განვაგრძობთ ფოტოგრაფიაზე რჩევებს ინგლისური ანბანის მიხედვით. სტატიაში R-დან Z-მდე დიაპაზონს შევეხებით.
R. Ring light – წრიული განათება
Photo by: Anastasia Abramova-Guendel
წრიული განათება იძლევა საინტერესო პორტრეტულ ეფექტს, რომელიც ძალიან უყვართ
მოდის და სილამაზის გადამღებებს. ესაა იდუმალი წრე, როგორც ეშმაკუნები თვალებში.
გამოიყენეთ პორტრეტის ლინზები, რომლებიც ფოკუსირდება ახლო ხედზე: უფრო ახლოს
შეძლებთ მიიღოთ წრე, შორს კი სუბიექტს ეშმაკური გამომეტყველება ექნება.
წრიული განათება სუბიექტის პარალელურად შეინარჩუნეთ: ეს მის უკან რკალური განათების მსგავს ჩრდილს მოგცემთ და უფრო მეტად მბზინვარე შესახედაობა ექნება, თუ ფოკუსში არ
იქნება. ასე რომ გადაიღეთ მაქსიმალურ ან მიახლოებულ დიაფრაგმაზე მაღალსიჩქარიანი ლინზებით.
Photo by: SeanPavone
რედაქტორი იან პლენტი ხანგრძლივი
ექსპოზიციით ვარსკვლავების გადაღების საუკეთესო რჩევებს გვთავაზობს.
მოძებნეთ შორი ადგილი: ნებისმიერ
ადგილას ქალაქის ტერიტორიასთან ახლოს განათებული ცა ექნება, რომელსაც შეუძლია ჩაახშოს
ვარსკვლავური ბილიკები.
გამოიყენეთ კამერის ახლადდატვირთული
ბატარიები: ერთსაათიანი ექსპოზიცია ელემენტებს დასვავს. უფრო ხანგრძლივი ექსპოზიციისათვის
განვიხილოთ დამხმარე ძალა, როგორიცაა კვანტური მაშუქის ელექტრო პაკეტი.
გამოიყენეთ ფართოკუთხიანი
ობიექტივი: დარწმუნდით, რომ მოიცავს ელემენტებს წინა პლანზე.
გადაიღეთ 400-დან 800-მდე
მგრძნობელობით: ვარსკვლავების ჩასაწერად ეს საკმარისად მაღალია და საკმარისად დაბალია
ხმაურის ჩასახშობად.
დიაფრაგმა f/5.6-ის გარშემო
დააყენეთ: ეს საკმაოდ კარგ სიღრმეს უზრუნველყოფს, უფრო მცირე დიაფრაგმა სუსტ ვარსკვლავურ
ბილიკებს შექმნის.
დაუმიზნეთ ჩრდილოეთის ვარსკვლავს:
ეს კლასიკურ გრიგალისებურ ეფექტს მოგვცემს.
აღმოვფხვრათ ხმაური: ცივ
ამინდში ხმაური გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თბილში. ხანგრძლივი ექსპოზიციის ხმაურის
შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ეს ექსპოზიციის დროს აორმაგებს. გირჩევთ ხმაური ფოტო რედაქტირებისას
შეამციროთ.
T.
Tone
– ტონი
შავ–თეთრი ფოტოებისთვის ტონების
დასამატებლად split-toning ხელსაწყო ედობი კამერა როუში და ფოტოშოპ ლაითრუმში მეფეა,
თუმცა ეს ფერადი ფოტოებისთვისაც ძალიან მაგარია.
შექმენით ხელოვნური ვინტაჟური
ლუქი: დაამატეთ თბილი ტონები ჩრდილებს და გრილი ტონები ნათელ ტონებს (და პირიქით).
თუ ლაითრუმში მუშაობთ, შეგიძლიათ შექმნათ რეჟიმები, რათა ადვილად გაიმეროთ საყვარელი
ეფექტები.
U.
Uploading – ატვირთვა
ფოტოგაზიარების საიტები შესაძლოა
სასტიკი აღმოჩნდეს თქვენი ფოტოების მიმართ, ისინი მათ უცვლიან ფერებს და ამატებენ არტიფაქტებს.
მიეცით საბრძოლო შანსი, მოემზადონ წინასწარ.
დააპატარავეთ ფოტოები: გამოიყენეთ
ფოტოშოპის ,,შევინახოთ ვებ-ისთვის“ ვარიანტი, რომლის შემდეგაც უფრო სწრაფად აიტვირთება.
შეაფასებინეთ: საიტების ავტოგაზომვის
ფუნქციები ხშირად აფუჭებს ფოტოების ხარისხს. ასე რომ დაასორტირეთ ფოტოები ზომებით ისე
მჭიდროდ, როგორც შესაძლებელია და როგორც ნაჩვენები იქნება.
ზომის შემცირების შემდეგ გაამკვეთრეთ.
ზომის შემცირების შემდეგ გაამკვეთრეთ.
შეინახეთ ფოტოები sRGB ფერთა
სივრცეში: ვებ ბრაუზერები ამჯობნებენ ალტერნატივას, როგორიცაა RGB.
ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური
ამრეკლი მაღაზიაში შეიძლება ვერ იშოვოთ.
დაამზადეთ თავად: მიაბით
ერთმანეთს ორი ერთნაირი ზომის თეთრი მუყაოს დაფები გრძელი კიდეს გასწვრივ, ისე რომ
თავისუფლად იხსნებოდეს, როგორც კარების მექანიზმი და დგომის საშუალება ჰქონდეს.
შეცვალეთ განათება: განათავსეთ
სინათლის წყარო V-Reflector-ის დაფებს შორის და ცვალეთ
კონტრასტი გაღებით ან დახურვით. მძიმე განათების შემთხვევაში წყარო ამრეკლთან ახლოს
განათავსეთ და დახურეთ. უფრო რბილი შედეგისათვის, გახსენით ის და დააშორეთ სინათლე.
ბონუსი: დიდი V-Reflector-ი ინტიმურ ფონს გვაძლევს – იხილეთ იგორ სტრავინსკის, ან ირვინგ პენის ტრუმენ კაპოტეს
პორტრეტები.
W.
Weight Loss
– წონის დაკლება
ადამიანები, რომლებსაც პორტრეტებს
უღებენ შესაძლოა თავიანთი სხეულების მიმართ მგრძნობიარეები იყვნენ, ამიტომ თუ საჭიროა,
გასახდომი სტრატეგიები სცადეთ.
გამოიყენეთ მოკლე განათება:
ობიექტი ძირითადი განათებისგან მოშორებით შემოაბრუნეთ, ან შეაბრუნეთ განათება ისე,
რომ იგი მხოლოდ სახის მეოთხედს, ან მეასამედს ანათებდეს.
შეაბრუნეთ ობიექტი კამერისკენ:
არასდროს დასვათ, ან დააყენოთ იგი პირდაპირ კამერასთან.
გამოიყენეთ მოკლე ტელელინზები:
დააყენეთ 75–100 მმ-ზე, მეტად შორს არა, შესაძლოა ძალიან გრძელი ლინზის გაბრტყელებულმა
პერსპექტივამ წონა დაამატოს. დააყენეთ კამერა ობიექტის თვალის დონეზე ოდნავ მაღლა.
მუქი ტანსაცმელი, გთხოვთ:
ნათელი ტანსაცმელი გარეგნობას წონას მატებს, თეთრი მითუმეტეს. აგრეთვე თავი აარიდეთ
განათებულ ფონს, რადგან ისინი სხეულის მასას განსაზღვრავენ.
შეხედეთ მკლავებს: წონიანმა
ქალბატონებმა მკლავები სხეულისგან ოდნავ მოშორებით უნდა დაიჭირონ, რათა არ დაემატოს
ისინი ტანის მასას, განსაკუთრებით უსახელო კაბები თუ აცვიათ.
Photo by: Jan Kraus
X-sync-ი ელექტრონული მაშუქის
სინქრონიზაციის მოძველებული ტერმინია. თქვენს DSLR-ს, თუ ILC-ს შეუძლია ჩამკეტის სიჩქარის
ფართო სპექტრზე მაშუქის სინქრონიზაცია და ჩამკეტის სიჩქარე არ იმოქმედებს მაშუქის ექსპოზიციაზე.
,,შეცვალეთ“ ჩამკეტი: შიდა
პორტრეტებისათვის მაშუქით, ჩამკეტი ისე შეანელეთ, რომ ჩანდეს ფონის გარემომცველი სინათლე.
გააფართოვეთ უკანა განათება:
როდესაც გარე პორტრეტებისათვის იყენებთ მაშუქს შეცვალეთ ჩამკეტი ისე, რომ ფონის განათება
იყოს სტოპზე, ან ორჯერ გადანათებული.
გააჯერეთ მზის სხივებით:
სანაპიროზე, მზის ჩასვლისას განათებულ პორტრეტებში ააჩქარეთ ჩამკეტი ისე, რომ ცა იყოს
გადანათებული სულ მცირე ერთი სტოპით დრამატული ფონისთვის.
უკეთესი სელფ–პორტრეტებისთვის
გამოიყენეთ შტატივი და წამზომი, ან დისტანციური პულტი. ჩარჩო, სინათლე და ფოკუსი
ცვალეთ. დააფოკუსეთ ხელით, ან დაბლოკეთ AF კადრირების შემდეგ. შემდეგ დააყენეთ პატარა
დიაფრაგმა, რათა მახასიათებლები მკვეთრად შეინარჩუნოთ.
იმუშავეთ გამომეტყველებაზე:
დააყენეთ სარკე კამერის პოზიციაზე, გამოიყენეთ კამერა საარტიკულაციო LCD-ით, რითაც
დაუკავშირდება კომპიუტერს, როგორც ცოცხალი ხედვის მონიტორი.
Photo by: Eduardo Rivero/Fotolia
ადგილობრივ ზოოპარკში პატარა
გეგმის ქონით ისეთი ცხოველების ფოტოების გადაღება შეგიძლიათ, რომლებსაც ექნება პორტრეტის
ის უცნაურობა და სიდიადე, როგორიც ველურ ბუნებაში გადაღებულებს აქვთ.
წინასწარ დაგეგმეთ გადასაღები
დღე: ესტუმრეთ ზოოპარკის საიტს, რათა გაიგოთ კვების დრო, პატარა ცხოველების გამოფენა,
ან რაიმე სპეციალური წესები და პროგრამები თუა ფოტოგრაფებისათვის. დაათვალიერეთ ფოტოები
და ნახეთ რომელი ადგილია კარგად განათებული და სადაა კარგი ფონი.
ადექით ადრე: მონიტორების
და განათების სწრაფი ტური გაიარეთ. დატოვეთ ოჯახი სახლში, რათა თავი აარიდოთ ყურადღების
გაფანტვას.
წინასწარ შეარჩიეთ კამერის
პარამეტრები: გამოიყენეთ უწყვეტი გადაღების რეჟიმი, მაღალი მგრძნობელობა და დიაფრაგმის
პრიორიტეტის რეჟიმი დიდ დიაფრაგმასთან ერთად.
მოჭერით და დატოვეთ ფოკუსს
გარეთ: სცადეთ არ გამოაჩინოთ ნებისმიერი რამ, რაც ზოოპარკზე მიუთითებს – ნასიარულები
ბილიკები, კონკრეტული ფონი, ნებისმიერი პლასტმასის ნივთი და ადამიანის მიერ გაკეთებული
რამ.
0 comments:
Post a Comment