულია

ეს ალბათ ყველაზე აშკარა შეცდომაა. თუმცა გაგიკვირდებათ და ძალიან ბევრი საიტია ანონიმური. შესაძლოა დიდებული მეტსახელი გაქვთ, ეს იდუმალ ხელოვანად ყოფნაში დაგეხმარებათ, მაგრამ ნამდვილად ვერ შეძლებთ ახალი შეკვეთის მიღებას.

დაიმახსოვრეთ, თქვენი სახელი თქვენი ერთადერთი ბრენდია. თქვენ უნდა ამაყობდეთ მისით და იმდენჯერ უნდა წარუდგინოთ საზოგადოებას, რამდენჯერაც შესაძლებელია. ასე რომ განათავსეთ თქვენი სახელი თვალსაჩინოდ! და იყიდეთ ახალი დომეინი თქვენი სახელით თუ შესაძლებელია!

კარგი საიტის მაგალითი, ამაყობს სახელით



2. იყენებთ იაფ ვებ შაბლონებს

გსურთ წარმატებული ფოტოგრაფიული ბიზნესი აწარმოოთ? მაშინ მასში ინვესტიცია  უნდა ჩადოთ. დაიწყეთ ინვესტირება ნორმალური საიტიდან. რამოდენიმე ასეული დოლარი და გამოცდილი მეგობარი თვალის დახამხამებაში შეასრულებს თქვენს სამუშაოს და თქვენ გექნებათ ლამაზი, საწყისი, მაგრამ ორიგინალური საიტი.

თუმცა გთხოვთ, თავი აარიდეთ იაფ შაბლონურ საიტებს მომწოდებლის ლოგოთი.

3. თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია დაკარგულია

ელ. ფოსტის მისამართი არის გასაღები. კლიენტისათვის აუცილებელია იპოვოს ის სწრაფად და ადვილად. საკონტაქტო ფორმები ხშირია და დასაწყისისათვის შესაძლოა ცუდად არ გამოიყურება, თუმცა დიდი კლიენტების უმრავლესობას ურჩევნია მეილით დაკავშირება, რადგანაც მათ სურთ ამ მიმოწერის ასლი თავადაც ქონდეთ.

თუ საკონტაქტო ფორმის ქონას დაიჟინებთ, მეილიც მიაწერეთ და დაელოდეთ კლიენტის გადაწყვეტილებას.  საიდუმლო რჩევა – განათავსეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, როგორც თქვენი მეილის ფოტო ისე, რომ რობოტებმა ვერ მოძებნონ და ამით თავს დააღწევთ ტონობით სპამს.



4. შეამოწმეთ სპამი

ეს მჭიდროდ უკავშირდება წინა შეცდომას. შეკითხვები სააგენტოებიდან, კომპანიებიდან და სხვა პროექტებიდან ხშირად სპამში ან ჯანქში აღმოჩნდება ხოლმე.  არ აქვს მნიშვნელობა კლიენტებთან კომუნიკაციისათვის რომელ ელექტრონულ საფოსტო მომსახურებას იყენებთ,  მნიშვნელოვანია სპამის შემოწმება რამოდენიმე დღეში ერთხელ. ეს იმ უხერხული მომენტებისგან თავის არიდების ერთადერთი გზაა, როდესაც რამოდენიმე თვის მერე პაუხობთ მნიშვნელოვან შეკითხვას და მაშინ უკვე ძალიან გვიანია.

5. თქვენს საიტზე სიმღერა ისმის

დავამატო კიდევ რაიმე? გამარჯობა! 2017 წელია! ყველა უსმენს მუსიკას იუთუბზე როდესაც ინტერნეტშია. ბამ!  ხალხს რაც სურს არის ის, რომ შეწყდეს თქვენი საყვარელი მუსიკა.

6. ფასები დამალულია

თუ ფასების საიტზე გაზიარება არ გსურთ - ნორმალურია. ისიც ნორმალურია თუ გსურთ გააზიაროთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ რომელი გზა აირჩიოთ! თუ გსურთ ფასების ჩვენება გახადეთ ის შესამჩნევი და განათავსეთ მენიუში, სპეციალურ კატეგორიაში. თუ არ გსურთ ჩვენება, დაწერეთ გარკვევით (და დაამატეთ მეილის მისამართი ამ ადგილას ისე, რომ  კლიენტმა შეძლოს დაკონტაქტება ფასების დეტალებთან დაკავშირებით).

არაფერია უფრო მეტად ფატალური და საეჭვო, როგორც პატარა ფარული ნაცრისფერი ლინკი, რომელსაც გადავყავართ ფასების სახელმძღვანელო პდფ ფაილზე, რომელიც ფარავს ქვედა მარჯვენა კუთხეს ,, ჩემს შესახებ“.

მაგალითი თუ რა უნდა გააკეთოთ – მკაფიო განცხადება იმის შესახებ, თუ სად მოძებნონ ფასები



7. თქვენი საიტი ძალიან ნელია

ფოტოგრაფიულ საიტებზე ეს პრობლემა ხშირად გამოწვეულია მაღალი რეზოლუციის და შეუკუმშავი ფოტოების გამო. ვიცი, რომ ფოტოგრაფები ვამაყობთ ჩვენი უახლესი კამერების დიდებული დინამიკური დიაპაზონით. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოტენციური კლიენტებისათვის, როგორც წესი, ეს მნიშვნელოვანი არ არის. საჭიროა, რომ საიტი იყოს სწრაფი! და სწორედ ამიტომ, აუცილებელია შეკუმშოთ ფოტოები (150-200კბ საიტის ფოტოებისათვის კარგი მაქსიმუმი ზომაა, ამაზე დიდი ზომის ფოტოები შეანელებს საიტს). ფოტოგრაფიული საიტების სფეროში სიჩქარე მეფეა.

8. არ გაქვთ ინგლისური ვერსია

ეს ეხება არაინგლისურენოვანი ქვეყნების ფოტოგრაფებს. დიახ, დღეს ბიზნეს მსოფლიოში ინგლისური ყველაზე მნიშვნელოვანი ენაა. ასე რომ, საჭიროა საიტის ინგლისური ვერსიის ქონა თუ თქვენი მიზანი მსოფლიო ბაზარია. თუ არ გაქვთ დრო, ან რესურსები ორენოვანი ვერსიის მოსამზადებლად, მოამზადეთ მხოლოდ ინგლისურად.


ორენოვანი საიტის მაგალითი


9. ადგილდებარეობა დაკარგულია

ფოტოგრაფების უმრავლესობის მიზანი მსოფლიო ბაზარია, რის გამოც მდებარეობის ინფორმაციაში წერენ მხოლოდ ,,ხელმისაწვდომია მსოფლიოში“. კი ბატონო, მშვენიერია თუ მოგზაურობის სურვილი გაქვთ, მაგრამ კლიენტები ზოგჯერ ეძებენ ადგილობრივ ფოტოგრაფს.  ყოველთვის მიუთითეთ თქვენი ადგილმდებარეობა (ქალაქი მაინც).

10. არ არის სოციალური მედიის ლინკები

სოციალური მედია ახალი ადგილია თქვენი სამუშაოს დახასიათების და რეკომენდაციების შესამოწმებლად. პოტენციური კლიენტებისათვის გადამწყვეტია ჰქონდეთ საშუალება სწრაფად მოძებნონ თქვენი პროფილი სოციალურ მედიაში.  წესი – ,,უფრო მეტი, უფრო უკეთესი“ 100%_ით ამართლებს აქ. 

Facebook, Twitter, Pinterest და Instagram აუცილებელია. შეგიძიათ სხვებიც დაასახელოთ.


სოცილური მედიის ლინკების ნათელი მაგალითი


და ბოლოს

დიდ ენერგიას და დროს ხარჯავთ თქვენი საიტის შექმნაში. სამწუხარო იქნება ისეთმა პატარა შეცდომებმა, რომლების მოშორებაც მარტივად შეიძლება, შეამციროს პოტენციური კლიენტების მოზიდვა. იმედი მაქვს ეს სტატია გიჩვენებთ რამოდენიმე პრაქტიკულ მაგალითს შესაძლო ცვლილებებისთვის.

ჩვენ გვიყვარს თქვენი მოსმენა! 
როგორ ფიქრობთ - არის სხვა შეცდომებიც, რომელთაგან თავის არიდებაც შეგვიძლია? 


თარგმანი -  ნინო კაპანაძე

წყარო: http://digital-photography-school.com/10-photography-website-mistakes-might-repelling-potential-clients/



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...