Thursday, February 8, 2018

ცეკვის გადაღების 12 სახელმძღვანელო პრინციპი





მან ვისაც ვიდეოსთან შეხება ქონია, იცის, რომ ვიდეოს გადაღება დიდად განსხვავდება ფოტოს გადაღებისგან. თან საქმე თუ კომერციულ გადაღებას ეხება, თავისი "მუღამები" სჭირდება. კომეციული სინემატოგრაფია ის სფეროა, სადაც განათლება თითქმის ყველა ქართველ ვიდეო ოპერატორს თავისით, პრაქტიკით და გამოცდილებით აქვს მიღებული. ამაზე თითქმის არსად არაფერი იწერება .

ამ სტატიით მინდა ერთგვარი სახელმძღვანელო პრინციპები ავუხსნა იმ ადამიანებს, ვინც დამწყებია კომერციულ სინემატოგრაფიაში. იმ ვიდეოგრაფებს, რომლებიც ივენთებს იღებენ, სადაც ცეკვებია. მივცე რჩევები, როგორც მემონტაჟემ, რომელმაც შემდეგ მათი გადაღებული მასალიდან კლიპი უნდა ააწყოს.


მაშ ასე - თუ ცეკვებს იღებ, აუცილებლად გაითვალისწინე:


1. თუ ხედავ რომ ტიპი არ ცეკვავს - არ უღებ.

2. ცდილობ ყველაზე აქტიური მოცეკვავეები აღმოაჩინო და გადაუღო, თუმცა სულ ერთიდაიგივე ტიპებს არ უღებ.

3. თუ ცეკვები წრეში მიდის და შენ წრის გარეთ ხარ, შიგნით შედი - არავინ შეგჭამს.

4. ბლარს ნუ გააკეთებ - თვითონ დავბლარავ მონტაჟში თუ დამჭირდება.

5. მხოლოდ ფეხების ბევრი კადრი არ გვინდა - 5 მაქსიმუმია.

6. ვირჩევთ წყვილს, ჯგუფს ან ერთ ტიპს და მას ვუღებთ 10 წამი, საიდანაც 7-8 წამი მაინც ფოკუსში უნდა გყავდეს.

7. ჩამოყალიბდი - ან მოძრაობაში გადაიღე კადრი ან თუ სტატიკურში იღებ, ნუღარ მოძრაობ.

8. ცეკვის დროს შეეცადე მოტვლეპილი თავები, მოწყენილი და ისაქმოდ ჩამომდგარი ხალხი არ მოაყოლო კადრში.

9. მოძებნე შემაღლებული ადგილი, თუ ვერ პოულობ - სკამზე ადი და იქიდან გადაიღე რაღაც დროის მონაკვეთი.

10. ვინმეს სთხოვე სპეციალურად კამერისთვის იცეკვოს, ასე უფრო შთამბეჭდავ კადრებს მიიღებ.

11. შენც ნუ ცეკვავ, როცა იღებ. ან გადაიღე, ან იცეკვე. რომ გეცეკვება ბუნებრივია, მაგრამ არა გადაღების დროს.

12. ლინზები ცვალე, სულ "პიდისიატკით" ნუ იღებ.


გაგრძელება კიდევ შეიძლება, დანარჩენს შემდეგ ნაწილში დავწერ.

პ.ს. თქვენ თუ გაქვთ რამე რჩევა ოპერატორებისთვის? კომენტარებში დაგვიწერეთ.


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი







0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...