Sunday, February 19, 2017

5 მარტივი გზა გახდეთ უკეთესი ფოტოგრაფი

ნატა სამერკი არის პროფესიონალი ფოტოგრაფი და საიტის 500px_ის რედაქტორი. იგი რამოდენიმე სასარგებლო რჩევას გვთავაზობს ფოტოგრაფიის შესახებ.

ბევრს აინტერესებს, როგორ გაზარდოს მისი მიმდევრების რაოდენობა და როგორ მიიზიდოს ჯანსაღი ურთიერთქმედებები თავის პროფაილზე. ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას პროფესიონალურად აჩვენოთ ის, რაც საუკეთესო გაქვთ, დაამახსოვრდეთ ხალხს და გახდნენ თქვენი ნამუშევრების მიმდევრები.



1. მუდმივად განაახლეთ თქვენი პორტფოლიო

თუ თქვენ ახლახანს დაიწყეთ, ან უკვე გაქვთ რამოდენიმე საამაყო ფოტო, კარგი იქნება თუ ყოველთვის გამოყოფთ გარკვეულ დროს თქვენი პორტფოლიოს გასაახლებლად და შესაცვლელად. დარწმუნდით რომ გი მუდმივად მრავალფეროვანია, ასახავს თქვენს ბოლო ნამუშევრებს და არ შეიცავს ერთნაირ ფოტოებს, რომლებიც მხოლოდ ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. 

შეურიეთ და განათავსეთ ფოტოები საინტერესოდ, ახლო ხედის ფოტოების შემდეგ ფართოკუთხიანი ლინზით გადაღებული ფოტოები დადეთ და შეხედეთ თუ შეგიძლიათ მათი დაკავშირება, ამბის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები ერთსა და იმავე დროს არაა გადაღებული. თუ ხედავთ, რომ ძველი ფოტოების სტილი ახალი ფოტოების სტილს არ ემთხვევა, წაშლას ნუ დააყოვნებთ, ან თუ სენტიმენტალურად გრძნობთ თავს, შეინახეთ ისინი რომელიმე ალბომში თქვენი პროფაილის გარეთ. იფიქრეთ თქვენს პროფაილზე, როგორც ძვირადღირებულ და კარგად ორგანიზებულ მაღაზიაზე. არავინ დაიჯერებს , რომ კრეატიული და ძვირი მეწაღე ხართ, თუ თქვენთან 20 წყვილ მოძველებულ, მტვრიან, ერთმანეთის მსგავს ყავისფერ ფეხსაცმელებს ნახავენ.



2. დაივიწყეთ თქვენი ლოგო

ალბათ ყველა პროფესიონალი და ნამდვილად წარმატებული ფოტოგრაფი არასდროს დაბეჭდავდა ფოტოებს ლოგოთი, რომ არ ქონდეს იმის შიში, რომ ვინმე მოიპარავს, ან უნებართვოდ გამოიყენებს მათ. ადრე ეს მხატვრული ხერხი იყო, რათა მყიდველი დარწმუნებულიყო, რომ ესა თუ ის კონკრეტული ნამუშევარი ნამდვილი იყო და ამ განწყობისთვის ატარებდა გარკვეულ ,,ხარისხის შტამპს“. თუმცა დღეს მას ძირითადად მოყვარულები იყენებენ და შესაბამისად მიჩნეულია არაპროფესიონალიზმის თამამ ნიშნად.  თქვენი ნამუშევარი თავად უნდა ლაპარაკობდეს და იყოს ცნობადი და არა თქვენი ლოგო. და ამ ყველაფრის შემდეგ,  გჯერათ რომ ტექსტი ფოტოზე და ლოგო ნამდვილად დაგიცავთ საავტორო უფლებების დარღვევისგან?



3. იცოდეთ შემოქმედებითი ტენდენციების შესახებ და იმუშავეთ თქვენი სტილით მათ გარშემო

ეს მოიცავს შემდეგ ტენდენციებს, როგორიცა: დროული რეაგირება, ან პირიქით, დადგენილი ტენდენციების იგნორირება და მუშაობა, ეძებოთ ახალი ფოტოგრაფიული ელემენტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს და მომავალ ტენდენციად იქცეს. ფოტოგრაფიულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი იქონიეთ, გამოიწერეთ თანამედროვე ფოტოები და დიზაინ–ჟურნალები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საგნები მუდმივია და მათ მრავალი წლის შემდეგაც გადაიღებენ, ბევრი იდეა ნამდვილად ზრუნავს ასაკზე. მაგ: თუ  stock (კომერციულ)  ფოტოგრაფიაში მუშაობთ,  თავი აარიდეთ ხალხის და ობიექტების გადაღებას თეთრ ან შავ ფონზე. დიახ, ტექნიკურად ამაში ცუდი არაფერია და ასეთი ფოტოები შესაძლოა დიდი უნარით და ნიჭით გაკეთდეს, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მყიდველები ძირითადად ეძებენ. კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება განიხილოთ და თქვენს პირველხარისხოვან პორტფოლიოში არ განათავსოთ, არის ყვავილების, მწერების და ასეთი ფოტოების დეტალური კადრები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ნამდვილად უნიკალურად და ტექნიკურად რთული გზითაა შესრულებული.



4. დაპოსტეთ ნამუშევრები უწყვეტად, მინიმუმ ერთხელ კვირაში, ყოველ კვირა!

თავიდან ეს შესაძლოა რთული აღმოჩნდეს: გადაიღოთ ფოტოები ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გაქვთ და დარწმუნდეთ, რომ ნამუშევარი, რომელსაც პოსტავთ თქვენს სტანდარტებზე მაღლაა. თუმცა ყველა ჩვევას მიესადაგება ის, რომ მხოლოდ პირველი ნაბიჯია ყველაზე ძნელი, ხოლო ჯილდო – ძალიან სასიამოვნო. მალე  ადამიანები თავად მოძებნიან თქვენს ფოტოებს, როდესაც თქვენი ფოტოების ხარისხი მკვეთრად გაიზრდება საზოგადოების ინტერესთან ერთად. ერთგულება და თანმიმდევრულობა ასევე მოუთხრობს თქვენს აუდიტორიას, რომ სერიოზული და შეპყრობილი ხართ თქვენი საქმით. ეს მათ თვალს თქვენსკენ მომართავს.

5. და ბოლოს, შექმენით ადამიანების რიცხვი, რომელთა ნამუშევრებიც თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენს და მისდიეთ მათ. ყოველთვის შეამოწმეთ მათი ახალი ნამუშევრები.

თქვენი, როგორც ფოტოგრაფის განვითარებას არაფერი ეხმარება უფრო სწრაფად, როგორც  გამოწვევებით სავსე საზოგადოებაში ყოფნა და ცდა, ხელახლა შექმნათ და იფიქროთ ზოგიერთ იდეაზე, რომლებიც უკვე იცით.


თარგმანი – ნინო კაპანაძე
წყარო: https://iso.500px.com/5-ways-can-become-better-photographer/




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...