Wednesday, April 11, 2018

ილტოს ხეობა - კიდევ ერთი საოცრება კახეთში



ილტოს ხეობაზე და იქ არსებულ საოცარ სოფლებზე ერთი წლის წინ გავიგე, მაგრამ მაშინ წასვლა და საკუთარი თვალით მონახულება ვერ შევძელი.

ფოტოგრაფიის და ჩემი საქმიანობის წყალობით მე და ილტოს ხეობა გასულ კვირას გადავიკვეთეთ.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივები, ვინც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ სოფლებისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რადგან სხვანაირად იქ გაჩერება და მოსახლეობის შეკავება შეუძლებელია.

ადგილზე ჩასულს მართლაც ბევრი დაკეტილი სახლი და დაცლილი სოფელი შემხვდა. პეტიცია, რომელიც ერთმა ახალგაზრდა გოგონამ ichange.gov.ge პორტალზე შეიტანა სოფლების განვითარებისა და ზოგადად ხეობისათვის სამომავლო პოტენციალის მიზნით ყველა სოფლისათვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ფოტოები პეტიციისათვის უნდა მომემზადებინა და მეც იქ როგორც მორიგ შეკვეთაზე ისე წავედი, ბოლოს კი თავი ზღაპარში ამოვყავი.

სოფელ საბუეში ჩასულებს ადგილობრივი მკვიდრი, გიორგი დაგხვდა, რომელმაც არ დაიზარა და შემაღლებულ, მიუვალ ადგილებშიც კი მანქანით გვატარა. დრო ბევრი არ იყო, თუმცა რაც მოვასწარი ქვემოთაა და შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ეს პოსტი ერთგვარი მოგზაურობაცაა და აქტივიზმის ელემენტებსაც შეიცავს. ცხადია მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ სოფლებისათვის სტატუსის მინიჭებას, გაეცნოთ პეტიციას და თავადაც ეწვიოთ ილტოს ხეობას, კიდევ ერთ საოცრებას კახეთში.







   



















 

 



























პ.ს. არ დაგავიწყდეთ პეტიციაზე ხელის მოწერა და თქვენი წვლილის შეტანა ხეობის განვითარების საქმეში.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...