Saturday, April 8, 2017

26 რჩევა საუკეთესო ფოტოების გადასაღებად (ნაწილი I)





A. Actionმოქმედება


            Photo by: Stu Collier/Fotolia.com

გსურთ გამოაცოცხლოთ მოქმედებითი კადრები? გასაღები ბლარია.

მარტივი ბლარის მისაღებად: დააყენეთ ჩამკეტის სიჩქარე მოქმედება–გაყინვის სიჩქარეზე ერთი, ან ორი საფეხურით ქვევით (მაგალითად: 1/100, 1/80, 1/60), რათა მორბენალის ხელები და ფეხები გაბლაროთ, ან ველოსიპედის ღერძი და პედლები გაბლაროთ და ა.შ.

დაამატეთ მაშუქი არაამქვეყნიური ეფექტის მისაღებად: შედარებით ახლო საგნების განათებით ჩამკეტის სიჩქარის კიდევ უფრო დაკლება შეგიძლიათ. გამოიყენეთ მეორე ფარდის სინქრონიზაცია საგნის უკან მოჩვენების ბილიკის მისაღებად.

მოქმედება მოძრაობასთან ერთად: გამოიყენეთ ძალიან დაბალი ჩამკეტის სიჩქარე, რათა გაბლაროთ ფონი და გადააქციოთ სწორ, განსხვავებული ფერის და მასალის ხაზად.

B. Boatნავი


   Photo by: Jon CornForth

ბუნების ფოტოგრაფები ჯეისონ ჰანი და ჯონ კონფორტი გვირჩევენ, რომ ნავის მოძრაობის დროს კამერა მყარად დავაფიქსიროთ.

გააქტიურეთ გამოსახულების სტაბილიზაცია: პირველად თავს დაიცავთ ტალღის რყევისგან. დააყენეთ უფრო მაღალი მგრძნობელობა სწრაფი ჩამკეტის სიჩქარისათვის – უკეთესია მცირე ხმაური, ვიდრე გაბლარული ფოტო.

შემობრუნდით ტალღებთან ერთად: თუ ეცდებით საკუთარი სხეულით დაუპირისპირდეთ ნავის მოძრაობას, ნაკლებად მყარად იდგებით. როდესაც შესაძლებელია იჯექით.

გამოიყენეთ დახმარება: მონოპოდი, ბრტყელ მოძრავი ბორბლით ჩვეულებრივ საუკეთესო არჩევანია. შტატივი შეიძლება მოუხერხებელი იყოს, განსაკუთრებით პატარა ნავებში.

C. Camera Presetsკამერის პარამეტრების დაყენება



გამოიყენეთ მორგებული პარამეტრები იმ სახის გადაღებებისათვის, რასაც თქვენ იღებთ. შექმენით ძირითადი პარამეტრები იმ შემთხვევისათვის, როდესაც გადაღებას ჩქარობთ.
და სრულყოფილი ინდივიდუალური პარამეტრები: დაარეგულირეთ თეთრის ბალანსი, რათა მაგ. თქვენს ოთახში ნათურას დაამთხვიოთ.

D. Diopter  – დიოპტერი


თუ თქვენი სახედით დანახული ხედი ყოველთვის გაბლარულია, შეამოწმეთ რამდენად მორგებულია დიოპტერი. დატოვეთ ლინზის სახურავი ჩართული, შეატრიალეთ კამერა და დაარეგულირეთ დიოპტერი მანამ, სანამ  ეკრანის ინფორმაცია სახედში არ იქნება ისეთი მკვეთრი, როგორიც შესაძლებელია.

E. Exposure  – ექსპოზიცია



შავი კატა შავ დივანზე. ბავშვი თეთრი ნაქსოვი ჟაკეტით თოვლიან ზედაპირზე. ასეთი სცენებით ტყუვდება ლინზა და ანაცრისფერებს მათ. როგორ მოვიქცეთ?

#1. დააწექით ჰისტოგრამას: ჩართეთ ჰისტოგრამის ეკრანი თქვენს კამერაზე და გამოიყენეთ მრიცხველი და ექსპოზიციის რეჟიმი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ ხოლმე წასაკითხად. შემდეგ დააყენეთ ექსპოზიციის კომპენსაცია ისე, რომ ჰისტოგრამის პიქსელებმა გიბიძგოთ ერთი ან მეორე გზისკენ:  ნეგატიური კომპენსაცია, რომ გიბიძგოთ მარცხნივ მუქი სცენისაკენ.  დადებითი კომპენსაცია, რათა გიბიძგოთ მარჯვნივ, განათებული სცენისკენ.

#2. გააუქმეთ კამერის მზომელი: გამოიყენეთ პორტატული შემთხვევითი ექსპოზიციის მრიცხველი, რათა გაზომოთ სცენაზე დაცემული სინათლე და არა მისგან არეკლილი. ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებითი თავისუფლებისათვის გადაიღეთ RAW – საწყის ფორმატში.

F. Fogნისლი


   Photo by: Stan Horaczek

როდესაც ნისლში იქნებით, სასწრაფოდ მოიმარჯვეთ კამერა და დაიწყეთ გადაღება.
შექმენით გასაოცარი პორტრეტები:  ნისლს შეუძლია წაშალოს ნაოჭები და ასევე გადატვირთული ფონი. ხშირი ნისლი გამოიყენეთ ნათელი ტონების პორტრეტის გადასაღებად – ჩააცვით თქვენს ობიექტს თეთრი ტანსაცმელი და შეარჩიეთ ექსპოზიცია.

დაამატეთ სიღრმე: ზომიერ ნისლს პეიზაჟში და ქუჩის კადრში სიღრმის მოცემა შეუძლია. კომპოზიცია ისე შექმენით, რომ ობიექტები საკმარისად ახლოს იყოს წინა პლანზე, გაბლარული ელემენტების ფონზე თითქმის მკვეთრი იყოს. ზემოთა ფოტოზე ფოტოგრაფმა დისტანციური მაშუქი მიმართა წყვილის უკან და ნისლს საშუალება მისცა სხივი განემუხტა.

G. Gel – ფილტრები


RAW-თაც რომ იღებდეთ შეგიძლიათ მართოთ თეთრის ბალანსის საკითხები, როდესაც წინა პლანის ფერის ტემპერატურა რადიკალურად განსხვავდება უკანა ფონისგან. არსებობს მარტივი, იაფი დასაფიქსირებელი საშუალება.

მწვანე ჟფილტრი: თუ იღებთ კამერის მაშუქით ფლუორესცენციული გარემომცველი სინათლით სცადეთ მწვანე ფილტრი მაშუქის თავზე და დააყენეთ კამერის თეთრის ბალანსი ფლუორესცენციულზე.

ქარვისფერი ფილტრი: გამოიყენეთ ქარვისფერი ფილტრი მაშუქზე და ვოლფრამის თეთრის ბალანსი კამერაზე.

H. Hold Steady – დარჩი მყარად


DSLR-ის ჭერისას მარცხენა ხელი მთავარ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მარჯვენა ხელი მოქმედებს კონტროლზე. მოკლე ობიექტივების შემთხვევაში დაიდეთ კამერა მარცხენა ხელზე, ისე რომ ფოკუსი და ზუმის რგოლი თითებში მოიქციოთ. სტაბილურობისათვის დაებჯენით მარცხენა იდაყვს  სხეულის წინააღმდეგ. 


თარგმანი – ნინო კაპანაძე
წყარო – http://www.popphoto.com/how-to/2014/12/photography-z-26-tips-better-photos?src=SOC&dom=fb#page-5




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...