Monday, January 9, 2017

5 სტატია, რომელიც უკეთ გაგაცნობთ "უცხოგრაფს"



ორიოდ დღის წინ ვკითხულობდი რაღაც სტატიას, სადაც სხვადასხვა რჩევები იყო მცირე ბიზნესის შესახებ. სტატიაში ხაზგასმით ეწერა რომ ბიზნესს უხდება "ჰუმანიზაცია", "გაჰუმანურება" ანუ გაადამიანურება. რომ ბიზნესი რობოტი არაა და არც ისინი ვინც მის მიღმა დგანან. რომ კულისებს მიღმა მომხდარი ამბების კლიენტებისა თუ გულშემატკივრებისთვის მოთხრობა აუცილებელი და მეტად სასარგებლოა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის. რომ სწორედ ამბებში ჩნდება სიმპათიები და ინტერესები ამათუიმ ბიზნესის მიმართ. ეს ისეთივე ვარიანტია საუბარში რომ უცნობი ადამიანი თავის პიარადის მოყოლას იწყებს და თუ ისტორია საინტერესო და კორექტულია, "ყინულიც დნება".

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინ მივხვდი რომ მეც სწორედ ასეთ ისტორიებს ვწერდი, ოღონდ გაუთვიცნობიერებლად, შეუცნობლად, წინასწარი ბიზნეს გათვლების გარეშე. თუმცა ამ სტატიამ მიმახვედრა რომ ასეთი ამბების ერთად თავმოყრა უფრო საინტერესოს გახდიდა და შეკრავდა საერთო შეხედულებებს, რომლებიც მკითხველს ჩვენს შესახებ აქვს ან გაუჩნდება.

სწორედ ამ მიზნით გვინდა წარმოგიდგინოთ 5 ტოპ ისტორია "უცხოგრაფის" შესახებ, რომლებიც თავს  სხვადსხვა დროსა და სივრცეში გადაგხვდა :

1. ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე! 

2. რეპერობიდან უცხოგრაფობამდე

3. გადამღებები მოვიდნენ, ქოჩორი გასიწორე პაწრო!

4. ტაქსის მძღოლთან არ სათქმელი!

5. რატომ ავირჩიე მასწავლებლობა?!

შეიძლება რომელიმე მათგანი უკვე წაკითხულიც გაქვთ. სტატიები მოცულობით დიდია, თუმცა ვფიქრობ სახალისოდ და საინტერესოდ იკითხება. თუმცა, შეფასებები თქვენთვის მომინდია!

გიორგი ბეჟანიშვილი





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...