Tuesday, October 25, 2016

21 რჩევა როგორ გადავუღოთ წარმოუდგენლად მაგარი ფოტოები კატას.


ზორან მილუტინოვიჩი არის ცხოველთა პროფესიონალი ფოტოგრაფი. კატებზე შეყვარებული ფოტოგრაფი იღებს მათ ყოველ უცნაურ და მოხერხებულ მოძრაობას, ჩვევებს და სახის გამომეტყველებას. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ჟურნალებში, ვირტუალურ გალერეებში, მისალოც ბარათებზე, კალენდრებზე, მობილურ აპლიკაციებზე, შპალერებზე, პოსტერებსა და წიგნების გარეკნზე.

თუ გსურთ გქონდეთ კატების ალიან მაგარი ფოტოები, ამ სტატიის საშუალებით ავტორი გაგიზიარებთ რამდენიმე პროფესიონალურ რჩევას, რომელიც გამოგადგებათ  შთამბეჭდავი ფოტო-გადაღებებისთვის .


როგორ გადავიღოთ კატები

იმისთვის რომ,  წარმატებული ფოტოგრაფი გახდეთ, აუცილებლია ახალი უნარების ათვისება, ეძებეთ ახალი იდეები და ინსპირაციის წყაროები. ცუდი არაფერია იმაში თუ ხანდახან სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც გადახედავთ, მაგრამ საკუთარი სტილის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ აკეთეთ ის რაც გიყვართ და გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. შედეგი არ დააყოვნებს.!







კატები ჩემი მთავარი გატაცებაა ცხოვრებაში

გახსოვდეთ, ფოტო-გადაღებისას მეგობრეთ მათთან და თქვენი ფოტოები უამრავი ემოციით დატვირთული იქნება. მოთმინებით იყავით და გამოიჩინეთ პატივისცემა ობიექტის მიმართ. არასოდეს დააძალოთ  ცხოველს გააკეთოს რამე თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ






წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს ფოტო-გადაღებისთვის 


1. მუდმივად თან იქონიეთ ფოტოაპარატიარ გამოტოვოთ შესაძლო მოულოდნელი სიტუაციები, რომელებიც ასე დამახასიათებელია კატებისთვის. აღმოჩნდით საჭირო დროს  საჭირო  ადგილზე, არასდროს იცი როდის წააწყდები უნიკალურ და ულამაზეს კატას სასაცილო ქცევებით




2. მიიქციეთ მათი ყურადღება მათივე ცნობისმოყვარეობის მეშვეობით. კატებს განსხვავებული მახასიაებლები და თვისებები აქვთ. ისინი მსგავს სიტუაციებში მოქმედებენ განსხვავებულად, მაგრამ ერთი, რამ რაც ნამდვილად საერთო აქვთ ესაა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თუ გინდათ მოიქცეს ისე, როგორც თქვენ გსურთ.



თითების ტკაცუნი, ქაღალდის ან ფოთლების შრიალი, კენჭების სროლა - საუკეთესო გზაა მათი ყურადღების მისაქცევად. ისროლეთ კენჭი იმ მიმართულებით, სადაც მისი გადაღება გსურთ. ცნობისმოყვარე კატა აუცილებლად მივა და შეამოწმებს რა ხდება ადგილზე. შემდეგ შეგიძლიათ ქაღალდიც აშრიალოთ, ამით  თქვენკენ შემოაბრუნებთ მას.



3. მოთმინება იქონიეთ. ნუ იღელვებთ თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. კატების გადაღების მთელი ხიბლი  ეს მათივე ტერიტორიაა. გახსოვდეთ, თუ თქვენი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვევა, არაფერი აიძულოთ მათ. უბრალოდ დაელოდეთ ხელსაყრელ მომენტს და მზაობას





4. ყოველთვის დაგეგმეთ თუ რისი გადაღება გსურთ. მაგრამ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე მარცხის შემთხვევაში. შეეგუეთ ფაქტს, რომ კატები ხშირად არ თანამშრომლობენ ადამიანებთან, ეს მათი ბუნებაა.




5. მოქმედების დასაფიქსირებლად ყოველთვის მზად გქონდეთ კამერის შესაბამისი რეჟიმი. უძრავი პოზის შემთხვევაში რეკომენდირებულია ექსპოზიცია  ააწყოთ მანუალურად



6. სირბილის ან ხტომის გადაღებისას შეგიძლიათ ავტომატური რეჟიმის გამოიყენება. მნიშვნელობა არ აქვს როგორი სწრაფი ხართ რეჟიმების ცვლაში, კატა ყოველთვის თქვენზე ერთი ნაბიჯით წინ იქნება და შესაძლოა გამოტოვოთ შესანიშნავი კომპოზიცია ან მომენტი.


7.იდეალური რეჟიმები მოძრაობების გადასაღებად

3D focus tracking and continues mode
Shutter speed 1/1000 s or higher
Aperture f/5.6


8. მეროგორც წესიუპირატესობას ვანიჭებ 105მმ f/2.8 ლინზას
მოძრაობის გადასაღებად ეს საუკეთესოა
თუ კატა თავს კომფორტულად გრძნობს შენთან და გაძლევს მიახლოების უფლებას, 35მმ f/1.8 და 50მმ f/1.8 ლინზებიც გამოგადგებათ



9. გამოიყენეთ ბუნებრივი განათება კატის ხეზე ცოცვის ან ბალახში ხტომის დროს. საღამო პერიოდი გადაღებისთვის საუკეთესო დროა. თბილი და ნაზი შუქი  კატის სახესა და ბეწვზე გამოსახულებას ჩრდილების გარეშე ასახავს.



10 .ფლეშის გამოყენება ხშირად აწუხებთ და  აშინებთ ცხოველებსთუ მისი  გამოყენების აუცილებაა, მოხსენით კამერას ან  შეუცვალეთ  მიმართულება. სოფტბოქსის გამოიყენებით  თავიდან აიცილებთ  ჩრდილების არსებობას და მიიღებთ ძალიან მსუბუქ განათებას





11. თუ მორბენალი და მოხტუნავე ფისოების ფოტოების გადაღებას აპირებთ,  აჯობებს თუ არ გამოკვებავთ მათვის ეხალისება სავსე კუჭით სირბილი

12. კონცენტრირდით კატის თვალებზეყოველთვის გამოკვეთეთ ისინი. პირველი რაც ყურადღებას იქცევს ფოტოზე თვალებიაამიტომაც მკვეთრად გამოხატული თავლები ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ფოტოზე.  





13. შემოსაზღვრეთ თქვენი ობიექტიგამოიყენეთ გარემორათა შექმნათ საგანთა 
სასიამოვნო წყობა ცხოველის ირგვლივეს მეტ სიღრმეს შესძენს თქვენს ფოტოს



14. კატის ფოტო განსაკუთრებით ეფექტურია ბოკეების ფონზე 




15. კატის ბეწვსა და უკანა ფონს შორის კონტრასტი, ასევე, მნიშვნელოვანია გადაღების დროს



16. გინდათ ნახოთ როგორია სამყარო მათი გადმოსახედიდან? გადაიღეთ კადრი ქვედა რაკურსიდან. თქვენ შეძლებთ  მსხვერპლის თვალით დაინახოთ თუ როგორია ნამდვილი მონადირე კატა. ძალიან მაგარი გამოვა. 




17. იცოდით რომ ახალგაღვიძებული კატა დაახლოებით 34 ჯერ ამთქნარებს ? თუ ფოტოზე ფისოს მთქნარებაა გამოსახული, ფიქრობენ რომ ფოტოგრაფს გაუმართლა და მოახერხა შემთხვევით კადრის დაჭერა, არა. მთქნარების გადასაღებად ჩაუსაფრდით ახალგაღვიძებულ კატას. 





ან უბრალოდ დაელოდეთ მომენტს და გადაიღეთ აი ასე - გაღებული პირით და 
ეშვებით  უშიშარი და ველური გამომეტყველებით.  





18. თუ მძინარე სასაცილო მომენტების გადაღება გსურთ, სუნთქვაც კი შეიკავეთ! კატებს შეუძლიათ სხვადასხვა ადგილსა და მდგომარეობაში ძილი, რაც ნორმალურია მათთვის. მაშინაც კი როცა ფიქრობთ რომ შანსი არ გაქვთ მისი გაღვიძების , უმნიშვნელო ხმაურმაც კი შეიძლება მოაფხიზლოს ისინი. მცირე შანსია, სასაცილო პოზა  შენარჩუნონ გაღვიძებისას, ამიტომ იყავით ფრთხილად, გამორიცხეთ შემთხვევითი მოძრაობები. არ დაარღვიოთ მათი პირადი სივრცე.



19.შეინარჩუნეთ დისტანცია. როდესაც ხედავთ მოთამაშე კატას ან კატების ჯგუფს არ შეუშალოთ ხელი. უბრალდ, შეარჩიეთ  ხელსაყრელი პოზიცია და დაიჭირეთ მომენტი




საინტერესო წარმოდგენის მომსწრე შეიძლება გახდეთ მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით ამას 



20. ჩაატარეთ ექსპერიმენტები განსხვავებული და უნიკალური კადრების გადასაღებად. ეცადეთ გააუმჯობესოთ და განსხავებული ხედვით გადაიღოთ ყოველი მომდევნო ფოტო. მოემზადეთ უცნაურ ადგილებში ცოცვისთვის. იკოტრიალეთ ბალახში, მტვერში, აბლაბუდებში. იცოცეთ ხეებზე  და  მზად იყავით ეკლიანი მცენარეების  ან კოღოების თავდასხმისთვისაც. მაქსიმალურად შეეცადეთ გადაიღოთ ის, რაც გსურთ.  


21. მაგარი ისტორიისთვის კარგი სათაური მნიშვნელოვანია. სათაური ფოტოს  პოპულარულს და ცნობადს ხდისთქვენი მაყურებლისთვის კი ემოციებით დატვირთულს. ბევრი ფოტოგრაფი ფოტოს ასათაურებს, როგორც კატა“ , ეს ნამდვილად არასკმარისია



კარგი სათაური ფოტოზეც დადებითად აისახება და თქვენს ფოტო-გადაღებებს შესძენს კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას





ორიგინალი წყარო https://iso.500px.com/cat-photography-tips/

თარგმანი : მარიამ ფედროვი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...