Thursday, April 19, 2018

"Music Town Band"-ის საგასტროლო ფოტოსესია


"Music Town Band" ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ბენდია.

თელავი ბენდების არსებობით განებივრებული ქალაქი არცაა, მგონი ადრე ასე 10 წლის წინ უფრო მეტი ცოცხალი მუსიკის შემსრულებელი ჯგუფი იყო ვიდრე ახლა, თუმცა რას ვიზამთ, რეალობა ასეთია.

მუსიკის ქალაქს დიდი ხანია ვიცნობ, გარდა იმისა რომ მათი კონცერტები ალბათ 10 ჯერ მაინც გადამიღია, ჯგუფის წევრებთანაც კარგი, მეგობრული დამოკიდებულება მაკავშირებს.

ჯგუფი წელს სულ რაღაც ორ კვირაში გერმანიაში მიემგზავრება საგასტროლოდ და იქაური კონცერტებისათვის სარეკლამო ფოტოები სჭირდებოდათ. მეც ავდექი და გადავუღე. დრო არც ისე ბევრი გვქონდა და სულ ალბათ ნახევარი საათის ნაშრომია. შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

"Music Town Band"-ს კი წარმატებები მინდა ვუსურვო გერმანიაში და იმედია უფრო ხშირად და ბევრ გასვლით ტურებზეც ივლიან.


 





 


 






 













 


 





 

 



















































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...