Friday, February 3, 2017

როგორ გადაიღოთ ორთქლი ყავის ფინჯანზე

დინა ბელენკო არის რუსი ფოტოგრაფი. იგი მშვენიერ გაკვეთილს გვთავაზობს იმისათვის, თუ როგორ გადავიღოთ ორთქლი ყავის ფინჯანზე და ზამთარი ამისათვის არაჩვეულებრივი დროა.

ზამთარია! ცხელი ქაფქაფა ყავა ნატურმორტულ ფოტოგრაფიაში ერთ–ერთი ყველაზე კარგი გადასაღებია, მაგრამ ის შეიძლება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ დამწყები არ ხართ. მოდით ვნახოთ ნაბიჯ–ნაბიჯ, თუ როგორ შეიძლება მისი გადაღება.



აღჭურვილობა

აუცილებელი მექანიზმი, რაც გადაღებისათვის დაგჭირდებათ, უნდა მოიცავდეს ორ განათების წყაროს და შტატივს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალსიჩქარიანი მაშუქები, შუქდიოდი (LED ), ან თუნდაც ბუნებრივი განათება.  განათების ერთი წყარო უნდა მოთავსდეს უკანა მხარეს ისე, რომ ორთქლი გაანათოს. ეს ყველაზე თვალსაჩინო და ლამაზი განათება უნდა იყოს. მეორე განათების წყარო კი უნდა განთავსდეს ისე, რომ მთელი სცენა გაანათოს და მოცულობა შესძინოს.

ძირითად მექანიზმად ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც გაქვთ. ჩემს შემთხვევაში, ორი მაღალსიჩქარიანი მაშუქი მაქვს (ერთი snoot_ით (კონუსური დანართი, რომელიც აწარმოებს ვიწრო სხივს ცენტრში) და მეორე სტრიფბოქსით), ორი შავი ქსოვილის ნაჭერი და ერთი პატარა ამრეკლი.

რაც შეეხება რეკვიზიტებს, ყველაფერი, რაც გჭირდებათ არის, ფინჯანი ყავა, ცოტაოდენი ცხელი წყალი და რამოდენიმე დამატებითი ელემენტი, რაც თქვენს ნატურმორტულ გადაღებას მეტად საინტერესოს გახდის – გამომდინარე იქიდან ვის რა მოსწონს: ნამცხვრები და შოკოლადები, ან რაიმე დაკავშირებული ორთქლთან და ღრუბლებთან, ნახატები, ან ღრუბლის სქემები.

ნაბიჯები

დავიწყოთ!

1. კომპოზიცია



მარტივი კომპოზიციით დაალაგეთ ყველა ნივთი ნატურმორტის სცენაზე და დატოვეთ ადგილი ამომავალი ორთქლისთვის.

2. პირველი განათება



პირველი განათების წყარო ისე განათავსეთ სცენის უკან მხარეს, რომ მან იმოქმედოს ძირითად ადგილზე, ფინჯნის მაღლა. ამ გზით გაანათებთ ამომავალ ორთქლს, მაგრამ ეს დიდად არ იმოქმედებს სხვა ადგილებზე. თუ ბუნებრივ განათებას იყენებთ, მაგ: ფანჯარას, შეგიძლიათ იგი უკანა ფონად გამოიყენოთ და მისცეთ მას საშუალება იყოს მთავარი განათების წყარო. თუ მაღალსიჩქარიან მაშუქს იყენებთ, როგორც მე, შესაძლოა მოგინდეთ snoot_ის გამოყენება, რათა განათების ნაკადი უფრო ვიწრო იყოს და ხაზს უსვამდეს ორთქლს ისე, რომ არ მიიღოთ არამიმზიდველი ნათელი ტონები ფინჯანზე.

თუ ორთქლი არ გექნებათ, არომატული ჯოხი მიიტანეთ ფინჯანის ზედაპირთან და გადაიღეთ მისი ბოლი. ეს ორთქლზე დიდხანს იქნება და მოსახერხებელია საცდელად.

3. მეორე განათება



მეორე განათება განათავსეთ მეორე მხარეს რათა მოცულობა შესძინოთ და ჩრდილი დაარბილოთ. ჩემს შემთხვევაში, მარცხენა მხარეს, ფინჯნების უკან, არის მაღალსიჩქარიანი მაშუქი სტრიპბოქსში. თუ ბუნებრივი განათებით მუშაობთ, ამისათვის მხოლოდ ერთი დიდი ამრეკლი გამოიყენეთ.







ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ კორექტირება ქსოვილის ნაჭრებით: ერთი გამოვიყენე სტრიფბოქსსა და უკანაფონს შორის, რათა ცოტა ჩამემუქებინა და მეორე სტრიფბოქსსა და ხის ყუთებს შორის გასამუქებლად, რათა განათების ადგილი ძალიან თვალშისაცემი არ ყოფილიყო.

სულ ეს არის, ახლა მოვემზადოთ გადაღებისათვის!

4. გადაღება



თუ თქვენი ფინჯნები გამჭვირვალეა და მაღალსიჩქარიანი მაშუქებით მუშაობთ, განალაგეთ ისინი დაბალი ძალით ისე, რომ დაიჭიროთ წვეთები და ბუშტები (დაბალი ძალა 1/16_იდან 1/128_მდე უზრუნველყოფს ძალიან მოკლე პულსებს, რაც ბუშტებს და ორთქლს გაყინავს მოძრაობაში). გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ჩამკეტის სიჩქარე დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმ მაღალსიჩქარიან მაშუქზე, რომელსაც იყენებთ. ასე რომ დააყენეთ ჩამკეტის სინქრონიზაციის სიჩქარე და დაარეგულირეთ დიაფრაგმა კარგი ექსპოზიციის მისაღებად.

თუ ბუნებრივ განათებას იყენებთ, ჩამკეტის ხანგრძლივი სიჩქარე (დაახლოებით 1/60, ან 1/10_იც) მოგცემთ ბლარს და მაინც ლამაზი იქნება, ხოლო სწრაფი სიჩქარე (დაახლოებით 1/400) ორთქლს უფრო თვალსაჩინოს გახდის. აირჩიეთ რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

დააყენეთ კამერა უწყვეტ რეჟიმზე, ჩაასხით ფინჯანში ცხელი წყალი და მიიღებთ ორთქლის ღრუბლების ზრდის თანმიმდევრულ ფოტოებს.



5. დამუშავების პროცესი

ახლა შეგიძლიათ აარჩიოთ საუკეთესო ფოტო და დაამუშაოთ, ან შეგიძლიათ ამოარჩიოთ რამდენიმე და გააერთიანოთ ისინი. მე ორი ფინჯნიდან ამომავალი ორი ორთქლის ღრუბელი გავაერთიანე და ცოტა ორთქლი კიდევ დავამატე ზემოდან.



დაარეგულირეთ ფერები და კონტრასტი. გახსოვდეთ, რომ ფოტო ძალიან მკვეთრი არ გამოგივიდეთ. წყლის ორთქლისგან წარმოქმნილი ნაწილაკები ბევრად დიდია, ვიდრე ბოლის ნაწილაკები, ასე რომ გადაჭარბებული სიმკვეთრით შესაძლოა ისინი ხმაურიანი და არამიმზიდველი გამოვიდეს.



სულ ესაა! ახლა დროა საკუთარი ისტორია მოგვიყვეთ ღრუბლებზე, წვიმიან დღეებზე, ჩაიზე და ყავაზე.

საბოლოო ფოტო



თარგმანი ნინო კაპანაძე
წყარო: https://iso.500px.com/how-to-photograph-coffee-steam-tutorial/




1 comments:

  1. Gio ,Your job is simply filled with magic, help, or suitable lighting for this photo?
    https://www.tomswallpapers.com/17717-bow-flowers-wedding-macro-wedding%20rings.html

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...