Tuesday, October 4, 2016

5 მარტივი და კრეატიული იდეა თქვენი მომდევნო ფოტო გადაღებისთვის

დიანა ბელენკო არის კრეატიული ნატურმორტ ფოტოგრაფი რუსეთიდან.

მისი მხატვრული გამოსახულებები ასახავენ უსიცოცხლო საგნებს მიღმა არსებულ ყოველდღიურ ამბებს. სტატიაში დიანა გაგიზიარებთ (და გასწავლით) 5 მარტივ და მაგარ იდეას, რომელიც დაგეხმარებათ ფოტოგადაღების დროს უფრო მეტად დაუახლოვდეთ საგნებს.

გათავისუფლდით, შთააგონეთ საკუთარი თავი და თავად გამოცდით!

გჭირდებათ იდეები თქვენი შემდეგი ფოტოსესიისთვის? ან იქნებ გსურთ რამე ახალი სცადოთ, მაგრამ არ იცით ზუსტად საიდან უნდა დაიწყოთ. თქვენს წინაშეა ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული 5 იდეა, რომელიც ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ. ესაა მარტივი, მაგრამ მრავალმხრივი იდეები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ზედმეტ ხარჯებთან და მათი სწორად შესრულების შემთხვევაში მიიღებთ საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგს!

1. კვამლი.

თავისთავად, კვამლი არის დამყოლი, მოქნილი და საინტერესო რამ გადასაღებად. კვამლის მეშვეობით შესაძლებელია იდუმალი და ამოუცნობი ატმოსფეროს შექმნა. შეეცადეთ გახადოთ კვამლი თქვენი ფოტოს მთავარი ამბის გმირი - ფარული, იდუმალი, სასიამოვნოდ შემზარავი, და ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს.





















































კვამლის ეფექტის მისაღწევად, როგორც წესი, ვიყენებ სურნელოვან ღეროებს. ისინი კვამლის გამომშვები აპარატზე გაცილებით იაფი, უფრო მოსახერხებელი ვიდრე მშრალი ყინული და მეტად უსაფრთხოა ვიდრე ცეცხლის ალი. უბრალოდ, ყურადღება გამოიჩინეთ ფერფლთან დაკავშირებით და ფოტოები გადაიღეთ კარგად განიავებულ ოთახში.




















































2. შუშხუნები.

 ეს არ არის მხოლოდ ახალი წლის ატრიბუტი, ეს გახლავთ პატარა ცეცხლოვანი ბურთი  ან მინიატურული კომეტა. კომეტის ეფექტის მისაღწევად, აანთეთ შუშხუნა, კამერა დააყენეთ დაყოვნებით გადაღების რეჟიმზე, ცვალეთ შუშხუნის მოძრაობის მიმართულება ჰაერის ნაკადის მეშვეობით , და თქვენს წინაშეა კომეტის კუდი. ასევე, მიმართულების შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი ან მუყაოს ქაღალდი.





















































თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გამოსახულება საგნებისგან, ნატურმორტისგან ან მოდელის სხეულისგან ნაპერწკლების „ამოსროლის“ ეფექტით. ეს არაფერს გავნებთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავით თვალებთან მათი მოხვედრის საშიშროებასთან დაკავშირებით. ამ პატარა ცეცხლოვან კუდებს, ადამიანს თვალისგან შეუმჩნეველს, შეუძლია შექმნას გასაგიჟებლად შთამბეჭდავი კადრი.






3. ცარცით ხატვა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ ახალი რეალობა უბრალო
საგნების გამოყენებით, ანუ მათი გარდაქმნით ცარცის საშუალებით. სიბრტყე, სწორი და მოცულობითი ნახაზის კომბინაცია ფოტოზე არის ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება. შეგიძლიათ მარტივად ცვალოთ ერთი გამოსახულება მეორეთი ან შექმნათ სრულიად ახალი სივრცე. რაც დაგჭირდებათ ესაა ცარცი, სახატავი ზედაპირი და იდეები თქვენივე ჩანახატისთვის.



4. წარწერები

 მომწონს სხვადასხვა საგნებისგან შექმნილი ტექსტები, მაგალითად : ყვავილები, სათამაშოები, მელნის ლაქები, ხელსაწყოები, ფანქრები, ნებისმიერი რამ. ძალიან საინტერესოა იმის ყურება, როგორ გარდაიქმნება ყავის ჭიქა ასო “A”-დ. და უფრო საინტერესოა, როცა მასალები ასოებისთვის, არსობრივად, ინსპირაციის წყაროსთან არის დაკავშირებული. უფრო ზუსტად, შეგიძლიათ ააწყოთ ფრაზა „Happy Birthday“ ნამცხვრების და სანთლებისგან. არსებობს შთაგონების ორი გზა: პირველი, საგნების გამოყენება , ასოების სიზუსტით შესაქმნელად და მეორე, საგნების განლაგება ასოების ირგვლივ არსებულ ცარიელ სივრცეებში. შედეგი იქნება განსხვავებული, მაგრამ, მერწმუნეთ, ორივეს შემხვევაში პროცესი სახალისოა.



5. ოპტიკური ილუზიები 

 ესაა ჩემი ყველაზე საყვარელი ხერხი და გაცილებით ადვილია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მთელი საიდუმლოება მდგომარეობს კამერის მოთავსებისას სწორი კუთხის ან პოზიციის შერჩევაში, და ოპტიკური ილუზიაც თქვენს ხელთაა. შეეცადეთ შექმნათ პენროუზის საფეხურები ან სცენა ეშერის შთაგონებით, რაიმე უჩვეულოს მისაღებად.




















































გისურვებთ წარმატებას და შთაგონებას თქვენი მომდევნო ფოტოსესიითვის!
რაიმე შეკითხვის, იდეების და ტექნიკური საკითხების შესახებ , დატოვეთ კომენტარი.

თარგმნა მარიამ ფედროვმა.
წყარო : https://iso.500px.com/easy-photo-shoot-ideas/

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...