ვასოს მის ქორწილამდე არასოდეს შევხვედრივარ. ხატია კი მის მეგობრებთან ერთად გასულ გაზაფხულზე მათი კლასის ბანკეტზე გავიცანი, რომელიც "უცხოგრფმა" გადაიღო.
ქორწილში ისე წავედით, არ ვიცოდით ვინ იყო პატარძალი. მის დანახვაზე კი მე, ხოსეს და მამუკას ერთნაირად გაოცებული სახე გვქონდა. მახსოვს ვკითხე კიდეც შენი ქორწილიათქო, არადა საქორწინო კაბა ეცვა :D
ვასოს და ხატიასნაირი მხიარული და პოზიტიური წყვილი იშვიათად შემხვედრია. მთელი დღის მანძილზე სულ ამაღლებულ ნოტაზე გავატრეთ და ვფიქრობ ეს ფოტოებსაც დაეტყო. თუმცა როგორც ყოველთვის, შეფასებები თქვენთვის მომინდვია.
გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment