Friday, April 21, 2017

7 შეკითხვა რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ საუკეთესო ლინზა ნებისმიერ სიტუაციაში

კამერები და ლინზები - ეს ხშირად ფოტოგრაფებს შორის მწვავე დებატებს იწვევს. ადამიანებს უყვართ იმის განხილვა, თუ რომელი ლინზა უნდა იყიდოთ, ან გამოიყენოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ასე რომ ჩავთვალე საინტერესო იქნებოდა დამეწერა რამოდენიმე მთავარი სცენარი და შეკითხვა, თუ რომელი ლინზა უნდა გამოიყენო თითოეულ შემთხვევაში.

ეს სტატია წარმოადგენს დებატების ოდნავ განსხვავებულ პერსპექტივას, რადგან პასუხებზე ვიხელმძღვანელებთ კრეატიული მოსაზრებებით. ლინზების არჩევანი ხშირად სუბიექტურია - რაც ერთი ფოტოგრაფისთვის შეიძლება სწორი იყოს, მეორესთვის ის შესაძლოა მცდარი არჩევანი აღმოჩნდეს.


აქ მოცემულია ზოგიერთი რამ, რაზეც უნდა იფიქროთ მაშინ, როცა საქმე ლინზების გამოყენებაზე მიდგება. პრაქტიკულად, რა თქმა უნდა თქვენი არჩევანი შეზღუდულია იმ ლინზების გამო, რასაც ფლობთ. მაგრამ ეს მოსაზრებები მაინც სასარგებლოა და სამომავლოდ დაგეხმარებათ ლინზის ყიდვაში.

შეკითხვა 1: გსურთ მთელი სცენა ფოკუსში იყოს?

ფოტოს ტიპებს, სადაც მთელი სცენის ფოკუსში მოხვედრა გენდომებათ მოიცავს: ლანდშაფტის ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია, მოგზაურობის ფოტოგრაფია და გარემოს პორტრეტები.

რა რაოდენობის ფოკუსური სიღრმე გნებავთ ფოტოში - შემოქმედებითი გადაწყვეტილებაა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ლინზა უნდა გამოიყენოთ, რომ ასე მოხდეს.

როდესაც ფართო (ბევრი) ფოკუსური სიღრმე გსურთ, ფართოკუთხიანი ლინზები ბუნებრივი არჩევანია. არსებობს გამონაკლისები, მაგ: ტელეფოტო ლინზებით თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ რაიმე შორ ადგილას და გამოიყენოთ მცირე დიაფრაგმა რათა დარწმუნდეთ, რომ ჩარჩოში ყველაფერი მკვეთრია.

თუმცა ზოგადად, ფართოკუთხიანი ლინზები საუკეთესო არჩევანია. ისინი აგრეთვე გეხმარებათ მოიცვათ სცენის უფრო დიდი ნაწილი. ზოგი ფოტოგრაფი ფართოკუთხიან ლინზებზე, როგორც ამბის მთხრობელებზე ისე მიუთითებს. ფრაზა აღწერს გზას, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინზა, რათა მოიცვათ საკმარისი დეტალი და ჩასვათ გადაღების ობიექტი კონტექსტში. ეს მიდგომა ხშირად სახასიათო პორტრეტებში და დოკუმენტურ სამუშაოში გამოიყენება.


18მმ_იანი ფართოკუთხიანი ლინზა გამოვიყენე,რათა მთელი სცენა მკვეთრ ფოკუსში ყოფილიყო.


ამ სცენის გადასაღებად 40მმ - იანი ლინზა გამოვიყენე (მკაცრად რომ ვთქვა, სრულჩარჩოიან კამერაზე ფართოკუთხიანი ლინზა სუპერი არ არის, მაგრამ უფრო ფართოა ვიდრე ნორმალური). ამ ფოტოში გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსები, ასე რომ მსურდა მკვეთრი ყოფილიყო.

შეკითხვა 2: გსურთ ბოკე?

თუ არ გსურთ მთელი სცენის ფოკუსში ყოფნა, ალბათ აპირებთ წახვიდეთ სხვა გზით და კომპოზიციაში ბოკე გამოიყენოთ. ამის გაკეთება ზუმობიექტივით შეგიძლიათ, თუმცა ნამდვილად დაგჭირდებათ ტელეფოტო ლინზა მაქსიმალური დიაფრაგმით  f/2.8 ან f/4.

ბოკეს შექმნა პრაიმ ლინზებით ადვილია, რადგან დიაფრაგმა ბევრად ფართოა. თქვენ აგრეთვე უფრო მეტი არჩევანი გაქვთ. ულტრა-ზედაპირული ფოკუსური სიღრმის მისაღებად შეგიძლიათ ლინზის ყველაზე ფართო დიაფრაგმა გამოიყენოთ, ან უფრო კონსერვატიული პარამეტრები, როგორიცაა f/2.8, ეს ფონს გაბლარავს, მაგრამ საგნებს უფრო მეტად მკვეთრ ფოკუსში ჩასვავს.

თუ ბოკე ,,თქვენია“ გამოიყენეთ პრაიმ ლინზები.


ეს ფოტო 85მმ - იანი ლინზით შევქმენი f/1.8 - ზე. ფართო დიაფრაგმამ ფონი ხვლიკის უკან სრულად გაბლარა.

შეკითხვა 3: რამდენად უნდა მიაახლოვოთ საგანი?

ტელეფოტო ლინზები უფრო ხშირად ველური ბუნების და სპორტის ფოტოგრაფიისათვის არის აუცილებელი. მათ თავიანთი მიზნებიც აქვთ ქუჩის ფოტოგრაფიაში. თუ არსებობს რაღაც, რაც ხელს გიშლით გადასაღებ ობიექტთან ფიზიკურად მიახლოებაში, ამ მანძილის გადასალახად ტელეფოტო ლინზები დაგჭირდებათ.


ამ შეჯიბრის გადასაღებად ტელეფოტო ლინზა გამოვიყენე. შეუძლებელი იყო ცხენთან და მხედართან ამაზე ახლოს მისვლა.

შეკითხვა 4: რა რაოდენობის სიმძიმე გინდათ ატაროთ?

მაცდურად წინადადება ჟღერს, ატაროთ ლინზები წყობისად ისე, რომ გადაიღოთ ყველანაირი სიტუაცია. პრობლემა ისაა, რომ მძიმის ტარება დაგღლით. ასეთ დროს ძნელი იქნება კონცენტრირება, კრეატიულობა და კარგი ფოტოების გადაღება.

ხანდახან ფიქრობთ, გადაიღოთ ქუჩაში ფოტოები რამოდენიმე საათის განმავლობაში, თუ წახვიდეთ სადმე ერთი თვით. ყურადღებით იფიქრეთ ლინზების რაოდენობაზე, რაც მოგზაურობისას თან უნდა ატაროთ. რაც მეტი გაქვთ, მით უფრო მძიმდება კამერის ჩანთა და უფრო ძნელია მისი ყველგან ტარება. ორი ან სამი ლინზა საკმარისია.

რა თქმა უნდა არის დრო, როცა ბევრი ლინზა გჭირდებათ. ეს ძირითადად ეხება მათ ვინც კომერციულ გადაღებებზე მუშაობს, რათა ყველანაირი მოვლენა გადაიღოს. ეს სამუშაოს ნაწილია და უნდა გაკეთდეს, თუმცა პირადი სამუშაოსთვის ნაკლებად სავარაუდოა ბევრი მექანიზმი დაგჭირდეთ.


ბოლოს მოგზაურობისას ჩინეთში ფოტოების 73%-ის გადასაღებად 35მმ ლინზა გამოვიყენე (ეს ფოტო ერთ-ერთი მათგანია). დანარჩენი გადავიღე 18მმ ლინზით. ასე ადვილად - გადავიღე მხოლოდ 2 ლინზით.

შეკითხვა 5: გადაიღებდით შტატივის გარეშე დაბალი განათებისას?

თუ კი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როგორ გაუმკლავდეთ დაბალი განათების დონეებს. საბედნიეროდ, ბევრი კამერის მაღალი შუქმგრძნობელობა იმდენად კარგია, რომ შეგიძლიათ დააყენოთ ის 6400-ზე, ან უფრო მაღლა (კამერაზეა დამოკიდებული). როცა საქმე სწრაფ ჩამკეტის სიჩქარეზე მიდგება ეს ძალიან დაგეხმარებათ მკვეთრი ფოტოს მისაღებად.

თუმცა არსებობს რამოდენიმე რამ, რაზეც უნდა იფიქროთ. პრაიმ ლინზები აგრეთვე დაგეხმარებათ გადაიღოთ ფართო დიაფრაგმით, თუ საჭიროა.


50მმ-იან Leica Noctilux M-ს აქვს ფართო დაფრაგმა  f/0.95 - ხუთი რიცხვით სწრაფია, ვიდრე ტიპიური კიტ ლინზის f/5.6-იანი დიაფრაგმა. ის აგრეთვე ძალიან ძვირია (თუ გაინტერესებთ 10000$_ზე მეტი ღირს), თუმცა ნამდვილად გამოგადგებათ თუ დაბალი განათების პირობებში მუშაობთ.

ობიექტივი გარკვეული სახის იმიჯსტაბილიზატორით ჩამკეტის დაბალი სიჩქარისას მკვეთრი ფოტოების გადაღებაში დაგეხმარებათ. თუმცა დაიმახსოვრეთ, ამ შემთხვევაში ფონი იქნება მკვეთრი და რაც მოძრაობს, მაგ: ადამიანები, გაიბლარება.

აგრეთვე დაგეხმარებათ ფართოკუთხიანი ლინზები, რადგან ისინი საჭიროებენ უფრო დაბალ ჩამკეტის სიჩქარეს უსაფრთხო ხელით ჭერისთვის (გამოიყენეთ ერთ-ერთი ფოკუსური სიღრმის წესი). მაგ: როდესაც ვიყენებ 56 მმ-იან ლინზას მირჩევნია ჩამკეტის სიჩქარე სულ მცირე 1/250წამზე დავაყენო გარანტირებული სიმკვეთრისათვის. მაგრამ 18მმ-იანი ფართოკუთხიანი ლინზის შემთხვევაში შემიძლია 1/60 კომფორტულად გამოვიყენო - ორი რიცხვით განსხვავებული იქნება.

შეკითხვა 6: პორტრეტები უნდა გადაიღოთ?

თუ კი, უნდა გადაწყვიტოთ რა მანძილიდან გსურთ გადაღება. ერთი ვარიანტია გამოიყენოთ ტელეფოტო ლინზა. ჰორიზონტალური პერსპექტივა მოდელს გამოყოფს ფონიდან.

ფართოკუთხიანი ლინზა დოკუმენტური სტილის გადასაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ამ ტიპის ლინზით, გირჩევთ ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ, თუ განზრახ არ გნებავთ მოდელის სახის გამრუდება.


ამ პორტრეტზე მოდელის ფონიდან გამოსაყოფად 85მმ გამოვიყენე.

შეკითხვა 7: გჭირდებათ განსაკუთრებული ლინზა?

არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური ლინზები გჭირდებათ, როგორიცაა მაკრო, fisheye ლინზა, tilt-shift ან Lensbaby. თუ იცით რომ გადასაღებად სპეციალური ოპტიკა გჭირდებათ (ან გაფართოების მილის მსგავსი რაიმე აქსესუარი), შეგიძლიათ შეიძინოთ, ითხოვოთ, ან დაიქირაოთ, თუ უკვე არ ფლობთ.


ეს ფოტო 85მმ-იანი ლინზით გადავიღე გაფართოების მილით, რათა ასე ახლოს მივსულიყავი პატარა ყვავილთან.

და ბოლოს

იმის ნაცვლად რომ გითხრათ განსაზღვრული ლინზა, რომელი კონკრეტული სიტუაციისათვისაა საჭირო, განსხვავებულად მოგიდგებით და გეტყვით, რომ გადაღებამდე დაფიქრდეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და ამის მიხედვით თავად შეარჩიოთ შესაფერისი ობიექტივი. ეს არის ლინზების შერჩევის განსხვავებული მიდგომა, რომელიც ტექნიკურ მოსაზრებებზე წინ, კრეატიულს აყენებს.


რა ლინზებს იყენებთ თქვენ და რატომ? გთხოვთ მოგვწეროთ კომენტარებში. ველი თქვენს პასუხებს.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/7-questions-choose-best-lens-situation/



1 comments:

  1. გამარჯობათ, მე ვიყენებ 18-55 კიტ ლინზას ძირითადათ პეიზაჟის გადასაღებად, პორტრეტებისთვის კი ჰელიოს 44-2 f2

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...