Wednesday, February 14, 2018

ჰორიზონტალური vs ვერტიკალური















რას ნიშნავს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფოტოები?

ჰორიზონტალური ფოტოები თუ ვერტიკალური?  
ჰორიზონტალური ფოტოების სიგანე სიმაღლეზე მეტია. ვერტიკალურის შემთხვევაში კი პირიქითაა, სიმაღლე მეტია სიგანეზე.   
კამერები ჰორიზონტალური ფოტოების გადასაღებად არის შექმნილი, რადგან ადამიანი სამყაროს სწორედ ასე ხედავს. ჩვენი თვალები ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად არის განლაგებული, რაც  გვაძლევს უფრო განიერ გამოსახულებას ვიდრე მაღალ გამოსახულებასშესაბამისად, ადამიანს პერიფერიული მხედველობა  კარგად აქვს განვითარებული.   ფოტოშიმისი ჩარჩოს კიდეების გამო, პერიფერიული ხედვა შეზღუდულია, შედეგად, ხედვის არეალის შემცირებით, ფოტოგრაფი ობიექტზე ფოკუსირებს. ფოტოზე შერჩევით ფოკუსირება შეუძლებელიააღნიშნული  შეზღუდვა მნიშვნელოვანიაკამერის ამობრუნებით, იზღუდება პერიფერიული ხედვა და ფოტოგრაფს საშუალება აქვს შექმნას ვერტიკალური ფოტო.

როდის გამოვიყენოთ ჰორიზონტალური ფოტოგრაფია?
ჰორიზონტალური ფოტოგრაფია ყველაზე გავრცელებულია, რადგან კამერა სწორედ მსგავსი ფოტოებისთვის არის აგებული და   ძალიან ბევრი ფოტოგრაფი, არ ატრიალებს მას ვერტიკალური ფოტოს გადასაღებადჰორზინტოალურ ფოტოებს გამოკვეთილი თვისებები აქვს.

ჰორიზონტალური ფოტოები გამოიყენება:

როდესაც ობიექტი არის ჰორიზონტალური
როდესაც ობიექტი სიგანეში მეტია ვიდრე სიმაღლეში, ჰორიზონტალურ ფოტოზე უკეთ გამოიყურება.










ობიექტის
ჰორიზონტალურად ასამოძრავებლად
თუკი ობიექტი ერთი წერტილიდან მეორე წერტილისკენ მოძრაობს, ჰორიზონტალურ ფოტოზე, შესაძლებელია, მისი მძრაობის ვიზუალურად გადმოცემა და გაძლიერება, მესამედის წესთან შეთანხმებით. ჰორიზონტალური ფოტო გამოიყენება მაშინაც, თუკი ობიექტი, გვერდითსივრცეში იყურება. აღსაქმელად აუცილებელიახედვის შესაბამისად, ღია სივრცის არსებობა, რაც ვერტიკალურ ფოტოში  რთული გადმოსაცემია.

სივრცის აღქმის გადმოსაცემად
ჰორიზონტალური ფოტოები, პეიზაჟებზე, სიგანის გადმოსაცემად გამოიყენება. თუკი განიერ სივრცეში პატარა ობიექტია, ჰორიზონტალურ ფოტოზე, შესაძლებელია  მარტოობის შეგრძნების გადმოცემა.








როდის გადავიღოთ ვერტიკალური ფოტო?
ვერტიკალური ფოტოები ნაკლებ გავრცელებულია, ჰორიზონტალურთან შედარებით, რადგან  ამ დროს ფოტოგრაფებს  კამერის ამოტრიალება უწევთ. ბევრი ფოტოგრაფი კი, არ ფიქრობს კამერის ამოტრიალებაზე ვერტიკალური ფოტოს გადასაღებად. ვერტიკალური ფოტოს შემთხვევაში, ფოტოგრაფი ცდილობს, ტვინის ბუნებრივიშერჩევითი ფოკუსირების უნარის იმიტირებას.  

ვერტიკალური ფოტოგრაფია გამოიყენება:

როდესაც ობიექტი ვერტიკალურია.
როდესაც ობიექტი არის უფრო მაღალი ვიდრე განიერი, ვერტიკალურ ფოტოში უკეთ გამოიყურება.


ობიექტის ვერტიკალური  მოძრაობის გადმოსაცემად.
როდესაც ობიექტი ვერტიკალურად მოძრაობს, მისი მოძრაობის გადმოსაცემად გამოიყენება  ვერტიკალური ფორმატი, მესამედის წესთან შეთანხმებით. ასევე, გამართლებულია, იმ ობიექტების  გადასაღებად, რომლებიც ზემოთ ან ქვემოთ იყურებიანქვედა ნაწილში ღია სივრცის არსებობა თვალსაწიერის შეგრძნებას ტოვებს, რაც ჰორიზონტალურ ფოტოზე შეუძლებელია. თუკი ობიექტი მოძრაობს სიღრმეში ან კამერისკენ, 2D ფოტოს შექმნისას, ეს ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ბევრი, მიმართულების გამომხატველი ფოტო, ვერტიკალურად იქმნება.  


ყურადღების გასამახვილებლად.
 ვერტიკალური ფოტოებიმაყურებლის ყურადღების, კონკრეტულ ობიექტზე  გასამახვილებლად გამოიყენება, პერიფერიული მხედველობის მაქსიმალური შეზღუდვით. სწორედ ამ თეორიას ეფუძნება პორტრეტების ან კონკრეტული ობიექტების კომპოზიციები.

თარგმანის ავტორი: სალომე მჭედლიშვილი



სტატიის წყარო:
https://www.thespruce.com/horizontal-versus-vertical-photographs-2688878 



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...