Thursday, October 27, 2016

სელფ პორტრეტი - 5 ჟანრი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ფოტოგრაფიული ჟანრი სელფ–პორტრეტია. მხოლოდ კამერა და შტატივია საჭირო და თუ თქვენ ფოტოგრაფიც ხართ და მოდელიც შეგიძლიათ თითქმის ყველგან გადაიღოთ. თუმცა მისი სწორად გადაღება არც თუ ისე ადვილია თუნდაც იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ კამერის უკან  გადაღებისას და კომპოზიციის შექმნისას – ჩარჩოში. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებისათვის ნათელი ხედვა გჭირდებათ.



გადაიღეთ ნდობით

საკუთარი პორტრეტის ქონა შესაძლოა იმედგაცრუებულ გამოცდილებას ნიშნავდეს მაშინაც კი, როცა თავად ხართ ფოტოგრაფი, ასეთ შემთხვევაში არ იდარდოთ. ერთი გზა, რითაც ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის არის ის, რომ საკმაოდ მცირე რაოდენობით გამოჩნდეთ ჩარჩოში და თქვენი სახე კამერისგან მოშორებით იყოს მიმართული. ეს აგრეთვე ემსახურება იმას, რომ ფოტო გახადოს უფრო იდუმალი და ემოციური, როგორც ელიზაბეტ გედის შესანიშნავ სელფ პორტრეტებში ქვემოთ.

მეორეს მხრივ, თუ ობიექტივის წინ ყოფნა არ გაწუხებთ და გსურთ უფრო შესამჩნევი იყოთ, ამ შემთხვევაში მეტად ტრადიციული ,,თავისა და მხრების“ (head-and-shoulders) კომპოზიცია უკეთესად მუშაობს. ასევე დაიმახსოვრეთ, ერთადერთი ადამიანი რომელიც პირველი ნახავს ამ ფოტოებს, ხართ თავად თქვენ, ასე რომ თუ რომელიმე ფოტო არ მოგეწონებათ უბრალოდ წაშალეთ.

არ დაგავიწყდეთ, დიდი ყურადღება დაუთმოთ ფონს თქვენს უკან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფართო კუთხის ფოტოებშია და იქ სადაც დიდი ფოკუსური სიღრმეა. თუ ტრადიციულ პეიზაჟში ხართ არ დაგავიწყდეთ კომპოზიციის ძირითადი წესები, მათ შორის მესამედების წესები, წამყვანი ხაზები და წინაპლანის ინტერესი.

ყურადღება მიაქციეთ ამინდის პირობებს, რადგანაც ისინი ფოტოს განწყობაში და ატმოსფეროში დიდ როლს თამაშობენ. თუ მშვიდი ფოტო გსურთ დაელოდეთ ადრეული დილის იდუმალებას ან ულამაზეს მზის ჩასვლას. მაგრამ თუ დინამიური, აქტიური ფოტო გსურთ – მშფოთვარე დღეს დაელოდეთ.



აირჩიეთ ფოკუსური მანძილი

სელფ პორტრეტებში წარმატებას თქვენი კამერის ობიექტივითაც შეგიძლიათ  მიაღწიოთ  და არ იფიქროთ, რომ გჭირდებათ აუცილებლად ძვირადღირებული ლინზები. თუმცა თუ გაქვთ შენახული თავისუფალი ფული რატომაც არ უნდა დააბანდოთ ის ულტრა მკვეთრ პრაიმ ლინზაში? APS-C კამერებზე head-and-shoulders პორტრეტებისათვის 50მმ იდეალურია, ან 85მმ – full-frame კამერებში. ისინი ზედაპირული ფოკუსური სიღრმისათვის მაქსიმალურ დიაფრაგმას მინიმუმ f/1.8 გვაძლევენ და მათი ღირებულება £100დან იწყება. თუ ფართო კუთხით მთლიანი სხეულის გადაღება გსურთ 35მმ_ის ნაცვლად 24მმ სცადეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მათ აქვთ ფართო დიაფრაგმა და ბევრად მკვეთრები არიან, ვიდრე კომპლექტის ლინზები.

სელფ პორტრეტის მისაღებად სხვადასხვა გზით კამერის ჩამკეტის პროვოცირება დაგჭირდებათ და ასევე დაგჭირდებათ გადაღებისას ჩარჩოში ყოფნა. ასევე საჭიროა სელფტაიმერის რეჟიმი, რომელიც გაძლევთ 10 წამს პოზიციაზე დასაბრუნებლად, თუმცა თუ თქვენ კამერისგან მოშორებით გსურთ ყოფნა, შესაძლოა ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდეს. ეს მეთოდი აგრეთვე გულისხმობს იმას, რომ ყოველი გადაღების შემდეგ დაუბრუნდეთ კამერას. უკეთესი მეთოდია გამოიყენოთ უკაბელო trigger_ი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თითის ერთი დაჭერით გადაიღოთ ნებისმიერი ადგილიდან. ეს სამუშაოდ ბევრად უფრო მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ ერთხელ მოეწყოთ და ნებისმიერი რაოდენობის ფოტო გადაიღოთ. უამრავი trigger_ია ბაზარზე, მაგრამ  ინფრარედზე უკეთესია პულტი, რომელიც რადიო სიგნალზე მუშაობს, გაცილებით მეტ დიაპაზონზე. როგორც წესი ეს დაახლოებით 100 მეტრია.



ფოკუსირდით ფოტოზე

ზუსტი ფოკუსირება ყოველთვის გამოწვევაა იმის გათვალისწინებით, რომ კომპოზიციის შერჩევისას თქვენ ჩარჩოში ვერ იქნებით. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია გააქტიუროთ ავტოფოკუსი და გამოიყენოთ 1_იანი დიაფრაგმა, რათა სადაც იდგებით ის ადგილი მკვეთრად ჩანდეს. შემდეგ მკვეთრად შეცვალეთ ფოკუსი MF_ზე და ამ წერტილში დაბლოკეთ. პირველი ფოტოს გადაღების შემდეგ დაუბრუნდით კამერას და მოაახლოვეთ, რათა დარწმუნდეთ რომ მკვეთრია. მას შემდეგ, როდესაც ფოკუსს გაასწორებთ და კომპოზიციას შექმნით, იხილეთ როგორ დააყენოთ კამერის და trigger_ის პარამეტრები.


დააყენეთ კამერა ადვილად სელფპორტრეტებისათვის



1. გაამყარეთ კამერა.

როდესაც მოდელიც ხართ და ფოტოგრაფიც აშკარად ვერ გეჭირებათ კამერა ხელში, ასე რომ შტატივი დაგჭირდებათ. იდეალურია შეიძინოთ ისეთი შტატივი, რომელიც თვალის სიმაღლემდე იქნება. გამოიყენეთ შტატივში ჩამონტაჟებული spirit level , რათა დარწმუნდეთ, რომ კამერა შესანიშნავ დონეზეა, ან ალტერნატიულად გამოიყენეთ კამერის ვირტუალური ჰორიზონტი.

2. გამოიყენეთ საშუალო დიაფრაგმა

თუ ზედაპირული ფოკუსური სიღრმე გჭირდებათ ერთიანი სიმკვეთრისათვის დიაფრაგმა  f/11_ზე დააყენეთ. ამ შემთხვევაში ლინზები ოპტიკურად საუკეთესო შედეგს იძლევა. უმცირესი ხმაურისათვის  ISO 100 აირჩიეთ და ყოველთვის RAW ფორმატით გადაიღეთ. გამოიყენეთ AF, რათა დააფოკუსოთ ადგილი, სადაც უნდა დადგეთ და შემდეგ გადართეთ ფოკუსი MF_ზე.

3. მიუერთეთ უკაბელო trigger_ი

მიუერთეთ უკაბელო  trigger_ი კამერას, ჩართეთ და გადაიღეთ საცდელად, რათა დარწმუნდეთ რომ მუშაობს. თუ შესაძლებელია გამოიყენეთ რადიო  trigger_ი, რადგან მათ ბევრად მეტი დიაპაზონი აქვთ და როგორც წესი, უფრო საიმედოა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ  self-timer რეჟიმი, მაგრამ ის მხოლოდ 10 წამს მოგცემთ პოზიციაზე დასაბრუნებლად.


სამი საუკეთესო ლინზა ულტრა–მკვეთრი პორტრეტისათვის



ეს სუპერ მკვეთრი, თავსებადი, ფართო კუთხიანი full-frame  ობიექტივი იდეალურია თუ გსურთ, რომ ძალიან მცირედით გამოჩნდეთ ჩარჩოში. მას აქვს ულტრა–ფართო დიაფრაგმა f/1.4 სწრაფი ჩამკეტის სიჩქარით და ძალიან ზედაპირული ფოკუსური სიღრმე. ერგება ქენონს, ნიკონს და სიგმას.



ეს მკვეთრი სტანდარტული ფართო კუთხიანი ლინზები გამოირჩევა ფართო დიაფრაგმით  მაქსიმალური f/1.8 და გამოსახულების სტაბილიზაციით. ლინზები გამოიყენება  full-frame_ებზე, ან APS-C_ის ტანზე მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის შესაბამისია 54მმ. ერგება ქენონს და ნიკონს.



ეს ოპტიკურად ბრწყინვალე  50მმ ლინზა უმკვეთრესია ბაზარზე. ის იდეალურია head-and-shoulders  პორტრეტებისათვის, როდესაც APS-C კამერას იყენებთ. და ის აგრეთვე full-frame_ბთან თავსებადია. ერგება ქენონს, ნიკონს, სონის და სიგმას.

ექსპერტის 5 რჩევა სელფ პორტრეტებისათვის

ელიზაბეტ გედი ვანკუვერიდან, კანადიდან ერთ–ერთი საუკეთესო სელფ პორტრეტისტია მსოფლიოში. ის რამოდენიმე ხრიკს გვასწავლის.



1. ატარეთ სწორი მექანიზმი

მე ყოველთვის  შტატივი და უკაბელო შუთერი დამაქვს. ძალიან ადვილი ხდება სელფ პორტრეტის გადაღება მაშინ, როდესაც კამერას შტატივზე ამაგრებ და შემდეგ ფოტოს მანძილიდან დისტანციურად იღებ. თუ გსურთ კამერიდან შორს იყო,  განსაკუთრებით გირჩევთ დისტანციური შუთერის გამოყენებას 100მ_ზე მეტ მანძილზე. გაისეირნეთ ლამაზად, ვიდრე გაირბინოთ პოზიციისაკენ 10 წამში.


2. აირჩიეთ ადგილი

მე ვხატავ ლამაზ პეიზაჟებს, რომელიც მაგრძნობინებს, თითქოს ფილმის სცენაზე მივსეირნობ. ხშირად წინასწარ არ ვგეგმავ ფოტოებს –  მიყვარს ლაშქრობებზე წასვლა და იქ გახსნილი გონებით იდეები მიპყრობს. თუ ადგილი ჩემთვის გამორჩეულია, ვიცი რომ ჩემი მნახველებისთვისაც გამორჩეული იქნება.

3. დაელოდეთ ამინდს

ამინდი ჩემ შემოქმედებაში უზარმაზარ როლს ასრულებს. ნისლს, ღრუბლებს და მზეს შეუძლია ჩვეულებრივი ადგილი სრულიად მაგიურად გარდაქმნას. ხშირად გავდივარ დილით, როდესაც ტბებზე და ტყეებზე დაბალი ნისლია წამოწოლილი. ეს მშვიდ და მუქ ატმოსფეროს განწყობას  ბადებს. მოგვიანებით, როდესაც მზე ამოდის და ნისლს ფანტავს რაღაც საოცარი ნათელი იქმნება.

4. აირჩიეთ სწორი ეკიპირება

მე, როგორც წესი, უბრალო ტანსაცმელს ვირჩევ, რომელსაც თითქოს უსასრულო გრძნობა აქვს და რომელიც ჩემი ფოტოების ატმოსფეროს ერგება. უფრო კაშკაშა ფერები მეტად გამოგარჩევთ, რაც მნიშვნელოვანია თუ შორს დგახართ. ნეიტრალური ფერები გეხმარებათ  სცენას შეერწყათ.


5. იფიქრეთ პოზაზე

როგორ წესი, ჩემი სახე კამერისგან დაშორებულია და ხშირად ისე შორს ვდგავარ, რომ ჩარჩოში საკმაოდ პატარა ვჩანვარ. ჩემი ნამუშევრები უფრო მეტად  სელფ პორტრეტებია, მაგრამ მე ვქმნი მათ ისე, თითქოს ისინი ჩემზე არ არის. როდესაც კამერას სახეს ვაშორებ ეს მნახველს მშვიდობიანი გზით სცენაში ითრევს და ხშირად ისინი გრძნობენ თითქოს თვითონ არიან ჩარჩოში.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016  

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...