განვაგრძობთ ფოტოგრაფიაზე რჩევებს ინგლისური ანბანის მიხედვით. სტატიაში I-დან Q-მდე დიაპაზონს შევეხებით.
I. Image Stabilization – გამოსახულების სტაბილიზაცია
ჩამკეტის ღილაკზე ნახევრად დაჭერით და შენარჩუნებით
გააქტიურეთ სტაბილიზატორი. კონცენტრირდით, რომ თვალი არ მოაშოროთ საგანს. შეამოწმეთ
შტატივის თავსებადობა ლინზასთან.
J. - JPEG
დიახ, ფოტოს მაქსიმალური
კონტროლისათვის ჩვენ RAW ფორმატით გადაღებას გირჩევთ, მაგრამ ზოგჯერ JPEG აუცილებელია.
მაშინ, როცა გსურთ გადაიღოთ
სწრაფი მოქმედება: ბევრი კამერა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მხოლოდ JPEG რეჟიმში აღწევს და შეუძლია ბევრად მეტი ფოტოს გადაღება
ვიდრე RAW-ს შემთხვევაში.
ზოგავს მეხსიერების ბარათებს:
RAW ფაილებს სამჯერ და ხუთჯერ მეტი ტევადობა სჭირდება, ვიდრე იმავე ფოტოებს JPEG ფორმატით.
ვაიგნორებ კომპიუტერს: თუ
რედაქტირების გარეშე ტვირთავთ კამერის უკაბელო ინტერნეტის კავშირით, დაუმუშავებელი
RAW ფაილები შესაძლოა გამოიყურებოდეს
ბრტყლად მაშინ, როდესაც JPEG - ს არ
სჭირდება გარდასახვა და უფრო სწრაფად იტვირთება.
არ გადააჭარბოთ ხარისხს:
RAW ფორმატის ფოტო გადაჭარბებულია თუ ინტერნეტ მაღაზიისთვის, ან თევზჭერის ლიცენზიისთვის
გჭირდებათ.
შექმენით პანორამა, ან კომპოზიცია: რამოდენიმე ფოტოს
შერწყმა თქვენი კომპიუტერისათვის სერიოზული ვარჯიშია, JPEG - ს შედარებით პატარა ფოტოების
გამოყენება ბევრ დროს დაგაზოგინებთ რედაქტირებისას.
K.
Kit Lens
– სტანდარტული კიტ ლინზები
კიტ ლინზები (ძირითადად
18-55 მმ APS-C-ში, 14-42მმ მეოთხე თაობებში) კარგად ჯდება ფასში, მაგრამ მათ აქვთ ნაკლოვანებები,
კერძოდ ნელი სიჩქარე. ჩნდება კითხვა, როგორ მივიღოთ საუკეთესო შედეგი მათგან?
სიმკვეთრისთვის: ჩვენი ტესტი
გვიჩვენებს, რომ ყველაზე მკვეთრი დიაფრაგმა ფართო კუთხიანისთვის f/5.6-ია, საშუალო ფოკუსური
სიღრმისათვის f/8 და ტელე ფოტოსთვის f/8–11.
არ უგულებელყოთ საშუალო ფოკუსური სიღრმე: APS-C ლინზებისთვის
35მმ იძლევა ნორმალურ პერსეპექტივას და 50მმ ძალიან სასიამოვნო პორტრეტის ტელე ხედს. არეთვე ამ პარამეტრებისასს გამრუდების ძალიან მცირე შანსია.
მიიღეთ უკეთესი ბოკე: გადიდებასთან
ერთად მცირდება ფოკუსის სიღრმე, ამიტომ მიუახლოვდით, ზუმი დააშორეთ და გადაიღეთ სუბიექტი
ფონიდან ისე შორს, როგორც შეგიძლიათ.
L.
Live Music
– ცოცხალი მუსიკა
Photo by: Dan Bracaglia
საკონცერტო დაბაზები ცნობილია
სიბნელით, ასეთ შემთხვევებისათვის სწრაფი პრაიმ ლინზები და მაშუქები (თუ ნებადართულია) გამოსავალია.
დაიწყეთ მგრძნობელობით: ჩამკეტის
სიჩქარე მაშუქის გარეშე ნელი იქნება, მაგრამ 1/60 დაბალი ლიმიტია. დაიმახსოვრეთ - ციფრული ხმაური უკეთესია, ვიდრე გადღაბვნა.
დიაფრაგმა ფართოდ გააღეთ:
ბენდის წევრების ინდივიდუალური მჭიდრო კადრებისთვის კამერა დიაფრაგმის პრიორიტეტის რეჟიმზე
დააყენეთ და ჩაკეტეთ ექსპოზიცია ისე, რომ წერტილოვანი გაზომვა კითხულობდეს სახეებს.
ფართო კადრებისათვის გამოიყენეთ შეფასებითი გაზომვა სათანადო ექსპოზიციის მისაღებად
და გადაიღეთ მენუალ რეჟიმით, რათა შეინარჩუნოთ დაბლოკილი პარამეტრები.
გამომეტყველების ეფექტურობის
მისაღებად: ამის გასაკეთებლად მშვენიერი გზაა დარჩეთ სცენის მხარეს, მაგრამ დაიმახსოვრეთ
რომ იმოძრაოთ ირგვლივ მთელი შოუს განმავლობაში ხალხის ფოტოების მისაღებად.
M.
Monochrome HDR
– მონოქრომული HDR
ერთ–ერთი საუკეთესო გზა მაღალი
დინამიკური დიაპაზონის ფოტოების საფუძვლების შესასწავლად არის დაწყება მონოქრომით
– ეს მეტად უშეცდომოა ვიდრე ფერები და თავისუფალია ხელოვნური ფერებისაგან, რომლებიც
ხშირად აფუჭებს ახალბედა HDR-ებს.
მიანიჭეთ სხვადასხვა ელფერი
გამოსახულებას: Photomatix Pro-ში გამოიყენეთ ძალიან დაბალი პარამეტრები, რათა თავი
აარიდოთ გადამეტებულ შესახედაობას. შედეგი შესაძლოა ცოტა ბრტყელი იყოს, მაგრამ სავსე
დეტალებით .
მიიღეთ შუატონების კონტრასტი:
Adobe Photoshop-ში გამოიყენეთ ტონალური კონტრასტის კორექტირება ნიკონის Color Efex Pro plug-in-ში.
საბოლოო დამუშავება: გამოიყენეთ
Nik Silver Efex Pro კონტრასტის, ჩრდილების, ნათელი ტონების, სიკაშკაშის და სირბილის დასარეგულირებლად.
N.
Newborn
– ახალდაბადებული
ახალშობილები ფოტოგრაფისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ძალიან პატარები არიან იმისათვის,
რომ გაიღიმონ, ან თავი შეიმაგრონ. გვაქვს რამოდენიმე სტრატეგია.
კომფორტულად მოაწყვეთ პატარა: დარწმუნდით რომ დანაყრებულები არიან, მაგრამ
ჭამიდან ნახევარი ან ერთი საათი მოიცადეთ. 14 დღემდე ახალშობილებს ძალიან ადვილად ეძინებათ,
ასე რომ ბევრად მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე უფრო დიდ პატარასთან. გამოიყენეთ ლამაზი
ტექსტურის საბნები, ქსოვილები, ბალიშები, კალათები და სხვადასხვანაირი თასები და მოათავსეთ
პატარა მათში.
დაათბეთ ოთახი: დარწმუნდით რომ არ შესცივდება და გადაუღეთ ფოტოები შიშველს.
ბონუს–რჩევა: თუ ბავშვი ასლოკინებს, სასწრაფოდ მოიმარჯვეთ კამერა და გადაიღეთ
burst რეჟიმით, თუ სწორ მომენტს დაიჭერთ, სლოკინი შესაძლოა ღიმილად აღიბეჭდოს ფოტოზე.
O. Organize – ორგანიზება
ცარიელი და სავსე მეხსიერების ბარათების ერთმანეთისაგან გასარჩევად უმჯობესია შეიმუშავოთ ერთგვარი სისტემა, სქემა. გააკეთეთ სამი საქაღალდე და მოათავსეთ მათში სავსე, ცარიელი და ნახევრადცარიელი ბარათები. სახელიც ამის მიხედვით დაარქვით.
P. Pop-up Flash – კამერის მაშუქი
ქსოვილის რამოდენიმე ფენა მიამაგრეთ მაშუქის თავზე, ან გამოიყენეთ აქსესუარი
მოდიფიკატორი, როგორიცაა მაგ, Lightscoop – სარკე, რომელიც თავსდება ამომხტომის წინ,
რათა აირეკლოს მისი აფეთქება ჭერზე და კედელზე.
Q. Quiet – სიწყნარე
იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი აქ.
თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: http://www.popphoto.com/how-to/2014/12/photography-z-26-tips-better-photos?src=SOC&dom=fb#page-7
0 comments:
Post a Comment